ჯანდაცვის ექსპერტები თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტების შესახებ R - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2021

ჯანდაცვის ექსპერტები თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტების შესახებ R

ჯანდაცვის ექსპერტები თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტების შესახებ R
გლობალურად თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა დაახლოებით 1 მილიარდია, ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტატისტიკაში არის საუბარი. სხვადასხვა შეფასების თანახმად, 2025 წლისთვის მწეველთა რიცხვი უცვლელი იქნება. შესაბამისად, იმ ზრდასრული მწეველების დიდი პოპულაციისათვის, რომლებიც სხვა შემთხვევაში გააგრძელებდნენ სიგარეტის მოწევას, უნდა არსებობდეს გონივრული არჩევანი, რომელიც მათ სიგარატებს ჩამოაცილებს.

აღსანიშნავია, რომ მზარდია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტების, ექსპერტებისა თუ მთავრობების რიცხვი, რომლებიც მხარს უჭერენ პოტენციურად შემცირებული რისკის მქონე ალტერნატიული პროდუქტების მნიშვნელობას მწეველებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვისათვის. იმ ქვეყნების მარეგულირებელ ორგანოთა შორის, რომელთაც გამოიჩინეს ინიციატივა აღიარონ უკვამლო პროდუქტების განსხვავებული ბუნება
და მიიღონ რეგულაციები, რათა მწეველებს ჰქონდეთ წვდომა ინფორმაციასა და თავად ამ ნაკლებად მავნე და მეცნიერულად დადასტურებულ ალტერნატიულ პროდუქტებზე, აღსანიშნავია ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: აშშ, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, იტალია. სხვა ქვეყნებმა, მაგალითად როგორიცაა ნორვეგია
და ახალი ზელანდია, უკვე გამოხატეს საკუთარი მზადყოფნა ამავე მიმართულებით ნაბიჯების გადადგმისათვის.

„შვედეთის, ნორვეგიის და იაპონიის მაგალითები აჩვენებს, რომ არჩევანის არსებობის შემთხვევაში მწეველი ადამიანები სიგარეტის ალტერნატივას მოიხმარენ. წარმოიდგინეთ, რა მოხდება მაშინ, თუ მათ ამ ნაკლები რისკის შემცველ პროდუქტებზე წვდომას გავუმარტივებთ. დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ფუნდამენტურად შევცვალოთ ჯანდაცვის ისტორიის კურსი“, - ამბობს ოტავის უნივერსიტეტის პროფესორმა, დევიდ სვეანორმა.

აღსანიშნავია, რომ ეს საკითხი საქართველოშიც აქტუალურია მოცემული რეალობიდან გამომდინარე. ამის თაობაზე ქართველმა ჯანდაცვის ექსპერტებმაც გამოხატეს ინიციატივა და თამბაქოს ალტერნატიულ პროდუქტებზე ისაუბრეს:

ენდოკრინოლოგი მაია ნიშნიანიძე BMG-სთან თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, სიგარეტის წვის შედეგად გამოყოფილი მრავალი ტოქსიკური ნივთიერება წარმოადგენს მთავარ მიზეზს, რაც სიგარეტის მოხმარებასთან დაკავშირებულ დაავადებებს იწვევს.შესაბამისად, თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტები, რომლებიც წვის პროცესის არ მოიცავს, გამოყოფს ნაკლებ მავნე ნივთიერებებს.

ამასთან, ნიშნიანიძის თქმით, საქართველოში თამბაქოს მოხმარება საკმაოდ მძიმე პრობლემას წარმოადგენს, ხოლო თამბაქოს ზიანის შემცირების პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეიძლება შეიტანონ ისეთმა ალტერნატიულმა პროდუქტებმა, რომლებიც, წვის პროცესს არ მოიცავენ და არ გამოყოფენ ტრადიციული სიგარეტის მსგავსად მავნე ნივთიერებებს. როგორც მაია ნიშნიანიძე ამბობს, ამაზე აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) გადაწყვეტილებაც მეტყველებს.

“ჩემი აზრით, დღეს საქართველოში თამბაქოს მოხმარება საკმაოდ მძიმე პრობლემას წარმოადგენს და ამას ვამჩნევთ თითოეული ჩვენთაგანი ჩვენს ირგვლივ, ასევე ამას მოწმობს ამდენი თამბაქოს მაღაზია და ჯიხური ყოველ ფეხის ნაბიჯზე.

ის ფაქტი, რომ გასახურებელი თამბაქოს პროდუქტები წვის ნაცვლად იყენებს მისი გახურების ტექნოლოგიას, ადასტურებს, რომ სასუნთქ გზებში არ ხვდება წვის პროცესისგან გამოფრქვეული ტოქსიკური ნივთიერებები: როგორიცაა: კუპრი. აქედან გამომდინარე, გასახურებელი თამბაქოს პროდუქტების მოხმარებით მავნე ნივთიერებების შემცველობა ერთმნიშვნელოვნად არის შემცირებული - ამბობს მაია ნიშნიანიძე.

R
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
კოვიდ-19-ის პირობებში მოსახლეობის მთავარი იარაღი, ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად,
ალერგიული მდგომარეობა ხშირად ხდება სუნთქვის გაძნელების მიზეზი. რა მდგომარეობაა ალერგიული რინიტი,
ალერგიების გავრცელება ძირითადად გაზაფხულზე, ხე-მცენარეების ყვავილობის პერიოდში იწყება, თუმცა ეს პრობლემა ზამთარშიც
სხვადასხვა ზომისა და ფორმის ლაქები – ღია ყვითელი, მუქი ყავისფერი ან რუხი, სახის კანზე ქალებს ნებისმიერ ასაკში უჩნდებათ.
XXI საუკუნის ეპიდემია - ასე უწოდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ალერგიას,
მენსტრუაციისწინა სინდრომი სხვადასხვა ასაკის ქალების საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა. სიმპტომებმა განსაკუთრებული სიმძაფრე შეიძლება შეიძინონ ე.წ. გარდამავალ პერიოდში.
უახლესი ლაზერული აპარატით,რომელიც კლინიკა "ახალმა მზერამ" მიიღო გრანტის წესით, შესაძლებელია გლაუკომის სკრინინგი,
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად