კოვიდ19 და ალერგია - რა არის ალერგია ლატექსზე და რას უნდა მოერიდოთ ამ დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კოვიდ19 და ალერგია - რა არის ალერგია ლატექსზე და რას უნდა მოერიდოთ ამ დროს

პირბადე და სამედიცინო ხელთათმანებია. მას შემდეგ, რაც ხელთათმანების მოხმარება დავიწყეთ, შესაძლოა, ბევრმა აღმოაჩინა, რომ ხელები გაუღიზიანდა, დაეწყო ქავილი, კანი გაუწითლდა. ეს სიმპტომები, შესაძლებელია, ლატექსზე ალერგიამ გამოიწვიოს.

ლატექსი ნატურალური რეზინაა, რომლისგანაც სამედიცინო ხელთათმანები მზადდება. ამ ალერგენის მიმართ მომატებულმა მგრძნობელობამ შეიძლება, გამოიწვიოს როგორც მსუბუქი ალერგიული სიმპტომები, ასევე ანაფილაქსიური შოკი.

1980-იან წლებში ლატექსის ალერგიის ეპიდემია იყო გავრცელებული. ეს არის პერიოდი, როდესაც სამედიცინო პერსონალის დაცვისთვის ამ ნივთიერების შემცველ ხელთათმანებზე მოთხოვნა გაიზარდა. შედეგად, არაერთ ადამიანს განუვითარდა სიმპტომები: ქავილი, თვალებიდან ცრემლდენა, კანის შეწითლება, ცემინება, ცხვირის ღრუდან გამონადენი, ასთმა და ანაფილაქსიაც კი.

თუ თქვენ გაქვთ მასზე ალერგია, ნივთებთან შეხებისას, რომლებიც ლატექსს შიცავს, ვითარდება ალერგიული კონტაქტური დერმატიტი. ამ დროს ჭინჭრის დასუსხვის მსგავსი გამონაყარი ჩნდება კანზე.

ეს ნივთიერება არ გვხვდება მხოლოდ სამედიცინო ხელთათმანებში, ის ბუშტებში, კომპიუტერული ტექნიკის ღილაკებზე, ჰიგიენურ ხელსახოცებში, კონდომებში, სტომატოლოგიურ იარაღებსა და უამრავ სხვა ნივთშია. შესაძლებელია, საფრთხის შემცველი იყოს ყველა ის ნივთი თუ საკვები, რომლის გაკეთების დროს მოიხმარდნენ ლატექსის ხეთათმანს.

კოვიდ აღჭურვილობა, რომელიც ექიმებს სჭირდებათ, მათ შორის, სათვალე და N95 ნიღაბი - ლატექსისგან მზადდება.

ალერგოლოგების განცხადებით, დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, 1980-90-იანი წლები არ გამეორდეს. ირგვლივ, ყველა დაწესებულებაში, პერსონალი სამედიცინო ხელთათმანს იყენებს, რაც ზიანის მომტანია მათთვის, ვისაც ალერგია აქვს ლატექსის მიმართ.

მათ უნდა ატარონ საკუთარი ხელთათმანი, რომელიც არ შეიცავს ამ ნივთიერებას. ასეთებია: ნიტრილის ან ვინილის.

საჭიროების შემთხვევაში, აუცილებლად უნდა გააფრთხილოთ სამედიცინო პერსონალი, რომ ხართ ალერგიული.

იყავით ყურადღებით. შესაძლოა, უბრალო ბუშტის გაბერვამაც კი გამოიწვიოს ანაფილაქსიური შოკი.