კოვიდ19 და ალერგია - რა არის ალერგია ლატექსზე და რას უნდა მოერიდოთ ამ დროს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კოვიდ19 და ალერგია - რა არის ალერგია ლატექსზე და რას უნდა მოერიდოთ ამ დროს

კოვიდ19 და ალერგია - რა არის ალერგია ლატექსზე და რას უნდა მოერიდოთ ამ დროს
კოვიდ-19-ის პირობებში მოსახლეობის მთავარი იარაღი, ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად,
პირბადე და სამედიცინო ხელთათმანებია. მას შემდეგ, რაც ხელთათმანების მოხმარება დავიწყეთ, შესაძლოა, ბევრმა აღმოაჩინა, რომ ხელები გაუღიზიანდა, დაეწყო ქავილი, კანი გაუწითლდა. ეს სიმპტომები, შესაძლებელია, ლატექსზე ალერგიამ გამოიწვიოს.

ლატექსი ნატურალური რეზინაა, რომლისგანაც სამედიცინო ხელთათმანები მზადდება. ამ ალერგენის მიმართ მომატებულმა მგრძნობელობამ შეიძლება, გამოიწვიოს როგორც მსუბუქი ალერგიული სიმპტომები, ასევე ანაფილაქსიური შოკი.

1980-იან წლებში ლატექსის ალერგიის ეპიდემია იყო გავრცელებული. ეს არის პერიოდი, როდესაც სამედიცინო პერსონალის დაცვისთვის ამ ნივთიერების შემცველ ხელთათმანებზე მოთხოვნა გაიზარდა. შედეგად, არაერთ ადამიანს განუვითარდა სიმპტომები:
ქავილი, თვალებიდან ცრემლდენა, კანის შეწითლება, ცემინება, ცხვირის ღრუდან გამონადენი, ასთმა და ანაფილაქსიაც კი.

თუ თქვენ გაქვთ მასზე ალერგია, ნივთებთან შეხებისას, რომლებიც ლატექსს შიცავს, ვითარდება ალერგიული კონტაქტური დერმატიტი. ამ დროს ჭინჭრის დასუსხვის მსგავსი გამონაყარი ჩნდება კანზე.

ეს ნივთიერება არ გვხვდება მხოლოდ სამედიცინო ხელთათმანებში, ის ბუშტებში, კომპიუტერული
ტექნიკის ღილაკებზე, ჰიგიენურ ხელსახოცებში, კონდომებში, სტომატოლოგიურ იარაღებსა და უამრავ სხვა ნივთშია. შესაძლებელია, საფრთხის შემცველი იყოს ყველა ის ნივთი თუ საკვები, რომლის გაკეთების დროს მოიხმარდნენ ლატექსის ხეთათმანს.

კოვიდ აღჭურვილობა, რომელიც ექიმებს სჭირდებათ, მათ შორის, სათვალე და N95 ნიღაბი - ლატექსისგან მზადდება.

ალერგოლოგების განცხადებით, დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, 1980-90-იანი წლები არ გამეორდეს. ირგვლივ, ყველა დაწესებულებაში, პერსონალი სამედიცინო ხელთათმანს იყენებს, რაც ზიანის მომტანია მათთვის, ვისაც ალერგია აქვს ლატექსის მიმართ.

მათ უნდა ატარონ საკუთარი ხელთათმანი, რომელიც არ შეიცავს ამ ნივთიერებას. ასეთებია: ნიტრილის ან ვინილის.

საჭიროების შემთხვევაში, აუცილებლად უნდა გააფრთხილოთ სამედიცინო პერსონალი, რომ ხართ ალერგიული.

იყავით ყურადღებით. შესაძლოა, უბრალო ბუშტის გაბერვამაც კი გამოიწვიოს ანაფილაქსიური შოკი.

ამ ავტორის სხვა სტატიები
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
თივისმიერი ცხელება ალერგიული მდგომარეობაა, რომელსაც ყვავილის მტვერი იწვევს.
„სმარტფარმთან“ ინტერვიუში დავით თელიას მტკიცებითი მედიცინის ცენტრის ექიმი დერმატოლოგი ზაზა თელია საუბრობს სეზონურ ალერგიაზე.
ავსტრალიის ნაციონალურმა უნივერსიტეტმა წარმოადგინა აუტოიმუნური დაავადებებისა
ალერგიული მდგომარეობა ხშირად ხდება სუნთქვის გაძნელების მიზეზი. რა მდგომარეობაა ალერგიული რინიტი,
ალერგიების გავრცელება ძირითადად გაზაფხულზე, ხე-მცენარეების ყვავილობის პერიოდში იწყება, თუმცა ეს პრობლემა ზამთარშიც
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად