ახალი სიცოცხლის მოლოდინში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ახალი სიცოცხლის მოლოდინში

რომლებმაც მთელი თქვენი არსება მოიცვა. იმის გააზრება, რომ თქვენს ორგანიზმში ახალი სიცოცხლე ჩაისახა, ერთდროულად ორ განცდას - შიშსა და სიხარულს ბადებს. ორსულობა ძლიერ სასიამოვნო, მაგრამ საკმაოდ საპასუხისმგებლო მდგომარეობაა. პატარას ჯანმრთელობა, ფიზიკურიცა და ფსიქოლოგიურიც, ბევრად არის დამოკიდებული დედის ქცევაზე ამ პერიოდში. მაგრამ არც ის უნდა დაივიწყოთ, რომ ადამიანი ხართ და არაფერი ამქვეყნიური თქვენთვის უცხო არ უნდა გახდეს.

ორსულობა უზარმაზარი, ჯერ კიდევ ბოლომდე გაუცნობიერებელი სიხარულია, რომელსაც თან ახლავს ეჭვები, შფოთვა, სინაზე და სიყვარული იმ პატარა განძის მიმართ, რომელიც ცხოვრებამ განდოთ. ან იქნებ თავდაპირველად ვერაფერიც ვერ იგრძენით და საკუთარმა გულგრილობამ შეგაშინათ? ორსულობა საოცრად ამაღლებული და ამავე დროს უცნაური განცდაა. განწყობილება, გრძნობები და ემოციები გამუდმებით იცვლება. ამ დროს ორგანიზმში სერიოზული ფიზიოლოგიური ცვლილებები მიმდინარეობს, ხოლო ფიზიოლოგიას უშუალო კავშირი აქვს ფსიქოლოგიასთან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჯანმრთელობის მდგომარეობა და თვითშეგრძნება გავლენას ახდენს ემოციურ აღქმასა და სიტუაციის შეფასებაზე და პირიქით; ღიმილსა და ოპტიმიზმს შეუძლია განგკურნოთ, ხოლო ზედმეტი შფოთვა იწვევს თავის ტკივილს, სპაზმებს მუცლის ღრუში, არტერიული წნევისა და საშვილოსნოს ტონუსის მომატებას. როგორ ვმართოთ სიტუაცია და როგორ განვასხვაოთ ამაო შფოთვა საფუძვლიანი სიფრთხილისაგან? თავდაპირველად თქვენი მღელვარების მიზეზი ჩამოაყალიბეთ. მაგალითად: ვშიშობ, რომ...

  • ამ ბავშვის დაბადება არავის გაახარებს;
  • არ მეყოფა ფული მის აღსაზრდელად;
  • ბავშვი არასწორად განვითარდება;
  • არ ვიქნები კარგი დედა;
  • ბავშვის დაბადება ხელს შეუშლის ჩემს კარიერას და ა.შ.

მერე კი თითოეული სიტუაცია ლოგიკურ დასასრულამდე გაითამაშეთ. აღმოჩნდება, რომ ბავშვის დაბადებას შეუძლია გაგამდიდროთ და ენერგიით აგავსოთ, რადგან როდესაც დედა გახდებით, საკუთარ თავში სულიერი და ფიზიკური ენერგიისა და სიბრძნის უზარმაზარ პოტენციალს აღმოაჩენთ.

ორსულობისადმი დამოკიდებულება წინააღმდეგობრივია

პირველი ორსულობა უზრუნველი ყმაწვილქალობის დასასრულს მოასწავებს. ქალმა იცის, რომ ბავშვის დაბადება მის თავისუფლებას წერტილს დაუსვამს, რომ მის გამო ბევრ რამეზე უარის თქმა მოუწევს. ოჯახური ბიუჯეტი ამიერიდან სხვაგვარად უნდა დაგეგმონ, ქმრის ყურადღებაც თუ აქამდე მხოლოდ მისკენ იყო მიმართული, ახლა შვილიც ჰყავს მის მოზიარედ...

ბევრი ორსულობას მშვიდად ხვდება და მომავალი შვილისადმი დამოკიდებულება ვერ გაურკვევია, მაგრამ აი, ბავშვი გაინძრევა და ქალი ხვდება, რომ მის სხეულში ნამდვილად ცოცხალი არსებაა. ორსულობის ბოლოს ის უკვე თვალნათლივ წარმოიდგენს შვილს და ყველაფერ იმას, რაც მასზე ზრუნვას უკავშირდება. ბევრს დაორსულება გუნებას უფუჭებს, მაგრამ შვებას გრძნობს, როცა მის არსებაში მომავალი შვილისადმი სინაზე იღვიძებს. ახალბედა დედას კიდევ ერთი გამოცდა ელის: როცა ბავშვი, ბოლოს და ბოლოს, დაიბადება, დედას ჰგონია, რომ მასში მაშინვე მოზღვავდება დედობრივი სინაზე და ჩვილში უმალვე საკუთარ სისხლსა და ხორცს შეიცნობს, მაგრამ ეს არც პირველივე დღეს ხდება და არც პირველივე კვირას; ეს ხანგრძლივი პროცესია და მანამდე არ დასრულდება, სანამ დედა გარკვეულ ხანს შინ შვილთან ერთად მარტო არ გაატარებს.

დაწყებითი სკოლა

ორსულობის ცხრა თვე დედობის სკოლაა. დედათქვენის შვილიდან თქვენ საკუთარი შვილის დედად იქცევით. ეს თვეები გასწავლით, პასუხისმგებლობით მოეკიდოთ საკუთარ გადაწყვეტილებებს, რადგან მათზეა დამოკიდებული ბავშვის ფიზიკური, ფსიქიკური, ემოციური და სულიერი ჯანმრთელობა. მუცლად მყოფი ბავშვი სამყაროზე დედის მეშვეობით რეაგირებს. ის მისგან სწავლობს სამყაროსთან ურთიერთობას. მაგრამ რა ხდება, როცა ორსულს თვითონვე უჭირს საკუთარ თავში გარკვევა? მან უნდა იფიქროს ბავშვზეც, სამსახურზეც, სათანადო დრო დაუთმოს ქმარს და, შესაძლოა, უფროს შვილებსაც, თან საკუთარ თავზეც იზრუნოს. განვსაზღვროთ პრიორიტებები - რა უფრო მნიშვნელოვანია ამ მომენტში? სამსახურებრივი წარმატება თუ, უბრალოდ, მუშაობის აუცილებლობა მთელ თქვენს ძალასა და დროს მოითხოვს. შესაძლოა ამან მატერიალური კეთილდღეობაც კი მოგიტანოთ, მაგრამ რა გავლენას მოახდენს ეს ბავშვზე? ახლა მთავარი სწორედ ბავშვია! აუცილებლად სთხოვეთ დახმარება მათ, ვისი იმედიც გაქვთ ან უფლება გაქვთ გქონდეთ, დანარჩენებს კი აუხსენით, რომ უფრო მნიშვნელოვანი საქმე გამოგიჩნდათ. კიდევ ერთი ვარიანტი - შეხედეთ გვერდიდან. გაემიჯნეთ საკუთარ ემოციებს, თითქოს ორად იყოფით: ერთი ცხოვრობს, განიცდის, მეორე კი, ბრძენი და მშვიდი, აკვირდება, ეხმარება, რჩევებს აძლევს.

პრიორიტეტების შესახებ

სტრესები ჩვენი ცხოვრების ნაწილია. საქმე ისაა, ჩვენ როგორ ვრეაგირებთ მათზე. სტრესი სიტუაციაა, რომელიც გადაწყვეტილებას მოითხოვს, ამიტომ გადაწყვიტეთ მშვიდად, უემოციოდ. თქვენი რეაქცია მომხდარზე - აი, რაზეა დამოკიდებული სტრესის ზემოქმედება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ: ქმარსა და უფროს შვილებთან ურთიერთობა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა. მათ თქვენი ყურადღება და მზრუნველობა სჭირდებათ. აუცილებლად გაანდეთ, რას განიცდით. სთხოვეთ დახმარება. აუხსენით, რომ ორსულობა და მომავალ ბავშვზე ზრუნვა ძალიან რთულია. იმ სიხარულზეც ესაუბრეთ, რაც ბავშვის დაბადებას მოჰყვება. თქვენი მდგომარეობა ყველამ უნდა გაითავისოს - ისინი ხომ თქვენი უახლოესი ადამიანები არიან.

დაიმახსოვრეთ ეს წუთები

ორსულობის ცხრა თვე, თავდაპირველად მეტისმეტად ხანგრძლივი რომ გეჩვენებოდათ, სწრაფად გადის და თან მიაქვს მოვლენების, შთაბეჭდილებებისა და ემოციების კალეიდოსკოპი. დაიმახსოვრეთ ეს მშვენიერი პერიოდი. დრო მოვა და თქვენი ცხოვრების ეს საინტერესო და შესანიშნავი ფურცელიც გადაიშლება. მანამდე კი, ეცადეთ, გაიხაროთ ყოველი დღით.