რა ხდება შეყვარებული ადამიანის ტვინში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა ხდება შეყვარებული ადამიანის ტვინში

ვნების ფაზაში ჰორმონები სხეულს ძლიერი სურვილის შეგრძნებით ავსებს. ადრენალინი და ნორეპინეფრინი იწვევს გულისცემის გახშირებას, ოფლდენის გაძლიერებას, დოფამინი კი ტვინში ეიფორიის შეგრძნებას განამტკიცებს. ტვინში დოფამინი ნებისმიერ სასიამოვნო გამღიზიანებელზე (მათ შორის ნარკოტიკებზეც) საპასუხოდ თავისუფლდება.

გატაცების პერიოდში ტვინი, კერძოდ, მისი კმაყოფილების ცენტრი განსაკუთრებულად ინტესიურად მარაგდება სისხლით. შეყვარებული ადამიანის ტვინში მაგნიტურ რეზონანსული კვლევით, ჩვეულებრივ, სისხლის ნაკადის გაძლიერება ვლინდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პარტნიორები ერთმანეთზე ასე ვთქვათ "იციკლებიან". მეცნიერები იმასაც აცხადებენ, რომ ჯერ კიდევ შეყვარებამდე ადამიანებს, მიმზიდველი (სასურველი) სახის დანახვაზე უაქტიურდებათ თავის ტვინში ის უბანი, რომელზეც ტკივილგამაყუჩებლები, მათ შორის მორფინი, მოქმედებს.

ტვინის ეს უბანი თურმე სიმპათიის განცდაზეც არის პასუხისმგებელი. კვლევებმა აჩვენა, რომ მამაკაცებს, რომლებსაც მორფინის მცირე დოზებს უკეთებდნენ, ქალთა ფოტოსურათების დათვალიერებისას უმრავლესობა მიმზიდველად ეჩვენებოდათ, ვიდრე იმ საკვლევ პირებს, რომლებიც ნარკოტიკულ საშუალებებს არ იღებდნენ. გარდა ამისა, საკუთრივ სიყვარულის შეგრძნება (განცდა) ამცირებს სეროტონინის დონეს – ობსესიურ-კომპულსური დარღვევების ზოგად ნიშანს ტვინში.

ამიტომაცაა, რომ შეყვარებული ადამიანები ყოველთვის "ბრმავდებიან" და ვერ ამჩნევენ თავიანთი პარტნიორის მანკიერებებს, განსაკუთრებით ურთიერთობათა ადრეულ ეტაპზე. ყოველივე ეს ამყარებს აზრს "სიყვარული ბრმაა!".

საბოლოოდ ყოველივე იმით სრულდება, რომ ადამიანები დამოკიდებულნი, მიჯაჭვულნი რჩებიან ყველა იმ ჩამოთვლილი ქიმიური ნივთიერების გამო, რომელსაც უამრავი სიხარული და კმაყოფილება მოაქვს. ასე დგება მიჯაჭვულობა-დამოკიდებულების ფაზა.

ჰორმონები ვაზოპრესინი და ოქსიტოცინი აღწევენ ტვინში და უზრუნველყოფენ უსაფრთხოების, მშვიდობისა და კეთილდღეობის განცდას.

თინათინ გოცაძე