სხვადასხვა სასარგებლო რჩევა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სხვადასხვა სასარგებლო რჩევა

ზეთი ცხიმის მოსაშორებლად

შეიძლება უცნაურად ჟღერს, მაგრამ მცენარეული ზეთი ეფექტური საშუალებაა სამზარეულოში ცხიმის მოსაშორებლად. უბრალოდ დაასხით რამდენიმე წვეთი ზეთი ტილოზე და გადაუსვით გაზქურას. მისი ზედაპირი სწრაფად გასუფთავდება და გაპრიალდება.

ბავშვის ზეთი ზედაპირის გასაპრიალებლად

თუ გინდათ, რომ ყველაფერი ბრწყინავდეს, გააპრიალეთ ნივთების ზედაპირი ტილოთი, რომელსაც რამდენიმე წვეთი ბავშვის ზეთი ექნება დასხმული.

მარილი უთოს გასასუფთავებლად

დაყარეთ ცოტაოდენი მარილი ტილოზე, გააცხელეთ უთო და გადაუსვით ის მარილს. უთოზე ყველანაირი ჭუჭყი გაუჩინარდება.

აბაზანის გასაწმენდად ცოცხს თუ გამოიყენებთ, მუხლებზე დახრა აღარ მოგიწევთ

აბაზანის გასაწმენდად ჩვეულებრივი ჯაგრისის მაგივრად გრძელტარიანი ცოცხის გამოყენება შეგიძლიათ. დაყარეთ საწმენდი ფხვნილი აბაზანის ზედაპირზე, დაელოდეთ ორიოდე წუთი და გახეხეთ ცოცხით. ეს მეთოდი ეფექტურია მოხუცებისა და მათთვის, ვისაც დახრა უჭირს.

გამწმენდი საშუალებები ტუალეტისთვის

დრო რომ დაზოგოთ, უნიტაზის გახეხვამდე დაყარეთ მასზე ცოტაოდენი გამწმენდი საშუალება. დაელოდეთ, რომ იმოქმედოს და შემდეგ გაწმინდეთ ტუალეტის ჯაგრისით.

დაამატეთ ცოტაოდენი დამარბილებელი

იატაკის მოწმენდამდე წყალს ცოტაოდენი ქსოვილის დამარბილებელი შეურიეთ. ასე უფრო დიდხანს დარჩება იატაკი სუფთა.

ყავის ფილტრები მტვრის წინააღმდეგ

ყავის ფილტრები ეფექტური საშუალებაა ლეპტოპის, კომპიუტერის ან ტელევიზორის ეკრანიდან მტვერის მოსაშორებლად. ის კარგად შეიწოვს ჭუჭყს და არ კაწრავს ეკრანს.

გამოიყენეთ ფუნჯი

პატარა საგნებიდან ჭუჭყის მოსაშორებლად შეგიძლიათ სამხატვრო ფუნჯი გამოიყენოთ, ასე ბევრი დრო აღარ დაგეხარჯებათ დეტალების გაწმენდაში.

გაზეთი ნაგვის ყუთში

მოათავსეთ გაზეთი ნაგვის ყუთის შიგნით, ის სითხეს შეიწოვს და ნაგავი მშრალი დარჩება.

წინდები იატაკის ტილოს ნაცვლად

თბილი წინდები იატაკს ძალიან კარგად ასუფთავებს. უბრალოდ, მიამაგრეთ ის საწმენდზე, მოწმინდეთ იატაკი და შემდეგ გარეცხეთ წინდა სარეცხ მანქანაში.

არ გაასწოროთ საწოლი!

კარგი სიახლე! ცნობილია, რომ სველი საწოლი, რომელზეც თეთრეულია გადაფარებული, კარგი გარემოა ტკიპების გასამრავლებლად. ამიტომ სჯობს, არ გაასწოროთ საწოლი და მისცეთ თეთრეულს განიავების საშუალება.

გადააკარით მაცივრის თაროებს ელასტიკური სახვევი

თუ მაცივრის თაროებს ერთჯერად შესაფუთ ქაღალდს გადააკრავთ, აღარ მოგიწევთ მაცივრის გაწმენდა. უბრალოდ, დროდადრო სახვევი უნდა შეცვალოთ, რაც გაცილებით მარტივია.

არ დაგავიწყდეთ ავეჯის საწმენდი

ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ავეჯის საწმენდი ტილო უსარგებლოა, მაგრამ სულაც არ არის ასე. ტილო ჭუჭყს არ ტოვებს ზედაპირზე და გაძლევთ საშუალებას, უფრო იშვიათად დაალაგოთ სახლი.

არ დატოვოთ აბაზანის კედლები სველი

შხაპის მიღების შემდეგ კედლები შეამშრალეთ. თუ ასე მოიქცევით, მოგვიანებით აღარ მოგიწევთ გამხმარი საპნის მოშორება კედლებიდან.

მიამაგრეთ ფუნჯი ბურღს

ეს ხერხი ყველაზე ჭუჭყიანი ადგილების გაწმენდაში დაგეხმარებათ. დაზოგავთ დროს, ენერგიას და თქვენი სახლიც იბრწყინებს.