კანის ბიოლოგიური საათები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კანის ბიოლოგიური საათები

მაგრამ არა მხოლოდ ეს. აღმოჩნდა, რომ ჩვენი კანი ცხოვრობს საკუთარი, შინაგანი საათებით და კრემების გამოყენებაც უმჯობესია მისი ბიორიტმების შესაბამისად:

  • 4-7 საათი. აქტიურდება შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები, მიმდინარეობს ჰორმონების გამოსროლა, სისხლის მიმოქცევაც უფრო ინტენსიურია. ამ დროს შესაძლებელია მსუბუქი დამატენიანებელი კრემის გამოყენება;
  • 8-10 საათი. სისხლის მიმოქცევა აქტიურობის პიკზეა. კანი ღრუბელივით იწოვს ყველაფერს, რასაც ეხება. ამიტომ საჭიროა მისი დაცვა კარგი, კანის ტიპის შესაბამისი დღის კრემით;
  • 11-12 საათი. გაძლიერებულ მუშაობას იწყებს ცხიმოვანი ჯირკვლები, კანზე აღინიშნება ცხიმის პრიალი, ფორებიც შედარებით შესამჩნევია. რეკომენდებულია ტონიკის გამოყენება;
  • 13-14 საათი. ჩნდება კანის დაღლილობის პირველი ნიშნები, ნაოჭებიც მეტად შესამჩნევი ხდება. კანი დასვენებას საჭიროებს – ამიტომ კარგია გრილი წყლით დაბანა და მატონიზებელი საშუალებით გაწმენდა.
  • 15-16 საათი. კანი სრულად უგრძნობია კოსმეტიკური პროცედურების მიმართ.
  • 18-23 საათი. იზრდება კანის მგრძნობელობა. იგი აქტიურად შთანთქავს ჟანგბადს. გამწმენდი კრემები მას თავისუფლად სუნთქვის საშუალებას მისცემენ.
  • 23-05 საათი. კანი აქტიურად იწოვს ღამის კრემში შემავალ ბიოლოგიურად აქტიურ და საკვებ ნივთიერებებს.

აღსანიშნავია, რომ კანის ბიოლოგიურად დაბერების პროცესი იწყება 14-15 წლის ასაკიდან. 28-30 წელს ჩნდება მოდუნების პირველი ნიშნები: კანის უჯრედები იქერცლება, სქელდება გარქოვანებული ფენა, ნელდება რეგენერაციის პროცესი, უფრო სწრაფად ორთქლდება ტენი – ჩნდება ნაოჭები.

50 წლისთვის ასაკობრივი ცვლილებები უკვე კარგად შესამჩნევი ხდება: კანი მოდუნებული და ჩამოშვებულია, განსაკუთრებით იკვეთება ცხვირ-ტუჩის, თვალების ირგვლივი და წარბებშორის ნაოჭები. ამ პროცესის გადავადება შესაძლებელია მხოლოდ სწორი მოვლით, რომელიც მოზარდობის ასაკიდან უნდა დავიწყოთ.

დაბოლოს:

  • შეიძინეთ მხოლოდ თქვენი კანის ტიპის შესაბამისი კრემები. ეს წესი ყველამ იცის, მაგრამ ცოტა ასრულებს;
  • ძალიან მნიშვნელოვანია მონაცვლეობის პრინციპი: არ დაუშვათ კანის შეჩვევა რომელიმე საშუალებაზე. ძალიან სწრაფად ის მასზე გამოიმუშავებს იმუნიტეტს და აღარ რეაგირებს;
  • ის, რაც დედისთვისაა აუცილებელი, ყოველთვის სასარგებლო არ არის გოგონასთვის: გამოიყენეთ ასაკის შესაბამისი საშუალებები.

საქმე ისაა, რომ ასაკობრივი პროდუქტები შეიცავს იმ აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც მიმართულია არა მარტო პრობლემის მოსაგვარებლად, არამედ დაბერების პროცესის შესაფერხებლადაც. ახალგაზრდა კანზე მათ შეიძლება გამოიწვიონ უკუეფექტი. ახალგაზრდა გოგონებისა და ქალებისთვის განკუთვნილ საშუალებებში შედის დამატენიანებლები, ანტიკომედონოგენური სუბსტანციები, რომლებიც ეწინააღმდეგება მუწუკების წარმოქმნას, ნივთიერებები, რომლებიც ახდენენ ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციის ოპტიმიზაციას და აშორებენ ცხიმის პრიალს. ახალგაზრდა კანისთვის განკუთვნილი კრემები, როგორც წესი, უნივერსალურია და მათი წასმა შესაძლებელია როგორც დილით, ისე საღამოს.