ნაწლავის მიკროფლორის ნორმალიზება საკვებისმიერი ალერგიის პრობლემას ხსნის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნაწლავის მიკროფლორის ნორმალიზება საკვებისმიერი ალერგიის პრობლემას ხსნის

სასარგებლო ბაქტერიების დეფიციტით. ახალ კვლევაში დაზუსტებულია, კონკრეტულად რომელი ბაქტერიების დეფიციტი იწვევს ამას. ბოსტონის ბავშვთა კლინიკის მეცნიერებმა ბრიგამელ კოლეგებთან და ქალთა კლინიკის გამოცდილ სპეციალისტებთან ერთად დაადგინეს, რომ ნაწლავის მიკროფლორის დარღვევა ბავშვებს მეტად მგრძნობიარეს ხდის საკვებისმიერი ალერგიისადმი.

კვლევის ფარგლებში მეცნიერები ადარებდნენ ალერგიით დაავადებული 56 ბავშვის ფეკალურ მასებს 98 ჯანმრთელი პირის ფეკალურ მასებთან. საფუძვლიანად ანალიზდებოდა ბაქტერიათა შემცველობა და სახეობები. როგორც გაირკვა (ვარაუდობდნენ კიდეც თავიდანვე) ჯანმრთელ ბავშვებს ჯანსაღი მიკროფლორა ჰქონდათ, ალერგიით დაავადებულებს კი ბევრი ბაქტერიის დეფიციტი. თუმცა, გაურკვეველი რჩებოდა, კონკრეტულად რომელი ბაქტერიების დეფიციტი იწვევდა ალერგიას.

ამის დასადგენად მეცნიერები მორიგეობით უნერგავდნენ ჯანმრთელი ბავშვების ფეკალიებიდან გამოყოფილ სხვადასხვა ბაქტერიას საცდელ ვირთაგვებს. ცხოველთა აღნიშნული შტამი გენეტიკურად წინასწარგანწყობილი იყო საკვებისმიერი ალერგიისადმი (წინასწარ გამოიყვანეს სპეციალური ჯიში).

მრავალრიცხოვანი კვლევებით დადგინდა, რომ ყველაზე მკვეთრად გამოხატული დამცველობითი ეფექტი ჰქონდათ ბაქტერიებს Clostridiales და Bacteroidales. მეტიც, მეცნიერებმა პირველად აღწერეს მექანიზმი, რომლითაც აღნიშნული ბაქტერიები ურთიერთქმედებენ იმუნური სისტემის T-უჯრედებთან. მიღებული კვლევის შედეგები იმედს უსახავს სპეციალისტებს, რომ შეიქმნება ახალი ანტიალერგიული საშუალებები, პრობიოტიკოთერაპიის მეთოდები და ალერგიით დატანჯულები საბოლოოდ შვებას მოიპოვებენ.

თინათინ გოცაძე