რა საფრთხეს შეიცავს კანისთვის ცხელი ზაფხული - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა საფრთხეს შეიცავს კანისთვის ცხელი ზაფხული

ზაფხული მსუბუქი კაბების, მოკლე შარვლებისა და თხელი სამოსის პერიოდია. ასეთ ჩაცმულობას კი ძალიან უხდება გლუვი, მოვლილი და მსუბუქად გარუჯული კანი, რომლისთვისაც ზაფხულის მტვერი, სიცხე და მზე სერიოზული დატვირთვაა. რა საფრთხე ემუქრება კანს ზაფხულში და როგორ დავეხმაროთ მას წერლიწადის ამ ცხელი და რთული პერიოდის მსუბუქად გადატანაში, გვესაუბრება კლინიკა „ჯანმრთელი ცხოვრების“ დერმატო-კოსმეტოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი თამარ ბასილაძე.

– ქალბატონო თამარ, რა საშიშროება ემუქრება კანს წელიწადის ცხელ დროს?

– მთავარი საშიშროება წელიწადის ცხელ დროს კანისთვის არის:

  • გამოშრობა;
  • დამწვრობა;
  • პიგმენტური ლაქების გაჩენა;
  • მაღალი ტემპერატურა;
  • აქტიური ულტრაიისფერი გამოსხივება;
  • მტვერი.

ურბანული ფაქტორები უარყოფითად მოქმედებენ კანზე. ცხელი ჰაერი ხელს უწყობს სისხლძარღვების გაფართოებას. ზოგს სისხლძარღვები კანის ზედაპირთან ახლოს აქვს განლაგებული. როგორ მოვიქცეთ, რომ ამ დროს ლოყებსა და ცხვირის კიდეებზე სისხლძარღვების ბადის გამოჩენამ არ შეგვაწუხოს? მაღალი ტემპერატურის დროს სისხლძარღვები ფართოვდება, ეს განსაკუთრებით შემაწუხებელია იმ ქალებისთვის, რომელთაც უკვე აქვთ კუპეროზი, გამოსავალი შემდეგია: აუცილებელია დილით მზისგან დამცავი კრემის გამოყენება, საღამოს კი სახის კანის მოვლის რუტინაში სისხლძარღვების შემავიწროებელი საცხის ჩართვა.

– ზაფხულის დღეებში აქტიურად გამოიყოფა ცხიმოვანი სეკრეტი. რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ამ მდგომარეობამ?

– ზაფხულში ცხიმოვანი ჯირკვლების აქტივობა მატულობს და ფორები ივსება არა მხოლოდ ცხიმითა და კოსმეტიკით, მტვრითაც. ზაფხულში აქტიურად მუშაობს საოფლე ჯირკვლებიც. ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები იწვევს როგორც შავი, ასევე თეთრი კომედონების ჩამოყალიბებას.

– სიცხეში კანი იწყებს პრიალს, ფართოვდება ფორები, როგორ მოვიქცეთ?

– ზაფხული განსაკუთრებით შემაწუხებელია ცხიმიანი ან კომბინირებული კანის მქონე ქალებისთვის. მათ ისედაც აქვთ ცხიმოვანი ბზინვარება მთელი წლის განმავლობაში, ზაფხულში კი ეს პრობლემა უფრო მეტად იჩენს თავს. რეკომენდაცია ასეთია:

  • ყველა საცხი და დეკორატიული კოსმეტიკა უნდა იყოს გლუვი ეფექტის მქონე, რაც მეტ-ნაკლებად დაარეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას;
  • კანის მოვლაში უნდა ჩართონ სახის დაბანა საპნით ან გელით;
  • დაუშვებელია მკვებავის გამოყენება, რადგან ის დიდი რაოდენობით ცხიმოვან ეთერებს შეიცავს;
  • ნ უპირატესობა უნდა მიენიჭოს წყლის მაღალი შემცველობის გელ-კრემებს.

– ზაფხულის ცხელი და მშრალი ჰაერი აშრობს კანს, როგორ მივხედოთ ამ პრობლემას?

– მთავარი პრობლემა ზაფხულში კანის გამოშრობა-აქერცვლაა, განსაკუთრებით მზის აბაზანების მოყვარულთათვის. პრობლემების ასარიდებლად დამატენიანებლებია საჭირო, ნამზეურის შემდეგ კი – დამამშვიდებელი საცხი პანთენოლის შემცველობით.

– მზის სხივების ზემოქმედებით ღიზიანდება კანი, ჩნდება ჭორფლი, პიგმენტური ლაქები. როგორ და რამდენად შეიძლება ამ პრობლემების მოგვარება?

– მზის სხივების ზემოქმედებით ვითარდება პიგმენტური ლაქები. ამ პრობლემის თავიდან არიდება შესაძლებელია მზისგან დამცავის გამოყენებით. გასათვალისწინებელია მზეზე ყოფნის დრო და ხანგრძლივობა. უკვე არსებული პიგმენტაციისას კი უნდა ჩატარდეს კოსმეტოლოგიური პროცედურები, მაგალითად:

  • ქიმიური პილინგი;
  • მიკრო დერმაბრაზია;
  • მეზოთერაპია და ა.შ.

– მზის ულტრაიისფერი სხივებისაგან დასაცავად ხშირად მიმართავენ მზისგან დამცავ საშუალებებს. როგორია მათი გამოყენების რეკომენდაციები?

– მზისგან დამცავი საცხი სასურველია იყოს წყალგამძლე, რათა წყალში ყოფნის დროს დაცული ვიყოთ მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგან, შPF ფილტრი – 30-50. მზეზე ხანგრძლივად ყოფნის დროს საცხი უნდა განახლდეს ყოველ 2 საათში, რადგან დილით წასმული დამცავი მთელი დღე არ მოქმედებს.

– რას ნიშნავს ფოტოდაბერება?

– ფოტოდაბერება – მზის სხივების ზემოქმედებით განპირობებული კანის სტრუქტურისა და მდგომარეობის ცვლილებაა. მეორენაირად მას ჰელიოდერმატიტსაც უწოდებენ. მისთვის დამახასიათებელია:

  • კანის გამოშრობა, მოდუნება;
  • პიგმენტური ლაქების გაჩენა და
  • წვრილი ნაოჭები.

ეს პრობლემები ძირითადად თავს იჩენს ხოლმე სხეულის ღია უბნებში, რომლებიც მუდმივად განიცდის მზის სხივების ზემოქმედებას.

– როგორ დავიცვათ თავი?

– გამოსავალი კვლავ მზისგან დამცავი საცხი და მზეზე ზომიერად ყოფნაა. უკვე არსებული ფოტოდერმატიტის ნიშნების შემთხვევაში კანის ინტენსიურ, სწორად შერჩეულ რუტინასთან ერთად აუცილებელია სხვადასხვა კოსმეტოლიგიური პროცედურის ჩატარება.