ალერგია სიცივეზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ალერგია სიცივეზე

- კანის შეწითლება (ჰიპერემია) და გაუხეშება, რასაც ქავილის ან ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება ერთვის; კანი უხშირესად შრება და იფიტება, ზედაპირი ხორკლიანი უხდება, ზოგჯერ ჩნდება შეშუპება ან მცირე ზომის გამონაყარი, ვითარდება ხელის მტევნის წვრილი სახსრების ანთება და შესივება, რასაც შემაწუხებელი ტკივილი ახლავს. ჩამოთვლილი და ზოგიერთი სხვაც - სიცივეზე ალერგიის მანიშნებელია.

ალერგია არის სახეშეცვლილი, გაუკუღმართებული მგრძნობელობა, რომელიც ცხოველური, მცენარეული ან ხელოვნური ალერგენის გარდა, ფიზიკური ფაქტორების მიმართაც შეიძლება განვითარდეს. ხშირ შემთხვევაში ალერგიული რეაქციის გამომწვევად სიცივე გვევლინება. მისი ზემოქმედებით ორგანიზმში არსებული ზოგიერთი ნივთიერება ცვლილებას განიცდის, სახეშეცვლილი კი ორგანიზმისათვის უცხო ნივთიერებად აღიქმება, სხვაგვარად რომ ვთქვათ, აუტოალერგენად გარდაიქმნება.

ორგანიზმი მათ მიმართ ე.წ. გამანეიტრალებელ ანტისხეულებს გამოიმუშავებს, ანტისხეულების ალერგენთან ურთიერთქმედების შედეგად კი სხვადასხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება გამოიყოფა. ეს ნივთიერებები ზრდის კაპილარების განვლადობას, აღწევს მათ კედლებში, ლაგდება ქსოვილებში, სათავეს უდებს ანთებით პროცესებს, აღიზიანებს რეცეპტორებს (მაღალმგრძნობიარე წარმონაქმნებს) და ტკივილის შეგრძნებას იწვევს.

სახსრებში მტვრევის შეგრძნება, წვრილი სახსრების შესივება, ლოკალური (ადგილობრივი) შეშუპება, როგორც წესი, ვითარდება სიცივესთან ექსპოზიციის შემდეგ - ცივ ამინდში, ცივ წყალთან, ცივ საგანთან შეხების შედეგად.

არის შემთხვევები, როდესაც სიცივეზე ალერგია ადამიანებს გრიპის, პარაგრიპის ან სხვა ვირუსული დაავადების გადატანის შემდეგ უვითარდებათ. ოდესღაც ჯანმრთელ, სრულიად არაალერგიულ პიროვნებას, მას შემდეგ, რაც გაზაფხულზე ან ზაფხულში ინფექციურ პათოლოგიას გადაიტანს, ზამთარში მოულოდნელად სიცივისადმი მომატებული მგრძნობელობა გამოუვლინდება ხოლმე. ამის პირველი სიმპტომი ზოგიერთი ორგანოს ქრონიკული დაავადების გამწვავებაც შეიძლება იყოს.

საინტერესო ის არის, რომ სიცივის მიმართ ალერგიული ადამიანები სრულებითაც არ არიან მცივანები. სიცივისა თუ გაყინვის შეგრძნება მათ სხვებზე ძლიერ სრულებითაც არ აქვთ გამოხატული; ამის გამოა, რომ სიცივესთან ურთიერთობას არ ერიდებიან, მერე კი ალერგიული რეაქციის შედეგებით იტანჯებიან.

უნდა ითქვას ისიც, რომ იდიოსინკრაზია - მეტისმეტი, ავადმყოფური მგრძნობელობა ამა თუ იმ საკვების ან სამკურნალო პრეპარატისადმი - ზოგიერთს სწორედ ზამთრის პერიოდში უვითარდება. ამის მიზეზი ისევ და ისევ სიცივის გავლენით ორგანიზმში მიმდინარე ძვრებია. ნუ გაგიკვირდებათ, თუ ერთი და იგივე ნივთიერება, ესა თუ ის სუნი ან გემო წელიწადის სხვადასხვა დროს თქვენზე სხვადასხვაგვარად მოქმედებს. მართალია, სიცივეზე ალერგია მეტწილად იდიოპათიურია (გარკვეულ მიზეზებთან დაუკავშირებელი), მაგრამ ზოგიერთი მიიჩნევს, რომ მოზრდილებთან ის შესაძლოა ორგანიზმში სიცივის აგლუტინინების არსებობისა და სიცივის პაროქსიზმული ჰემოლიზის ბრალი იყოს. ჰემოლიზი ერითროციტების დაშლის პროცესია, რომლის შედეგად ჰემოგლობინი გამოიყოფა. ვარაუდობენ, რომ სიცივის ზემოქმედებით ზოგჯერ იცვლება ერითროციტების რეზისტენტობა (გამძლეობა) და ჰემოლიზი ვითარდება, დაშლილი ერითროციტების ცალკეული ნაწილაკები კი ალერგენებად ევლინება ორგანიზმის იმუნურ სისტემას და შესაბამის რეაქციებს იწვევს.

გახსოვდეთ, სიცივეზე ალერგიის დროს თვითმკურნალობა, მით უფრო ცხელი აბაზანების, საფენებისა თუ სათბურების გამოყენება, არასდიდებით არ შეიძლება! ყოველნაირად უნდა მოერიდოთ სიცივეს, თავი შეიკავოთ ცივ წყალში რეცხვისა და ცივი წყლით ხელების დაბანისაგან; ეცადეთ, დიდხანს არ დარჩეთ სიცივეში და, რაც მთავარია, აუცილებლად მიაკითხეთ ექიმ-ალერგოლოგს, რომელიც შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და სათანადო მკურნალობას დაგინიშნავთ.

რამდენიმე რჩევა:

  • წყალთან ყოველი შეხების შემდეგ აუცილებელია ხელებზე დამცავი კრემი გადაისვათ. განსაკუთრებით მოგიხდებათ კრემები, რომლებიც ქოქოსის ზეთს ან ქაცვის ექსტრაქტს შეიცავს. პირველი კარგად შეიწოვება, საუკეთესო მკვებავია და ხელებზე დიდხანს რჩება; რაც შეეხება ქაცვის ზეთსა და ექსრაქტს, ისინი დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს, რომელიც კარგად აშუშებს კანის გამოშრობა-გამოფიტვის შედეგად განვითარებულ მიკროტრავმებსა და წვრილ ნახეთქებს;
  • ხელებზე ხორკლი იმის ნიშანია, რომ კანი შველას გთხოვთ. ახალმოხარშული კარტოფილისა და რძისაგან გააკეთეთ პიურე, წაისვით ხელებზე და ენერგიულად შეიზილეთ. 10 წუთის შემდეგ ხელები თბილი წყლით დაიბანეთ და დამატენიანებელი კრემი წაისვით. პროცედურა კვირაში სამჯერ გაიმეორეთ.