თვალებისათვის განკუთვნილი ვარჯიშები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თვალებისათვის განკუთვნილი ვარჯიშები

კომპიუტერული მოწყობილობები ხომ განსაკუთრებულ დატვირთვას უქმნის მათ და ზიანსაც აყენებს.

თვალების გადაძაბვა მათ სიწითლესა და სიმშრალეს იწვევს, ამასთან ქვეითდება მხედველობის სიმახვილეც. დაღლილობისა და დაძაბულობის მოსახსნელად, აგრეთვე თვალის მამოძრავებელი კუნთების გასამაგრებლად რეკომენდებულია თვალების გავარჯიშება სპეციალური კომპლექსით.

გთავაზობთ ყველაზე პოპულარულ და ეფექტურ ვარჯიშებს. მათი რეგულარულად შესრულება აუმჯობესებს მხედველობას. მთავარია, ისინი სწორად შეასრულოთ. მოცემული ვარჯიშები წვრთნის თვალებს, ეხმარება მათი მამოძრავებელი კუნთების მოდუნებასა და გამაგრებას, რაც მთავარია, მხედველობის დარღვევათა და თვალის დაავადებათა საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა.

აღნიშნული ვარჯიშები დღეში 2-3-ჯერ უნდა შეასრულოთ, შუალედებში კი აკონტროლოთ თვალების დახამხამება, ეს უკანასკნელი იცავს თვალებს გამოშრობისაგან და ამცირებს თვალის კუნთებზე დატვირთვას.

თვალების მოდუნებისათვის განკუთვნილი ვარჯიშები

ვარჯიში 1 – „წერა ცხვირით“

ეს ვარჯიში ეხმარება თვალისა და კისრის კუნთების მოდუნებას. მათი გადაძაბვა, ჩვეულებრივ, იწვევს სისხლის მიმოქცევის დარღვევას, რაც თავის მხრივ მავნებელია ჯანმრთელობისათვის. რეკომენდებულია ეს ვარჯიში შეასრულოთ დამჯდარმა, თუმცა, ეს არ არის აუცილებელი მოთხოვნა.

თავდაპირველად უნდა დახუჭოთ თვალები და მოდუნდეთ. შემდეგ წარმოიდგინოთ, რომ ცხვირის წვერზე კალამი გაქვთ მიმაგრებული. მთავარია ამ დროს არ დაძაბოთ თვალები და წარმოსახვითი კალმით დაიწყოთ მოძრაობების შესრულება ჰაერში იმგვარად, თითქოს წერთ ან ხატავთ.

ვარჯიში 2 – „პალმინგი“

ამ ვარჯიშის შესასრულებლად უნდა მოდუნდეთ და გამართულად დაჯდეთ (მოხერხებულად მოკალათდეთ). თვალები ხელებით დაიფაროთ ისე, რომ მარჯვენა ხელისგულის ცენტრი მარჯვენა გუგის დონეზე აღმოჩნდეს, ეს პირობა დაცული უნდა იყოს მარცხენა თვალის შემთხვევაშიც. ხელების სახეზე ძლიერად მიჭერა არ არის საჭირო. თითები შეგიძლიათ გადააჯვარედინოთ შუბლზე ან კიდევ გვერდით მოათავსოთ; მოიქეცით ისე, როგორც თქვენთვის უფრო მოხერხებული იქნება. მთავარია არ იყოს „ნაპრალები“, ანუ თითებს შორის სინათლე არ გადიოდეს. შეამოწმეთ, რომ ყველა წესი დაცულია და ამის შემდეგ დახუჭეთ თვალები, თქვენი თვალები არა მხოლოდ დახუჭული იქნება, არამედ დაცულიც მტევნებით, რაც სრულ მოდუნებას უწყობს ხელს.

ვარჯიში 3 – „თითებს შორის“

მხედველობის საწვრთნელად მოწოდებული ამ ვარჯიშის შესასრულებლად ხელები იდაყვის სახსარში უნდა მოხაროთ და მტევნები გაშლილი თითებით მოათავსოთ თვალების ოდნავ ქვემოთ. თავი თანაბრად ზომიერი სიჩქარით უნდა აბრუნოთ მარჯვნივ და მარცხნივ, ამასთან, მოძრაობისას იყუროთ რაც შეიძლება შორს, თითებს შორის სივრცეებში ისე, რომ არ შეაჩეროთ მზერა კონკრეტულ საგნებზე. ვარჯიშის სწორად შესრულებისას იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ხელები მოძრაობს. ვარჯიშის დროს შეასრულეთ სამ-სამი მოძრაობა (ბრუნი) თვალების მორიგეობით დახუჭვა-გახელით. ვარჯიში 20-30-ჯერ უნდა გაიმეოროთ. მისი შესრულებისას რეკომენდებულია თავისუფლად ისუნთქოთ, მოდუნდეთ და არ დაიძაბოთ.

ვარჯიში 4 – „თვალებით მოძრაობა სხვადასხვა მხარეს“

ამ ვარჯიშის შესრულებისათვის თვალის კაკლები 7-7-ჯერ უნდა ამოძრაოთ შემდეგი მიმართულებით: ზევით-ქვევით, მარცხნივ-მარჯვნივ, პირდაპირ-ზევით-პირდაპირ-ქვევით, პირდაპირ-მარცხნივ-პირდაპირ-მარჯვნივ. ამის შემდეგ მზერა მიმართეთ ოთახის ზედა მარცხენა კუთხეზე და ნელ-ნელა გადაიტანეთ ქვედა მარჯვენა კუთხეზე. შემდეგ იგივე გაიმეორეთ პირიქით. თითოეული მოძრაობა 7-ჯერ უნდა გაიმეოროთ. ვარჯიშის სწრაფად შესრულება არ არის საჭირო. საუკეთესო ეფექტისათვის შეგიძლიათ მოიხმოთ ფანტაზია და მხედველობის გაუმჯობესებისათვის განკუთვნილი ვარჯიშის დროს მზერით აღწეროთ (შემოხაზოთ) ნახევარწრეები, სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურები ან უბრალოდ ქაოსურად ამოძრაოთ თვალის კაკლები, იმ შედეგის მიღწევით, რომ მკვეთრ გამოსახულებას ხედავდეთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ მხედველობის საწვრთნელი ე.წ. ონლაინ-სქემები შესაბამისი ილუსტრაციებით.

ვარჯიში 5 – „დიდი წრე“

თვალებისათვის განკუთვნილი ეს კომპლექსი მოიცავს წრიული მოძრაობების შესრულებას. ვარჯიშის შესრულების დროს თავი უმოძრაოდ უნდა იყოს (ანუ დაფიქსირებული). თვალწინ წარმოიდგინეთ დიდი ციფერბლატი და შეეცადეთ მზერით აუჩქარებლად მოხაზოთ დიდი წრე ჯერ საათის ისრის, ხოლო შემდეგ მისი მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით, თითოეული ციფრის გამოკვეთით. მთავარია მზერით შემოხაზული ხაზი (წრეწირი) არ წყდებოდეს და თანაბარი იყოს. ყოველი ახალი ვარჯიშის შესრულებისას, სასურველია, წარმოსახვითი წრის რადიუსი თანდათანობით იზრდებოდეს. ვარჯიშის დასრულების შემდეგ თვალები მშვიდად დაახამხამეთ.

ვარჯიში 6 – „რვიანი“

ამ ვარჯიშის შესრულებისას თავი გაუნძრევლად უნდა გეჭიროთ და მხოლოდ თვალები ამოძრაოთ. მზერით თანაბრად უნდა შემოხაზოთ ჰორიზონტალური რვიანი ან კითხვის ნიშანი ისე, რომ ჰაერში შექმნილ ნახატს მაქსიმალურად დიდი ზომა ჰქონდეს. მთავარია, ვარჯიშის შესრულებისას თვალის კუნთები არ დაგეძაბოთ. ვარჯიში რამდენჯერმე უნდა შეასრულოთ, სურათის შემოხაზვის მიმართულების მორიგეობით ცვლილებით.

ვარჯიში 7 – „მზერის დაძაბვა“

მხედველობის გასაუმჯობესებელი ამ ვარჯიშის შესასრულებლად, თვალებთან რაც შეიძლება ახლოს უნდა მიიტანოთ რომელიმე მცირე ზომის საგანი (მაგალითად, საწერი კალმის ბურთისებრი დაბოლოება). გააკეთეთ ისე, რომ საგნის ყველა დეტალი მკვეთრად ჩანდეს. მზერა საგანზე რამდენიმე ხნით შეაჩერეთ. ამ დროს თვალის რგოლისებრი და ირიბი კუნთები იჭიმება, ვარჯიშის სწორად შესრულებისას ბროლის გამობურცულობამ და თვალის კაკლის წაგრძელებამ მაქსიმალურ დონეს უნდა მიაღწიონ. ამის შემდეგ მხედველობის ორგანო უნდა მოადუნოთ.

ვარჯიში 8 – „მზერა ფანჯარაში“

ფანჯრის მინაზე დააწებეთ 3-5 მმ დიამეტრის წრე. ის თვალების დონეს უნდა შეესაბამებოდეს და სახიდან დაშორებული იყოს 30-35 სმ-ის სიგრძეზე. იპოვეთ ნებისმიერი დაშორებული საგანი (ბოძი, ხე ან სხვა) შემავალი წრის არეში, მონაცვლეობით გადაიტანეთ მზერა ხან წრეზე და ხან შერჩეულ საგანზე. თვალების გასავარჯიშებლად რეკომენდებულია კიდევ ერთი სავარჯიშო ვარიანტი: დადექით ფანჯარასთან მოხერხებულად, შეარჩიეთ რომელიმე დაშორებული ობიექტი, დააფიქსირეთ მასზე მზერა 10 წამის განმავლობაში, შემდეგ მზერა გადმოიტანეთ მტევანზე ან ხელის რომელიმე კონკრეტულ ნაწილზე, მაგალითად, მაჯაზე. ვარჯიში 15-ჯერ გაიმეორეთ.

ვარჯიში 9 – „ფოკუსური მანძილის ცვლილება“

ამ ვარჯიშის შესრულებისას მზერა უნდა დააფიქსიროთ თითზე, რომელიც სახიდან 40-50 სმ-ის მანძილზე იქნება დაშორებული. ამის შემდეგ თითი მონაცვლეობით უნდა მიუახლოვოთ და დააშოროთ თვალებს ისე, რომ ხელი ბოლომდე გაიშალოს. თითი სახეს ისე უნდა მიუახლოვოთ, რომ კანზე არსებული ნახატი მაქსიმალურად ჩანდეს. ეს კომპლექსი სულ მცირე 10-ჯერ უნდა გაიმეოროთ. თითი შემდეგი მიმართულებით უნდა ამოძრაოთ: მარცხნივ-მარჯვნივ, დიაგონალზე მარჯვნიდან მარცხნივ და მარცხნიდან მარჯვნივ.