სისხლში მარილის მომატებული დონე შესაძლოა ატოპიური დერმატიტის განვითარების მიზეზად იქცეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სისხლში მარილის მომატებული დონე შესაძლოა ატოპიური დერმატიტის განვითარების მიზეზად იქცეს

ჩვენი იმუნური სისტემის მცველები, ჩვეული გზიდან გადაუხვევენ (ასე ვთქვათ, აცდებიან მას) და ტრანსფორმირდებიან (გარდაიქმნებიან) ბოროტ "ორეულებად", რომლებიც შედარებით უსაფრთხო ნივთიერებებზეც იწყებენ რეაგირებას.

მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ  T-ლიმფოციტების ტრანსფორმაციაში მთავარ როლს თამაშობს ნატრიუმისა და ქლორის იონების (სხვაგვარად რომ ვთქვათ მარილის) სიჭარბე სისხლში.

უჯრედულ კულტურებთან მუშაობისას მათ აღმოაჩინეს, რომ მარილის მაღალი კონცენტრაციის პირობებში T-ლიმფოციტები გარდაიქმნებიან Th2  უჯრედებად, რომლებიც გამოიმუშავებენ (ასინთეზებენ) სხვადასხვა ინტერლეიკინებს და აძლიერებენ ანტისხეულების პროდუქციას, რაც საფუძვლად ედება ალერგიულ რეაქციას.

მეცნიერებმა ისიც გაარკვიეს, რომ თუ ეს ტრანსფორმირებული უჯრედები ხელმეორედ მოექცევა ნატრიუმის ქლორიდის დაბალი კონცენტრაციის პირობებში, შესაძლოა მათი პირვანდელი სახის დაბრუნება. პირდაპირი კავშირი "მარილიანობასა" და ალერგიული რეაქციისადმი წინასწარგანწყობას შორის, ატოპიური დერმატიტით დაავადებული პაციენტების მაგალითზე შეისწავლეს.

პაციენტთა კანი პრაქტიკულად გაჯერებული იყო მარილით, დაზიანებულ უბნებში ნატრიუმის კონცენტრაცია 30-ჯერ აღემატებოდა კანის ჯანმრთელ უბნებში აღრიცხულ მაჩვენებელს.

მეცნიერები ჯერ კიდევ ვერ ასაბუთებენ, როგორ მოხვდა მარილი კანის დაზიანებულ უბნებში, თუმცა ეს მეტად საყურადღებო ფაქტია ატოპიური დერმატიტის პრობლემით დაინტერესებული სპეციალისტებისთვის.

თინათინ გოცაძე