„თუ ყავა ისეა დამუშავებული, რომ არ ვიცით, რა შემადგენლობა აქვს, უმჯობესია საერთოდ არ მივიღოთ“, - კარდიოლოგი ალექსანდრე საბეკია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

„თუ ყავა ისეა დამუშავებული, რომ არ ვიცით, რა შემადგენლობა აქვს, უმჯობესია საერთოდ არ მივიღოთ“, - კარდიოლოგი ალექსანდრე საბეკია

„თუ ყავა ისეა დამუშავებული, რომ არ ვიცით, რა შემადგენლობა აქვს, უმჯობესია საერთოდ არ მივიღოთ“, - კარდიოლოგი ალექსანდრე საბეკია
ყა­ვის და­დე­ბით და უარ­ყო­ფით მხა­რე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით უამ­რა­ვი კვლე­ვა არ­სე­ბობს. კვლე­ვი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ახ­ლაც გრძელ­დე­ბა. ექი­მებს, უფრო კონ­კრე­ტუ­ლად კი კარ­დი­ო­ლო­გებს ყა­ვის მოხ­მა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით თა­ვი­ან­თი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი აქვთ.

ისი­ნი პა­ცი­ენ­ტის მოდ­გო­მა­რე­ო­ბის გან­ხილ­ვი­სას ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცე­ვენ მისი მოხ­მა­რე­ბის სიხ­ში­რეს, კო­ფე­ი­ნის ნორ­მას და პრო­დუქ­ტის ხა­რისხს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ისე­ვე, რო­გორც მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში ადა­მი­ან­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა დღეს ყა­ვით იწყებს. ბევ­რი ჩვენ­გა­ნის­თვის გაღ­ვი­ძე­ბა ამ მა­ცო­ცხლე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ექი­მე­ბი ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზი­ა­ნის შე­სამ­ცი­რებ­ლად ნა­ტუ­რა­ლუ­რი ყა­ვის მი­ღე­ბას გვირ­ჩე­ვენ.

კონ­კრე­ტუ­ლად, რა ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს ყავა ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მზე და არის თუ არა მავ­ნე­ბე­ლი ხსნა­დი ყა­ვის მოხ­მა­რე­ბა, ამის
შე­სა­ხებ კარ­დი­ო­ლოგ ალექ­სან­დრე სა­ბე­კი­ას ვე­სა­უბ­რეთ.

ზო­გა­დად, რა გავ­ლე­ნა აქვს ორ­გა­ნიზ­მზე ყა­ვის მოხ­მა­რე­ბას?

ზო­გა­დად, ყა­ვის თუ ჩაის მოხ­მა­რე­ბა, მა­ტო­ნი­ზი­რე­ბე­ლი მცე­ნა­რე­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა ხში­რად და­კავ­ში­რე­ბუ­ლია დაღ­ლილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ადა­მი­ა­ნის ტო­ნუ­სის მო­მა­ტე­ბას­თან.

ყავა მცე­ნა­რე­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბაა, რომ­ლის ყვე­ლა თვი­სე­ბა ძა­ლი­ან კარ­გად არის ცნო­ბი­ლი.

ყა­ვის მოხ­მა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ძა­ლი­ან ბევ­რი კვლე­ვა არ­სე­ბობს.
ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძვე­ლი არის "კო­ლო­რა­დოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის" კვლე­ვა, რო­მე­ლიც 1940 წლი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობს. კვლე­ვე­ბით მტკიც­დე­ბა, რომ ჯან­მრთელ ადა­მი­ა­ნებ­ში ნა­ტუ­რა­ლუ­რი ყა­ვის მოხ­მა­რე­ბა სა­გან­გა­შოდ არ მი­იჩ­ნე­ვა და არის სა­უ­ბა­რი, რომ ის ამ­ცი­რებს ინ­სულ­ტი­სა და გულ­სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბის რისკს, აუმ­ჯო­ბე­სებს გულ­სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას და ა.შ. ეს კვლე­ვე­ბი პე­რი­ო­დუ­ლად ქვეყ­ნდე­ბა, მაგ­რამ არის კვლე­ვე­ბი, რო­მე­ლიც და­ა­ვა­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­ში ყა­ვის მოხ­მა­რე­ბას კრძა­ლავს, გან­სა­კუთ­რე­ბით ხსნა­დი ყა­ვის მი­ღე­ბას, თუ პა­ცი­ენ­ტი მიდ­რე­კი­ლია არით­მი­ი­სა და არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზი­ის­კენ, ასე­ვე თუ აწუ­ხებს გუ­ლის იშე­მი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი.

უცხო­ურ მე­დი­ა­ში ხში­რად ქვეყ­ნდე­ბა სტა­ტი­ე­ბი ხსნა­დი ყა­ვის სა­ეჭ­ვო შემ­ცვე­ლო­ბი­სა და მისი და­ბა­ლი ხა­რის­ხის შე­სა­ხებ. თქვენ რო­გორც ექი­მი, რა მო­საზ­რე­ბის ხართ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით?

რა თქმა უნდა, უმ­ჯო­ბე­სია, ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ტი მო­ვიხ­მა­როთ. ხსნად ყა­ვას აქვს სხვა­დას­ხვა შემ­ცვე­ლო­ბა, ძი­რი­თა­დად ის სო­ი­ო­თი მზად­დე­ბა. მი­მაჩ­ნია რომ ადუ­ღე­ბუ­ლი სოიო მა­ინ­და­მა­ინც სა­სარ­გებ­ლო არ უნდა იყოს. ყა­ვას თუ სვამ, ნამ­დვი­ლი ყავა უნდა და­ლიო და არა სო­ი­ოს ნა­ხარ­ში.

ჩემი პა­ცი­ენ­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რომ­ლე­ბიც ნა­ტუ­რა­ლუ­რი ყა­ვის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი არი­ან, რო­დე­საც ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი კარ­დი­ო­ლო­გი­უ­რი და­ზი­ა­ნე­ბა არ არის, ვე­უბ­ნე­ბი-ხოლ­მე, რომ შე­უძ­ლია, დღე­ში 1 ან ორი ფინ­ჯა­ნი ნა­ტუ­რა­ლუ­რი, ხა­რის­ხი­ა­ნი ყა­ვის მი­ღე­ბა გა­აგ­რძე­ლოს.

არ­სე­ბობს ყა­ვის კონ­კრე­ტუ­ლი სა­ხე­ო­ბე­ბი, რო­მე­ლიც კო­ფე­ინს არ შე­ი­ცავს. მე სულ ვამ­ბობ, რომ ადა­მი­ა­ნებს შე­უძ­ლი­ათ მი­ი­ღონ უკო­ფე­ი­ნო ყავა, თუ მათ მოს­წონთ გემო, რო­გორც მა­გა­ლი­თად, მი­ირ­თმე­ვენ უალ­კოჰო­ლო ლუდს, თუ ალ­კოჰო­ლი აკ­რძა­ლუ­ლი აქვთ.

რა ტი­პის ყა­ვის მი­ღე­ბაა უმ­ჯო­ბე­სი? ასე­ვე, რა ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს და­ბა­ლი ხა­რის­ხის პრო­დუქ­ტი ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე?

თუ ადა­მი­ა­ნი სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლია და სვამს ნა­ტუ­რა­ლურ ყა­ვას, ეს პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენს. ისე­ვე, რო­გორც ერთი ჭიქა ღვი­ნოს მი­ღე­ბა სა­სარ­გებ­ლოა, თუ არ გაქვს გა­და­ტა­ნი­ლი ჰე­პა­ტი­ტი, კუჭ-ნაწ­ლა­ვის და­ა­ვა­დე­ბა ყავა სა­სარ­გებ­ლოა, კარ­გია, მაგ­რამ უნდა მი­ვი­ღოთ ხა­რის­ხი­ა­ნი და ზო­მი­ე­რად.

ამას­თან, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვი­ცო­დეთ შე­მად­გენ­ლო­ბა. შე­იძ­ლე­ბა, ეწე­როს რომ ყა­ვაა, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში, კაც­მა არ იცის, რა შე­მად­გენ­ლო­ბა აქვს. პირ­ვე­ლი და მთა­ვა­რი მა­ინც არის ხა­რის­ხი, სა­ი­და­ნაც გა­მომ­დი­ნა­რე­ობს ყვე­ლა­ფე­რი.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
კატეგორიის სხვა სტატიები
ჯერ კიდევ 20 წლის წინ ბევრმა არც კი იცოდა სიტყვა გლუტენის მნიშვნელობა. რა არის გლუტენი? ეს არის ცილა, რომელსაც მარცვლეული
ოქროსფერი შემოდგომა ხომ წარმოუდგენელია ვაზის, რთვლის, დაწურული ყურძნის,
როცა ოჯახში ბავშვი ჩნდება, მნიშვნელოვანია, რომ ის კარგად იკვებებოდეს, დიდხანს ეძინოს.
ჩვენს თვალებს ყოველდღიურად უამრავი ინფორმაციის დამუშავება უხდებათ.
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კოსმეტიკური საშუალებების შერჩევისას, უპირველესად, უნდა ვიცოდეთ საკუთარი კანის ტიპი,
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად