ყურძენი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

ყურძენი

ყურძენი
ოქროსფერი შემოდგომა ხომ წარმოუდგენელია ვაზის, რთვლის, დაწურული ყურძნის, მაჭრის, თათარას სურნელისა და ჩურჩხელის გარეშე.

ყურძენი – გემრიელი და მაღალკალორიული ხილია. რა არის ვაზის განსაკუთრებულობა და რატომ აშენებს მას კაცობრიობა მრავალი ათასი წლის განმავლობაში?

ყურძენი სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს შორის ყველაზე უხვად აჯილდოებს მიწათმოქმედს. მაგრამ მთავარი ის არის, რომ იგი ადამიანის ჯანმრთელობისა და ძლიერების უდიდესი წყაროა. სხვადასხვა ჯიშისა და მოშენების ადგილის მიხედვით, ყურძნის მწიფე ნაყოფი შეიცავს ადვილად შესათვისებელ შაქრის სახეობებს, კერძოდ კი, გლუკოზას
და ფრუქტოზას.

მათ გარდა, სხვადასხვა რაოდენობით მოცემულია საქაროზა, რაფინოზა, ქსილოზა და შაქრის მსგავსი სხვა ნივთიერებები. გლუკოზა – ეს არის იდეალური ენერგეტიკული ნივთიერება. ყურძნის მიღების შემდეგ ის სწრაფად ვრცელდება სისხლში და ნერვული უჯრედების კვების ძირითადი წყარო ხდება. ყურძენში ყველაზე მეტი შემცველობით მოცემულია ღვინის მჟავა, შემდეგ ვაშლის, ლიმონისა და ქარვის. ორგანული მჟავების ზეგავლენით ძლიერდება კუჭქვეშა ჯირკვლის მოქმედება,
სუსტდება გულისცემა და მცირდება პულსის სიხშირე, სუნთქვა კი უფრო მშვიდი ხდება. ყურძნის წვენი შეიცავს ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო პრაქტიკულად ყველა მინერალურ ნივთიერებას და მიკროელემენტებს. კათიონებს შორის ჭარბობს კალიუმი, კალციუმი, ნატრიუმი, მაგნიუმი, რკინა, მარგანეცი, ალუმინი; ანიონებიდან – ფოსფორი, გოგირდი, კაჟბადი, ქლორი. მიკროელემენტები, როგორც ბიოლოგიური კატალიზატორები, წარმოდგენილია მარგანეცის, მოლიბდენის, ბორის, ტიტანიუმის, ვანადიუმის, რადიუმის, თუთიისა და კობალტის სახით.

უძველეს დროში ექიმები ადამიანებს ჭამათა შორის ინტერვალებისას ყურძნის მიღებას ურჩევდნენ, მაგრამ ჭამიდან 2-3 საათის შემდეგ.

ყურძნის წვენი ხელს უშლის რაქიტის განვითარებას, ეხმარება კუჭ-ნაწლავის დაავადებების, ფილტვის ტუბერკულოზის, სურავანდის, გულის დაავადებების მკურნალობას.

ყურძენი სასარგებლოა სისხლნაკლებობის დროს, ის შეიცავს სამ ვიტამინს, რომლებიც ხელს უწყობს სისხლის წარმოქმნას: ფოლიუმის მჟავა (აძლიერებს მას), K ვიტამინი (მოქმედებს სისხლის შედედებაზე) და P ვიტამინი (ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, აბალანსებს სისხლის წნევას).

ყურძნის გამხმარი ფოთლებისგან ამზადებენ ფხვნილს და იღებენ 2-4 გ-ს დღეში, შინაგანი, განსაკუთრებით კი საშვილოსნოს სისხლდენის დროს.

წითელი ან თეთრი ღვინის ზომიერი გამოყენება (50-60გ) ორგანიზმში ზრდის „კეთილი“ ქოლესტერინის დონეს (მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს), რაც, თავის მხრივ, მკვეთრად აქვეითებს „ცუდი“ ქოლესტერინის დონეს (დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს), რომელიც ბლოკავს არტერიებს და იწვევს გულის შეტევას.

ყურძენი სასარგებლოა ნერვული დაავადებების, უძილობის დროს.

გაციებისა და სასუნთქი გზების დაავადებების დროს ამზადებენ ქიშმიშის ნახარშს და იღებენ ამოსახველებელ და ხველის საწინააღმდეგო საშუალებად:

  • 100გ ქიშმიში 1 ჭიქა წყალში იხარშება, შემდეგ გადაიწურება და მიიღება 70-100 გ 3-4 ჯერ დღეში.

ყურძენი ასევე სასარგებლოა სასუნთქი გზების მწვავე ანთებითი პროცესების დროს, ბრონქული ასთმისა და პლევრიტებისას, ასევე ფილტვების ტუბერკულოზის სამკურნალოდ საწყის სტადიაზე.

მორფით, კოკაინით, დარიშხანით, სტრიქნინით, ნატრიუმის ნიტრატით მოწამვლის დროს გამოიყენება ყურძენი, გლუკოზის დიდი შემცველობის გამო მას ძლიერი ანტიტოქსიკური თვისებები აქვს.

ყურძენს აქვს ასევე ანტიბაქტერიული მოქმედება. ის კლავს ნაწლავის ჩხირს და ქოლერის ვიბრიონს.

ყურძნის ფოთლებიც ანტიბაქტერიული თვისებებით ხასიათდება და ეხმარება დაჩირქებული ჭრილობებისა და წყლულების შეხორცებას; ფოთლების ნაყენით ჩამოიბანეთ ჭრილობა და წყლული; ჭრილობასა და ფურუნკულზე დაიდეთ ახალდანაყილი ფოთლები.

ყურძნის წვენი, წითელი ღვინო და ქიშმიშის ჩაი ეწინააღმდეგებიან პოლიოვირუსს, მარტივი ჰერპესის ვირუსს (მჰვ-1 და მჰვ-2) და რეოვირუსს.

რადგან ღვინოსა და ყურძნის წვენს ყველა არ სვამს, იმუნური სისტემის გასაძლიერებლად დააყენეთ ქიშმიშის ჩაი:

  • 750 გ წყალს დაუმატეთ 250 გ ქიშმიში, 1 ჩაის კოვზი სიროფი, დაახურეთ თავზე და დატოვეთ 1 საათით; გადაწურეთ და შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ 200-250 გ ყოველდღე.

ყურძნით მკურნალობამდე ეწვიეთ ექიმს.

ყურძნით მკურნალობას ან მის გადაჭარბებით მიღებას უკუჩვენებები ახასიათებს შაქრიანი დიაბეტისა და გაცხიმოვნების დროს. ის ფრიად მაღალკალორიულია, მასში შაქრების, კერძოდ კი, გლუკოზის დიდი შემცველობის გამო.

ყურძნის მიღება არ შეიძლება:

  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის გამწვავების დროს; რემისიის პერიოდში შეგიძლიათ მიირთვათ ნაზი, წვნიანი ჯიშის ყურძენი;
  • კოლიტისას, რომელსაც თან ახლავს დიარეა;
  • ქრონიკული ფარინგიტისა და ფილტვების ქრონიკული ანთების დროს;
  • გულის მწვავე უკმარისობისას, რომელსაც თან ახლავს შეშუპება და მომატებული წნევა;
  • ღვიძლის ქრონიკული უკმარისობისას კალიუმის ცვლის მოშლის დროს;
  • ყურძენი აჩქარებს კბილის ქსოვილის დაშლას კარიესის დროს, ამიტომ ყურძნით მკურნალობის დაწყებამდე კბილები სრულად უნდა განკურნოთ. კბილების დასაცავად ყურძნის ყოველი მიღების შემდეგ პირის ღრუში კარგად გამოივლეთ სასმელი წყალი.

ყურძენი – შესანიშნავი აღმდგენი და მატონიზებელი საშუალებაა. ყურძნის წვენი შეიცავს შაქარს, ბოჭკოვანას, ორგანულ მჟავებს, ასკორბინის მჟავას, B ვიტამინს, პექტინს, მინერალებს, ფერმენტებს. დადგენილია, რომ ყურძენი ასტიმულირებს ძვლებს. ყურძენი – კალიუმის კარგი წყაროა.

ერთი ჭიქა ყურძნის წვენის ყოველდღიური მიღება ორგანიზმს შეავსებს B ვიტამინით, რომელიც მას დაეხმარება სტრესისა და დეპრესიის დაძლევაში. ყურძნის წვენი აძლიერებს ფრჩხილებს, თმას. ყურძენი შეიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობით C ვიტამინს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის იცავს ორგანიზმს ბაქტერიებისაგან. ყურძნის წვენის საშუალებით კანს ელასტიკურობა ენიჭება. ყურძენი შეიცავს E ვიტამინს, რომელიც ასტიმულირებს ორგანიზმის უჯრედებს!

ყურძენი და ყურძნის წვენი რეკომენდებულია ნაწლავების პერისტალტიკის გასაძლიერებლად, ტრაქეიტის, ბრონქიტის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს.

წითელი ყურძენი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, ფლავონოიდებს, ტანინებს, კატექინებს. ის აუმჯობესებს გულისცემას, არტერიულ წნევას, აუმჯობესებს სისხლს და ზრდის ჰემოგლობინის დონეს, აჯანსაღებს ღვიძლს, ხელს უწყობს სხეულიდან დაგროვილი ტოქსინების გამოდევნას.

100 გ ყურძენი შეიცავს:

1. წყალს – 80.2 გ; 2. ცილას – 0.6 გ; 3. ცხიმს – 0.2 გ; 4. ნახშირწყლებს – 16.8 გ; 5. მონო- და დისაქარიდებს – 15გ; 6. ბოჭკოვანას – 0.6 გ; 7. პექტინს – 0.6 გ; 8. ორგანულ მჟავებს – 0.84 გ; 9. კალიუმს – 255 მგ; 10. კალციუმს – 30 მგ; 11. მაგნიუმს – 17 მგ; 12. ნატრიუმს – 26 მგ; 13. ფოსფორს – 22 მგ; 14. რკინას – 600 მგ; 15. კობალტს – 2 მგ; 16. მანგანუმს – 90 მგ; 17. სპილენძს – 80 მგ; 18. მოლიბდენს – 3 მგ; 19. ფთორს – 12 მგ; 20. თუთიას – 91 მგ; 21. A ვიტამინს – კაროტინს; 22. C ვიტამინს (ასკორბინის მჟავა) – 6 მგ; 23. B1 ვიტამინს (თიამინი) – 0.05 მგ; 24. B2 ვიტამინს (რიბოფლავინი) – 0.02 მგ; 25. B9 ვიტამინს (ფოლიუმის მჟავა) – 4 მგ; 26. PP ვიტამინს (ნიაცინი) – 0.3 მგ; 27. კალორია – 65 კალორია.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
XXI საუკუნის ეპიდემია - ასე უწოდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ალერგიას,
არსებობს მოსაზრება, რომ სახლის დალაგების დროს ზოგიერთი პროცედურა წელიწადში მხოლოდ ერთხელ უნდა ჩატარდეს.
ცხოვრება და თავის გატანა ფიზიკური შრომით მიწევს. წლები კი ყოველთვის თავის კვალს აჩნევს ფიზიკურ ამტანობას, მეც ასე დამემართა.
ჯერ კიდევ 20 წლის წინ ბევრმა არც კი იცოდა სიტყვა გლუტენის მნიშვნელობა. რა არის გლუტენი? ეს არის ცილა, რომელსაც მარცვლეული
როცა ოჯახში ბავშვი ჩნდება, მნიშვნელოვანია, რომ ის კარგად იკვებებოდეს, დიდხანს ეძინოს.
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად