ალერგია - იმუნიტეტის შეცდომა, რომელიც შეგიძლიათ, გამოასწოროთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ალერგია - იმუნიტეტის შეცდომა, რომელიც შეგიძლიათ, გამოასწოროთ

რადგან გამოთვალა, რომ გავრცელების დინამიკის გათვალისწინებით, 2025 წლისთვის ალერგიით პლანეტის მოსახლეობის 50-% დაავადდება.

ეს მოლოდინი იმ "დიდი დამპყრობელის" პარალელურად, რომელსაც კორონავირუსი ეწოდება, კიდევ უფრო სახიფათო ხდება, მით უფრო - სასუნთქი გზების ალერგიის შემთხვევაში, თუკი დაავადება არ არის ექიმის კონტროლის ქვეშ.

რა უნდა ვიცოდეთ ალერგიის შესახებ? ამ თემაზე გვესაუბრება აკად. ფრიდონ თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრის ექიმი-ალერგოლოგი თამარ ბარბლიშვილი.

- დავიწყოთ იმის განმარტებით, რა არის ალერგია?

- ალერგია ზოგადად ეს არის მომატებული მგრძნობელობა ამა თუ იმ გარეგან გამღიზიანებელზე, რომელიც, უსაფრთხოა და არ იწვევს რაიმე სპეციფიკურ გამოვლინებებს, მაგრამ ადამიანთა გარკვეული ჯგუფისთვის ის აგრესიული ნივთიერებაა და როდესაც ორგანიზმში ხვდება, მას ორგანიზმი, შეცდომით, გადაჭარბებული იმუნური რეაქციით პასუხობს. ამაში გამოიხატება სწორედ ეს ალერგიული ჩივილები, რაც შემდეგომ ექიმთან მიმართვიანობის მიზეზი ხდება. ამ  ნივთიერებებს კი, რომლებიც ორგანიზმის გაძლიერებულ რეაქციას იწვევს, ალერგენებს უწოდებენ.

- რა სახის ალერგიები არსებობს?

-  ალერგიები არსებობს მრავალი სახის. შეიძლება განვითარდეს საკვები პროდუქტების მიმართ; ქიმიური საშუალებების მიმართ - აქ მოიაზრება როგორც მედიკამენტები, ასევე კოსმეტიკური და ჰიგიენური საშუალებები, საოჯახო ქიმია; ყვავილის მტვრისა და საყოფაცხოვრებო მტვრის მიმართ; ცხოველის ეპითელიუმის მიმართ, თამბაქოს კვამლისა თუ დაბინძურებული ჰაერის მიმართ და ა.შ. მოკლედ, ყველაფერი, რაც ჩვენ ირგვლივ არის, პოტენციურად შეიძლება ალერგენული ხასიათის იყოს. ალერგიული ადამიანების უმეტესობა არა ერთ ალერგენზე, არამედ ალერგენების მთელ სპექტრზე რეაგირებს.

ალერგოლოგიაში არსებობს "ალერგიული მარშის" ცნება, როდესაც ერთი კომპონენტის მიმართ ალერგია შეიძლება გადავიდეს მეორეში, მესამეში... მაგალითად, გვაქვს კვებითი ალერგია, მას დაემატოს სეზონური ალერგიული რინიტი, შემდგომ ჩამოყალიბდეს ბრონქული ასთმა და ასე შემდეგ.

- ნივთიერებები, რომლებიც უმეტესობისთვის უსაფრთხოა, რატომ ხდება აგრესიული გარკვეული ჯგუფისთვის? ვინ არის აქ დამნაშავე?

- ვინ არის ამაში დამნაშავე ან ალერგიის რისკ-ფაქტორები ჯერ კიდევ მეცნიერების კვლევის საგანია, თუმცა დღეს დანამდვილებით შეგვიძლია ვისაუბროთ გარკვეულ ფაქტორებზე, რომლებიც ალერგიული დაავადებების მიმართ ორგანიზმის წინასწარ განწყობას აყალიბებს.

ესენია:

ა) მემკვიდრეობითობა:  თუ მშობელს ან სისხლით ნათესავს აქვს ალერგიული დაავადება, გაცილებით მეტია მათ შვილში ალერგიული გამოვლინების რისკი, ვიდრე იმ პატარებში, ვისი მშობლებიც არ არიან ასეთი ანამნეზით დატვირთულნი;

ბ) ეკოლოგიური გარემო:  დიდ ქალაქებში უფრო ხშირია ალერგიული დაავადებები, ვიდრე სოფლად;

გ) კვების ხარისხი: კვების მრეწველობაში ქიმიური ნივთიერებების - საკვები დანამატების აქტიურად გამოყენებამ, რაც ათეულობით წლის წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება, ალერგიული დაავადებების რიცხვი საგრძნობლად გაზარდა.

- რომელია ყველაზე მეტად გავრცელებული ალერგიული დაავადება საქართველოში?

- ჩვენს კლინიკაში ხშირია მომართვიანობა ე.წ. "ჭინჭრის ციებით", რომელიც ხასიათდება კანის სხვადასხვა ადგილებში გამონაყრით; ასევე-  ბრონქული ასთმით, რომელიც მსოფლიოში გავრცელებული ერთ-ერთი ქრონიკული პათოლოგიაა; მოგვმართავენ პოლინოზით, რომელიც ცნობილია სეზონური ალერგიების სახელით და წარმოადგენს რეაქციას მცენარეების მტვერზე; ასევე, გახშირებულია კანის მხრივ ატოპიური დერმატიტები.

- როგორ მივხვდეთ რომ ალერგია გვაქვს და არა, ვთქვათ,  ვირუსული ინფექცია - მაგალითად, კოვიდ-19?

- ამას უნდა მივხვდეთ გამომდინარე პაციენტის ჩივილებიდან.

როგორც წესი, ალერგიული პაციენტის ჩივილი მერყეობს კანზე გამოვლინებებიდან სასუნთქი სისტემის გამოვლინებებამდე: გამონაყარი, რომელსაც ახლავს ქავილი, ხშირი ცემინება, ცხვირიდან წყალივით გამონადენით, თვალების ცრემლიანობა. ასევე, შეიძლება იყოს ხველის კომპონენტიც, რომლიც ხშირად სპაზმური ხასიათისაა და ა.შ.;

ალერგიულ დაავადებებს, როგორც წესი, არ ახასიათებს ტემპერატურული რეაქციები და ეს ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, პათოგენური ნიშანია, რომელიც გვაძლევს ერთგვარი დიფერენცირების საშუალებას ვირუსულ ინფექციებთან და, თუნდაც, ჩოვიდ-19-ის შემთხვევაში. თუმცა, ჩოვიდ-19 შეიძლება ტემპერატურული რეაქციის გარეშეც მიმდინარეობდეს და კონკრეტულად ამ ვირუსის შემთხვევაში ეს მარკერად ვერ გამოდგება. აქ საბოლოო სიტყვა ლაბორატორიულ კვლევებზეა.

- რა არის და როდის გამოიყენება ალერგიული ვაქცინაცია?

- ვაქცინაში, ასე ვთქვათ, მოიაზრება იმუნოთერაპია. როდესაც ადამიანს აწუხებს ესა თუ ის ალერგიული ჩივილები, მას უტარდება სპეციფიკური ალეროლოგიური გამოკვლევა, კანის სინჯებით იქნება ეს თუ ლაბორატორიულად, ხდება ალერგენის გამოვლენა, რომელიც დომინანტია პაციენტის ალერგიული ჩივილების თვალსაზრისით და შემდგომ იწყება მუშაობა იმაზე, რომ ამ კონკრეტულ  ალერგენს შევაგუოთ ორგანიზმი. ალერგენის ორგნიზმში შეყვანის დოზები გათვლილია სქემების მიხედვით და ეს პროცესი საკმაოდ დროში გაწელილია, შეიძლება რამდენიმე წელიც გაგრძელდეს. ამით ხდება ორგანიზმის ტოლერანტობის ჩამოყალიბება იმისთვის, რომ როდესაც ეს ალერგენი ხელმეორედ მოხვდება  ორგანიზმში, ეს უკანასკნელი ისეთი აგრესიულობით არ დახვდეს. ასეთი მკურნალობის ეფექტურობა დაახლოებით 85%-ია. პაციენტს ჩივილები მინიმუმამდე უმცირდება და ზოგს - საერთოდ ეხსნება.

- შესაძლებელია ალერგიისგან სრულად განკურნება?

- ალერგიული დაავადებები, როგორც წესი, ქრონიკული მდგომარეობაა და ჩვენ, ალერგოლოგები, ვცდილობთ, მწვავე მდგომარეობა გადავიყვანოთ რემისიაში, როდესაც არ გვაქვს აქტიური ფაზა, არ გვაქვს ჩივილები და პაციენტი კარგად გრძნობს თავს.

ზოგი პაციენტის ორგანიზმის რეაქტიულობა ამა თუ იმ ნივთიერების მიმართ, შესაძლოა, დროთა განმავლობაში შეიცვალოს - ვთქვათ, ბავშვობაში რაღაცის მიმართ ჰქონდა ალერგია, ეს გარდატეხის ასაკის შემდეგ შეიძლება, გადანაწილდეს და ცხოვრების შემდგომ პერიოდში არც შეაწუხოს.

ასე, რომ 100%-იანი განკურნება ცოტა ხმამაღალი ნათქვამი იქნება, თუმცა დღესდღეობით გვაქვს იმის საშუალება, რომ როცა პაციენტი დამყოლია, როცა დაავადება კარგად არის მართული, ბევრი რამ რემისიის მდგომარეობაში გადავიყვანოთ და პაციენტის ცხოვრების ხარისხი საგრძნობლად გავაუმჯობესოთ.

ამიტომ, ნუ იფიქრებთ, რომ "ალერგია თავისით გაგივლის". აუცილებელია სწორი დიაგნოსტიკა და მკურნალობის დაწყება, რათა თქვენი ორგანიზმის "იმუნიტეტის შეცდომა" დროულად გამოვასწოროთ.  ამისთვის კი აკად. ფრიდონ თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრში ყველა პირობა არსებობს.