რა არის გლუტენი
და მათგან შექმნილი პროდუქტები შეიცავს: პური, მაკარონი, ლუდი, ფაფები, ცომეული და სხვა. გლუტენს ვხვდებით ასევე სანელებლებში, მზა სოუსებში, იოგურტებსა და ტუჩსაცხებშიც კი.
გლუტენი წააგავს წებოს, ამიტომაც მას უმატებენ პროდუქტებს კონსისტენციისა და იერსახის გასაუმჯობესებლად. ამ თვისების გამო გლუტენს სხვაგვარად წებოვანისებრსაც კი უწოდებენ.
გლუტენის გარეშე ბევრ პროდუქტს შეუმოკლდებოდა შენახვის ვადა, ფუნთუშები ვერ იქნებოდა ჰაეროვანი, ნაზი და ფუმფულა, ყველა გამომცხვარი პროდუქტი კი დაიფხვნებოდა. ბევრ დადებით თვისებასთან ერთად გლუტენს უარყოფითი მხარეებიც აქვს, სხვა შემადგენლობების მსგავსად ის კუჭის შიგთავსსაც "აწებებს", ართულებს (აფერხებს) კუჭის მუშაობას, იწვევს ძლიერ კვებით ალერგიას.
გლუტენი განსაკუთრებით საშიშია მათთვის, ვისაც ცელიაკია ანუ აღნიშნული ნივთიერების აუტანლობა აქვს.
თინათინ გოცაძე