„სწრაფი კვება“ და ალერგიული რეაქციები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

„სწრაფი კვება“ და ალერგიული რეაქციები

ჯანსაღი კვების სფეროს ექსპერტები ამ სტატისტიკას დასავლეთის ქვეყნებში ცხიმიანი პროდუქტებისა და ცომეულის (განსაკუთრებით ნამცხვრების) ჭარბად გამოყენებას უკავშირებენ.

30-წლიანმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ალერგიის შემთხვევათა ზრდა უშუალოდ უკავშირდება „სწრაფი კვების“ პოპულარობას.

საკვებისმიერი ალერგია განსაკუთრებით ფართოდ არის გავრცელებული აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში, ბევრად ნაკლებად - ღარიბ ქვეყნებში, სადაც გაცილებით იშვიათად იყენებენ ნახევარფაბრიკატებსა და მზა პროდუქტებს.

ექიმი-ალერგოლოგი, პროფესორი პამ ევანი - კემბრიჯის ადენბრუკის კლინიკიდან აცხადებს: „ალერგია თანამედროვე საზოგადოების მეტად სერიოზული პრობლემაა. ალერგიულ რეაქციათა ასეთი აფეთქება, უპირველესად, კვებას უკავშირდება; უწინ არ იყო „სწრაფი კვება“ (ე.წ. ფასტ-ფუდი), საკვები არ იყო გაჯერებული კონსერვანტებით, არომატიზატორებით, გემოს გამაძლიერებლებითა და სხვადასხვა ქიმიური დანამატით“.

მარტო აშშ-ში კვებითი ალერგიით დატანჯულთა რაოდენობა ბოლო ათწლეულში 377%-ით გაიზარდა. ასეთი აფეთქება, მკვლევართა აზრით, გენეტიკას, გარემოს და პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიაში სერიოზულ ძვრებს უკავშირდება. აფეთქებაში იგულისხმება მძიმე ალერგიული რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსიური შოკიც. მიწის თხილზე (არაქისზე) ალერგიის გამოვლინება თურმე მთელ მსოფლიოში 445%-ით გაიზარდა, მზესუმზირასა და ნიგოზზე - 603%-ით, სტატისტიკა იმასაც ადასტურებს, რომ ალერგიული რეაქციების უმრავლესობა სპეციფიკური საკვების მიღების შედეგად ვითარდება. ალერგიის მიზეზი უხშირესად შემწვარი, ცხიმიანი და ტკბილი საკვებია, რომელიც ხელმისაწვდომია „სწრაფი კვების“ ობიექტებზე. სამწუხაროდ, „სწრაფი კვება“ და ამისათვის გამოყენებული პროდუქტები სულ უფრო მეტად ანაცვლებს ბევრი რეგიონისათვის დამახასიათებელ ტრადიციულ საკვებს, ჯანსაღი კვების სახეობებს. განსაკუთრებით მკვეთრად შეინიშნება ეს აზიის ქვეყნებში.

კვლევა იმასაც ადასტურებს, რომ კვებისმიერი ალერგიის მსხვერპლნი უფრო ხშირად მამაკაცები არიან, ვიდრე ქალები, კვებისმიერი ალერგია უფრო გავრცელებულია ქალაქის მცხოვრებლებს შორის, ვიდრე სოფლის მოსახლეობაში. თუმცა, ალერგიის შემთხვევათა მატება უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში აშშ-ში სწორედ სოფლის მკვიდრ მოსახლეობას შორის აღინიშნება, მაგალითისათვის, სადაზღვევო კომპანიებს საკვებისმიერი ალერგიის მკურნალობაზე მოთხოვნით ბოლო 5 წლის განმავლობაში აშშ-ში 110%-ით მეტმა სოფლის მოსახლემ მიმართა, მაშინ, როდესაც ქალაქის მცხოვრებთა მიმართვა იმავე მიზნით 70%-ით გაიზარდა მხოლოდ.

ექსპერტები განმარტავენ, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ადამიანები შედარებით კალორიულ საკვებს ანიჭებენ უპირატესობას, დიდი რაოდენობით ხორცის, რაფინირებული შაქრებისა და კონსერვანტების შემცველ საკვებს. ეს არის დასავლური დიეტის კლასიკური კომპონენტები.

საგანგაშო მდგომარეობაა დიდ ბრიტანეთშიც. სამედიცინო და სოციალური დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში სხვადასხვა ალერგიული რეაქციის მქონე 20 320 პაციენტი დაფიქსირდა, ამათგან 5068 შემთხვევა კლასიფიცირდა როგორც ასთმა, 4052 შემთხვევა - როგორც ანაფილაქსიური შოკი (ყელის შეშუპებითა და სუნთქვის გაძნელებით) და 3361 შემთხვევა - როგორც რინიტი, ცხელებით მიმდინარე. მედიკოსებს უჭირთ ცალსახად იმის მტკიცება, რა იწვევს ორგანიზმის ასეთ მძიმე რეაქციებს, უფრო ხშირად ეს შეინიშნება არაქისის (მიწის თხილის), კვერცხის, რძის, სხვადასხვა მედიკამენტის მიღებაზე და ასევე მწერების ნაკბენზე საპასუხოდ.

სადღეისოდ დიდ ბრიტანეთში 20 მილიონამდე ადამიანი (ბავშვი და მოზრდილი) იტანჯება ალერგიის ამა თუ იმ ფორმით. ალერგიის შემთხვევათა ზრდის მთავარი მიზეზი მაინც არასწორი კვებაა - აცხადებენ მედიკოსები (იგულისხმება ვიტამინებისა და მინერალების სიმცირე და პირიქით, საღებავებისა და კონსერვანტების სიჭარბე საკვებ პროდუქტებში).

განსაკუთრებით მავნებელია სწრაფი კვება ბავშვებისათვის!

13-14 წლის მოზარდებს, რომლებიც კვირაში სამზე მეტჯერ ჭამენ „ჰოთ-დოგებს“, ჩიპსებს, ბურგერებს, სენდვიჩებსა და „სწრაფი კვების“ სხვა პროდუქტებს, ბრონქული ასთმის განვითარების რისკი 40%-ით აქვთ მომატებული, იმ თანატოლებთან შედარებით, რომლებიც ჯანსაღად იკვებებიან. 6-7 წლის ბავშვებთან, რომლებსაც მშობლებმა „გამოუწერეს“ ე.წ. ფასტ-ფუდის დიეტა, ასთმის რისკი 27%-ით იმატებს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ პატარებისთვის ცხიმიანი და ტკბილი „სწრაფი კვება“ ნაკლებ მავნებელია, უბრალოდ, მათთან დაავადება ჯერ ვერ განვითარდა ნორჩი ასაკის გამო, მოზარდობის ასაკისათვის „ფასტ-ფუდით“ მკვებავ ბავშვებს ხშირად უვითარდებათ ბრონქული ასთმა, ეგზემა, რინოკონიუნქტივიტი - იგივე სურდო, რომელსაც გაძლიერებული ცრემლდენა და თვალების წვა ახლავს თან.

მშობლებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ მავნე საკვების ზემოქმედების შედეგი. ნუ დაანაყრებთ ბავშვებს „სწრაფი კვების“ ობიექტებზე იმ იმედით, რომ ერთხელ დანაყრება არაფერს დაუშავებს, გახსოვდეთ, მავნე საკვებში შემავალი ყველა ნივთიერება თავისებურად აზიანებს ორგანიზმს, ცუდი გავლენა ხშირად მოგვიანებით იჩენს თავს ალერგიული თუ სხვა პათოლოგიის სახით, უმჯობესია, ბავშვები სწრაფად, ისევ და ისევ, ხილით დაანაყროთ.

მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა ჩაატარა გრანდიოზული კვლევა, შეისწავლა 50 ქვეყანაში 2 მილიონზე მეტი ბავშვის ჯანმრთელობა, რითაც აჩვენა, რომ სწრაფი კვება ბავშვთა ალერგიისა და ასთმის მთავარი მიზეზია. დაავადებათა განვითარებაში მთავარი როლი მიუძღვით ნაჯერ ცხიმებს, ე.წ. ტრანსცხიმებს, რომლებიც მცენარეული თხევადი ცხიმების მყარ ცხიმებად სამრეწველო გარდაქმნისას მიიღება. ტრანსცხიმები უშუალოდ მოქმედებს იმუნურ სისტემაზე, რომელიც იცვლება ალერგიის დროს, თუმცა, ბრონქული ასთმის განვითარებაში ტრანსცხიმების ეტიოლოგიური როლი ჯერ ცალსახად არ არის დადასტურებული. თუ მეცნიერული კვლევებით ეს დადასტურდება, მაშინ „სწრაფკვებას“ ცუდი ბედი ეწევა, თუმცა, შედეგების ლოდინში არ ღირს ბავშვებისათვის ჯანმრთელობის შერყევა. პირიქით, შეეცადეთ ბავშვობიდანვე განუმტკიცოთ მათ ჯანმრთელობა, აჭამეთ მეტი ხილი და ბოსტნეული. ბავშვებზე ზემოთ აღნიშნულმა დაკვირვებამ ისიც აჩვენა, რომ მოსწავლეები, რომლებიც კვირაში არანაკლებ სამჯერ მიირთმევდნენ ხილს (ულუფა არანაკლებ 100 გრამისა), იშვიათად ავადობდნენ ბრონქული ასთმით.

ასე რომ, იკვებეთ ჯანსაღად, რაციონალურად, სრულფასოვნად და გაიმყარეთ ჯანმრთელობა!