კანის ბიოლოგიური საათები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

კანის ბიოლოგიური საათები

კანის ბიოლოგიური საათები
კოსმეტიკური საშუალებების შერჩევისას, უპირველესად, უნდა ვიცოდეთ საკუთარი კანის ტიპი, მაგრამ არა მხოლოდ ეს. აღმოჩნდა, რომ ჩვენი კანი ცხოვრობს საკუთარი, შინაგანი საათებით და კრემების გამოყენებაც უმჯობესია მისი ბიორიტმების შესაბამისად:

  • 4-7 საათი. აქტიურდება შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები, მიმდინარეობს ჰორმონების გამოსროლა, სისხლის მიმოქცევაც უფრო ინტენსიურია. ამ დროს შესაძლებელია მსუბუქი დამატენიანებელი კრემის გამოყენება;
  • 8-10 საათი. სისხლის მიმოქცევა აქტიურობის პიკზეა. კანი ღრუბელივით იწოვს ყველაფერს, რასაც ეხება. ამიტომ საჭიროა მისი დაცვა კარგი, კანის ტიპის შესაბამისი დღის კრემით;
  • 11-12 საათი. გაძლიერებულ მუშაობას იწყებს ცხიმოვანი ჯირკვლები, კანზე აღინიშნება ცხიმის პრიალი, ფორებიც შედარებით
    შესამჩნევია. რეკომენდებულია ტონიკის გამოყენება;
  • 13-14 საათი. ჩნდება კანის დაღლილობის პირველი ნიშნები, ნაოჭებიც მეტად შესამჩნევი ხდება. კანი დასვენებას საჭიროებს – ამიტომ კარგია გრილი წყლით დაბანა და მატონიზებელი საშუალებით გაწმენდა.
  • 15-16 საათი. კანი სრულად უგრძნობია კოსმეტიკური პროცედურების მიმართ.
  • 18-23 საათი. იზრდება კანის მგრძნობელობა. იგი აქტიურად შთანთქავს ჟანგბადს. გამწმენდი კრემები მას
    თავისუფლად სუნთქვის საშუალებას მისცემენ.
  • 23-05 საათი. კანი აქტიურად იწოვს ღამის კრემში შემავალ ბიოლოგიურად აქტიურ და საკვებ ნივთიერებებს.

აღსანიშნავია, რომ კანის ბიოლოგიურად დაბერების პროცესი იწყება 14-15 წლის ასაკიდან. 28-30 წელს ჩნდება მოდუნების პირველი ნიშნები: კანის უჯრედები იქერცლება, სქელდება გარქოვანებული ფენა, ნელდება რეგენერაციის პროცესი, უფრო სწრაფად ორთქლდება ტენი – ჩნდება ნაოჭები.

50 წლისთვის ასაკობრივი ცვლილებები უკვე კარგად შესამჩნევი ხდება: კანი მოდუნებული და ჩამოშვებულია, განსაკუთრებით იკვეთება ცხვირ-ტუჩის, თვალების ირგვლივი და წარბებშორის ნაოჭები. ამ პროცესის გადავადება შესაძლებელია მხოლოდ სწორი მოვლით, რომელიც მოზარდობის ასაკიდან უნდა დავიწყოთ.

დაბოლოს:

  • შეიძინეთ მხოლოდ თქვენი კანის ტიპის შესაბამისი კრემები. ეს წესი ყველამ იცის, მაგრამ ცოტა ასრულებს;
  • ძალიან მნიშვნელოვანია მონაცვლეობის პრინციპი: არ დაუშვათ კანის შეჩვევა რომელიმე საშუალებაზე. ძალიან სწრაფად ის მასზე გამოიმუშავებს იმუნიტეტს და აღარ რეაგირებს;
  • ის, რაც დედისთვისაა აუცილებელი, ყოველთვის სასარგებლო არ არის გოგონასთვის: გამოიყენეთ ასაკის შესაბამისი საშუალებები.

საქმე ისაა, რომ ასაკობრივი პროდუქტები შეიცავს იმ აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც მიმართულია არა მარტო პრობლემის მოსაგვარებლად, არამედ დაბერების პროცესის შესაფერხებლადაც. ახალგაზრდა კანზე მათ შეიძლება გამოიწვიონ უკუეფექტი. ახალგაზრდა გოგონებისა და ქალებისთვის განკუთვნილ საშუალებებში შედის დამატენიანებლები, ანტიკომედონოგენური სუბსტანციები, რომლებიც ეწინააღმდეგება მუწუკების წარმოქმნას, ნივთიერებები, რომლებიც ახდენენ ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციის ოპტიმიზაციას და აშორებენ ცხიმის პრიალს. ახალგაზრდა კანისთვის განკუთვნილი კრემები, როგორც წესი, უნივერსალურია და მათი წასმა შესაძლებელია როგორც დილით, ისე საღამოს.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
XXI საუკუნის ეპიდემია - ასე უწოდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ალერგიას,
არსებობს მოსაზრება, რომ სახლის დალაგების დროს ზოგიერთი პროცედურა წელიწადში მხოლოდ ერთხელ უნდა ჩატარდეს.
ცხოვრება და თავის გატანა ფიზიკური შრომით მიწევს. წლები კი ყოველთვის თავის კვალს აჩნევს ფიზიკურ ამტანობას, მეც ასე დამემართა.
ჯერ კიდევ 20 წლის წინ ბევრმა არც კი იცოდა სიტყვა გლუტენის მნიშვნელობა. რა არის გლუტენი? ეს არის ცილა, რომელსაც მარცვლეული
ოქროსფერი შემოდგომა ხომ წარმოუდგენელია ვაზის, რთვლის, დაწურული ყურძნის,
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად