ამირან გამყრელიძე - პოსტ კოვიდური სინდრომი უკვე სერიოზული პრობლემაა და მას მეტი ყურადღება სჭირდება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ამირან გამყრელიძე - პოსტ კოვიდური სინდრომი უკვე სერიოზული პრობლემაა და მას მეტი ყურადღება სჭირდება

- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ვებინარის ფარგლებში განაცხადა.

მისი რეკომენდაციაა, კორონავირუსის გადატანის შემდგომ ადამიანებს მჭიდრო კონტაქტში ჰქონდეთ ოჯახის ექიმებთან მინიმუმ 6 თვის განმავლობაში. ამასთან, გამყრელიძის ინფორმაციით, პოსტ კოვიდურ სინდომს 500 ადამიანზე თბილისის ინფექციური საავადმყოფო სწავლობს.

„მოგეხსენებათ, კოვიდი გაზაფხულის ეტაპზე მიიჩნეოდა საკმაოდ მსუბუქ დაავადებად, რომელიც არ ტოვებდა ხანგრძლივვადიან გართულებებს, შემდგომ ბევრი კვლევით უკვე დადგენილია და ტერმინი შემოვიდა „პოსტ კოვიდური სინდომი“. ის უმრავლეს შემთხვევაში არ ვითარდება, უმეტესად მაინც სრული გამოჯანმრთელებაა, მაგრამ ეს საკითხი ძალიან დიდი ყურადღების ცენტრშია. ჯერ წინასწარ ვერ ვიტყვი მონაცემებს, ინფექციურ დაავადებათა ცენტრი, თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით, 500 ადამიანზე სწავლობს პოსტ კოვიდურ სინდრომს. ესენი არიან შემთხევვითი შერჩევის პრინციპით შერჩეული ადამიანები, რომ მონაცემები ვალიდური იყოს. მათი კვლევებისთვის სპეციალური პროტოკოლია შემუშავებული და ვფიქრობთ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ინფექციური საავადმყოფო ამ მონაცემებს გამოაქვეყნებს. ზოგადად, პოსტ კოვიდური სინდრომი გახლავთ უკვე სერიოზული პრობლემა და მას მეტი ყურადღება სჭირდება. ამიტომ, ჩემი, როგორც ექიმის რეკომენდაცია გახლავთ, კოვიდის გადატანის შემდგომ ადამიანი უნდა იყოს მჭიდრო კონტაქტში თავის ოჯახის ექიმთან, სულ მცირე 6 თვის განმავლობაში და პერიოდულად კონსულტაციები ჰქონდეს ოჯახის ექიმთან. თუ საჭიროდ ჩათვლის ოჯახის ექიმი, შესაბამისი გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს“, - განაცხადა გამყრელიძემ.