ხერხემლისათვის განკუთვნილი ვარჯიშები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

ხერხემლისათვის განკუთვნილი ვარჯიშები

ხერხემლისათვის განკუთვნილი ვარჯიშები
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად, დროთა განმავლობაში ზოგს ზურგის არეში კუნთების ტკივილი, შებოჭილობა, მკვეთრი ტონუსი ეწყება, რაც, საბოლოოდ, დაავადებებს აძლევს დასაბამს.

ხერხემალზე დატვირთვის შესამსუბუქებლად აუცილებელია ზურგის კუნთების ყოველდღიურად ვარჯიში და გამაგრება. რეგულარული ვარჯიშის შედეგად ადამიანი შვებას გრძნობს, უქრება ტკივილი, უუმჯობესდება ჯანმრთელობა და გუნება-განწყობილება.


ხერხემლის გაჭიმვისთვის განკუთვნილი ვარჯიშები

ვარჯიში 1


დაწექით ზურგზე, ამოსუნთქვაზე მოხარეთ ფეხები მუხლის სახსარში, შემოარტყით ხელები და მიიზიდეთ ფეხები მკერდისკენ.


ვარჯიში 2

დაწოლილმა მოხარეთ ერთი ფეხი, მეორე კი გამართეთ, როგორც სურათზეა ასახული. შემოხვიეთ ხელები მოხრილ ფეხს მუხლის
არეში და მიიზიდეთ ფეხი მკერდთან. იგივე გაიმეორეთ მეორე ფეხით.


ვარჯიში 3

დადექით „ოთხზე“, ამობურცეთ ზურგი და შეწიეთ მუცელი, თავი წინ მკერდისაკენ დახარეთ, დააფიქსირეთ პოზა. ამის შემდეგ ნელ-ნელა დაუშვით ზურგი, თავი ასწიეთ ისე, რომ წელი არ მოხაროთ.


ვარჯიში 4

ზურგზე დაწოლილმა სხეულის გასწვრივ გამართული ხელებითა და
ოდნავ მოხრილი ფეხებით ამოსუნთქვაზე ფეხები დადეთ მარჯვენა მხარეს იატაკზე, ამასთან სხეულის ზედა ნაწილი და თავი მოაბრუნეთ მარცხნივ. ხერხემალი წელის არეში ძლიერად უნდა მოიხაროს. ასეთ პოზიციაში დაყოვნდით 5 წამი. ჩასუნთქვაზე დაუბრუნდით საწყის პოზიციას. იგივე ვარჯიში გაიმეორეთ ფეხების მარცხენა მხარეს დადებით, ისე, რომ სხეულის ნაწილი და თავი მარჯვნივ შებრუნდეს.


ვარჯიში 5

დაწექით ზურგზე, თავქვეშ 5-10 სმ სიმაღლის ბალიში ამოიდეთ, მუხლების ქვეშ კი დახვეული პირსახოცი, მორიგეობით გამართეთ ხან ერთი და ხან მეორე ფეხი, ტერფების დაჭიმვით.


ზურგისა და მუცლის კუნთების გამაგრებისათვის განკუთვნილი ვარჯიშები

ვარჯიში 1


ზურგზე დაწოლილმა მორიგეობით მიაბჯინეთ იატაკს ბეჭები, შემდეგ კი მენჯი და გამართული ფეხების ტერფები. ყოველ ჯერზე დააფიქსირეთ პოზა 5-7 წამით.


ვარჯიში 2

ზურგზე დაწოლილმა მოხარეთ ფეხები, ხელები თავქვეშ (კეფის ქვეშ) ამოიდეთ და წამოსწიეთ თავი და მხრები, ისე, რომ წელით იატაკს ებჯინებოდეთ. დააფიქსირეთ პოზა 5 წამით და შემდეგ დაუბრუნდით საწყის პოზიციას.


ვარჯიში 3

ზურგზე დაწოლილმა მოხარეთ ფეხები, როგორც სურათზეა ასახული, მენჯი ასწიეთ და დუნდულები დაჭიმეთ, წელში არ მოიხაროთ, პოზა დააფიქსირეთ 5 წამით, შემდეგ დაუბრუნდით საწყის პოზიციას.


ვარჯიში 4

დაწექით მუცელზე, ამოიდეთ მუცელქვეშ დახვეული პირსახოცი, ხელები განზე გაშალეთ და სხეულის (ტორსის) ზედა ნაწილი ასწიეთ რამდენიმე სანტიმეტრით. ამ პოზიციაში დაყოვნდით 5 წამი.


ვარჯიში 5

დაწექით გვერდზე, მოხარეთ იატაკზე მოთავსებული ფეხი, მეორე გამართეთ და რამდენჯერმე ასწიეთ და დასწიეთ, ვარჯიში მეორე ფეხითაც გაიმეორეთ.


ვარჯიში 6

დაწექით მუცელზე, ხელები წინ გამართეთ, შუბლი კი იატაკს მიაბჯინეთ, ისე, როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები. ერთდროულად ასწიეთ მარცხენა ხელი და მარჯვენა ფეხი. პოზა 5 წამით დააფიქსირეთ და დაუბრუნდით საწყის პოზიციას. იგივე ვარჯიში გაიმეორეთ მარჯვენა ხელითა და მარცხენა ფეხით.


ვარჯიში 7

დადექით „ოთხზე“, დაჭიმეთ მუცლის კუნთები, ერთი ფეხი უკან გამართეთ იატაკის პარალელურად. პოზა 5 წამით დააფიქსირეთ, შემდეგ დაუბრუნდით საწყის პოზიციას. იგივე გაიმეორეთ მეორე ფეხითაც.


ვარჯიში 8

დადექით „ოთხზე“, დაჭიმეთ მუცლის კუნთები, წინ გამართეთ მარჯვენა ხელი, უკან კი მარცხენა ფეხი. ნელ-ნელა დაუბრუნეთ ხელ-ფეხი საწყის პოზიციას და იგივე ვარჯიში გაიმეორეთ მარცხენა ხელითა და მარჯვენა ფეხით.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
კატეგორიის სხვა სტატიები
ჯერ კიდევ 20 წლის წინ ბევრმა არც კი იცოდა სიტყვა გლუტენის მნიშვნელობა. რა არის გლუტენი? ეს არის ცილა, რომელსაც მარცვლეული
ოქროსფერი შემოდგომა ხომ წარმოუდგენელია ვაზის, რთვლის, დაწურული ყურძნის,
როცა ოჯახში ბავშვი ჩნდება, მნიშვნელოვანია, რომ ის კარგად იკვებებოდეს, დიდხანს ეძინოს.
ჩვენს თვალებს ყოველდღიურად უამრავი ინფორმაციის დამუშავება უხდებათ.
კოსმეტიკური საშუალებების შერჩევისას, უპირველესად, უნდა ვიცოდეთ საკუთარი კანის ტიპი,
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად