როგორ გავუმკლავდეთ ზამთრის ალერგიებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2021

როგორ გავუმკლავდეთ ზამთრის ალერგიებს

როგორ გავუმკლავდეთ ზამთრის ალერგიებს
ალერგიების გავრცელება ძირითადად გაზაფხულზე, ხე-მცენარეების ყვავილობის პერიოდში იწყება, თუმცა ეს პრობლემა ზამთარშიც
საკმაოდ აქტუალურია. ისიც დადგენილია, რომ ადამიანთა 40% ალერგიულია ისეთი გამღიზიანებლის მიმართ, რომელთა უმეტესობასაც არანაირი კავშირი არ აქვს სეზონთან.

ამ საკითხზე უფრო დაწვრილებით აკად. ფრიდონ თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრის ალერგოლოგი თამარ ბარბლიშვილი გვესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ დახურულ სივრცეში ყოფნის გამო, პაციენტები სხვადასხვა გამღიზიანებლების მიმართ განსაკუთრებულ მგრძნობელობას ზამთარშიც ავლენენ.


– საზოგადოებაში დამკვიდრებულია აზრი, რომ ალერგია მხოლოდ გაზაფხულზე გვესხმის თავს. არსებობს თუ არა სეზონური ალერგია, რომელიც ზამთრის პერიოდს ახასიათებს?

– ზამთარში, წელიწადის
ყველაზე ცივ პერიოდში, მცენარეები ყვავილობის პერიოდს ასრულებენ, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სწორედ ამ სეზონზე გამოუვლინდებათ ალერგიული ჩივილები.

მილიონობით ადამიანს აქვს ზამთრის ალერგიები, რადგან ცივ ამინდში უმეტეს დროს სახლებში ან სხვა დახურულ ადგილებში ატარებენ. ამ შემთხვევაში აქტიურად უწევთ ისეთ ალერგენებთან შეხება, როგორებიცაა: ოთახის მტვრის ტკიპები, სინესტის
სოკოს სპორები, ცხოველთა ნერწყვში, შარდში ან ეპითელიუმში არსებული ალერგენები და ა.შ
სწორედ ამას უკავვშირდება ზამთარში გამწვავებული ალერგიები.


– რა არის ალერგიის ძირითადი სიმპტომები, როგორ გამოვლინდება ის?

– ზამთრის ალერგიის სიმპტომებია - მშრალი ხასიათის ხველა, თვალების, ცხვირისა და ყელის ქავილი, ზოგჯერ ცხვირიდან წყლისმაგვარი გამონადენი, ცრემლდენა, ცემინება, ცხვირის გაჭედილობა, კანზე გამონაყარი. თუ უფრო მძიმე ფორმა იქნება, პაციენტი გულმკერდის არეში შებოჭილობას იგრძნობს და ხმაურიანი სუნთქვაც დაერთვება.


– როგორ უნდა ვებრძოლოთ სეზონურ ალერგიას და როდისაა საჭირო მედიკამენტური მკურნალობის დაწყება?

– სეზონურ ალერგიასთან ბრძოლის ნაწილი შეგვიძლია 2 პუნქტად დავყოთ: პრევენციული ღონისძიებები და მედიკამენტური მკურნალობა.
პრევენციული ღონისძიებები შემდეგი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს.

ოთახის მტვრის ტკიპა მაღალტენიანობის პირობებში მრავლდება. ასეთ დროს სასურველია ბინაში ეს მაჩვენებელი 30-50%-მდე მერყეობდეს, რომ ტკიპას გამრავლებამ ინტენსიური ხასიათი არ მიიღოს. მნიშვნელოვანია საწოლის თეთრეულის მაღალ ტემპერატურაზე გარეცხვა, რომ მისი კონცენტრაცია შემცირდეს და ადამიანმა მთელი ღამის განმავლობაში ნაკლებად ჩაისუნთქოს. გარდა ამისა, ბინა სველი წესით უნდა გაწმინდოთ და გამოიყენოთ მტვერსასრუტი, რომელსაც ე.წ. HEPA ფილტრი აქვს.

შინაური ცხოველების ალერგენები ნოხებში დიდი რაოდენობით გროვდება, ამიტომ, გირჩევთ ამოიღოთ ხმარებიდან, რომ მოიშოროთ აკუმულაციის კერები. სასურველია საძინებელში ნაკლებად შეუშვათ ცხოველები და დაბანოთ კვირაში ერთხელ, რომ შემცირდეს ალერგენების კონცენტრაცია.

რაც შეეხება ობის სოკოს, ის სველ წერტილებში - სააბაზანოში, სამზარეულოსა და საპირფარეშოში გვხვდება შავი წერტილების სახით. შავი ლაქები სპეციალური ქიმიური საშუალებებით დაამუშავეთ. თუ მოუწესრიგებელი წყალგაყვანილობის სისტემა გაქვთ, აუცილებლად შეაკეთეთ, რომ სინესტე შემცირდეს.

მედიკამენტური მკურნალობის დაწყება სიმპტომების ინტენსივობისა და გამოვლენის ფორმების მიხედვით ხდება. ამისთვის სხვადასხვა სახის ანტიჰისტამინურ საშუალებებს ვიყენებთ. ზოგჯერ ნაზალური სპრეი ან იმუნოთერაპიაც ინიშნება.


– კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში, შესაძლოა, პაციენტის მდგომარეობა ალერგიულმა ფონმა დაამძიმოს?

– COVID-19 ჯერ ისევ კვლევის ფაზაშია და მასზე ბევრი რამ არ ვიცით, ამიტომ, ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე ალერგიული მდგომარეობა ამძიმებს. ეს ვირუსული ინფექცია სასუნთქ სისტემას უქმნის საფრთხეს და ისეთი ალერგიული მდგომარეობები, როგორიცაა რინიტი ან ბრონქული ასთმა, პაციენტების ჯანმრთელობას ამძიმებს, მათთან შედარებით, ვისაც თანმხლები დაავადებები არ აქვთ.


გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
კოვიდ-19-ის პირობებში მოსახლეობის მთავარი იარაღი, ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად,
ალერგიული მდგომარეობა ხშირად ხდება სუნთქვის გაძნელების მიზეზი. რა მდგომარეობაა ალერგიული რინიტი,
გლობალურად თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა დაახლოებით 1 მილიარდია, ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტატისტიკაში არის საუბარი. სხვადასხვა შეფასების თანახმად, 2025 წლისთვის მწეველთა რიცხვი უცვლელი იქნება.
სხვადასხვა ზომისა და ფორმის ლაქები – ღია ყვითელი, მუქი ყავისფერი ან რუხი, სახის კანზე ქალებს ნებისმიერ ასაკში უჩნდებათ.
XXI საუკუნის ეპიდემია - ასე უწოდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ალერგიას,
მენსტრუაციისწინა სინდრომი სხვადასხვა ასაკის ქალების საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა. სიმპტომებმა განსაკუთრებული სიმძაფრე შეიძლება შეიძინონ ე.წ. გარდამავალ პერიოდში.
უახლესი ლაზერული აპარატით,რომელიც კლინიკა "ახალმა მზერამ" მიიღო გრანტის წესით, შესაძლებელია გლაუკომის სკრინინგი,
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად