სისხლში მარილის მომატებული დონე შესაძლოა ატოპიური დერმატიტის განვითარების მიზეზად იქცეს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2019

კითხვა-პასუხი

სისხლში მარილის მომატებული დონე შესაძლოა ატოპიური დერმატიტის განვითარების მიზეზად იქცეს

სისხლში მარილის მომატებული დონე შესაძლოა ატოპიური დერმატიტის განვითარების მიზეზად იქცეს
ალერგიული რეაქციები, მათ შორის ატოპიური დერმატიტი, ჩვეულებრივ, აღმოცენდება მაშინ, როდესაც T-ლიმფოციტები, ჩვენი იმუნური სისტემის მცველები, ჩვეული გზიდან გადაუხვევენ (ასე ვთქვათ, აცდებიან მას) და ტრანსფორმირდებიან (გარდაიქმნებიან) ბოროტ "ორეულებად", რომლებიც შედარებით უსაფრთხო ნივთიერებებზეც იწყებენ რეაგირებას.

მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ  T-ლიმფოციტების ტრანსფორმაციაში მთავარ როლს თამაშობს ნატრიუმისა და ქლორის იონების (სხვაგვარად რომ ვთქვათ მარილის) სიჭარბე სისხლში.
უჯრედულ კულტურებთან მუშაობისას მათ აღმოაჩინეს, რომ მარილის მაღალი კონცენტრაციის პირობებში T-ლიმფოციტები გარდაიქმნებიან Th2  უჯრედებად, რომლებიც გამოიმუშავებენ (ასინთეზებენ) სხვადასხვა ინტერლეიკინებს და აძლიერებენ ანტისხეულების პროდუქციას, რაც საფუძვლად ედება ალერგიულ
რეაქციას.

მეცნიერებმა ისიც გაარკვიეს, რომ თუ ეს ტრანსფორმირებული უჯრედები ხელმეორედ მოექცევა ნატრიუმის ქლორიდის დაბალი კონცენტრაციის პირობებში, შესაძლოა მათი პირვანდელი სახის დაბრუნება. პირდაპირი კავშირი "მარილიანობასა" და ალერგიული რეაქციისადმი წინასწარგანწყობას შორის, ატოპიური დერმატიტით დაავადებული პაციენტების მაგალითზე შეისწავლეს. 

პაციენტთა კანი პრაქტიკულად გაჯერებული იყო მარილით, დაზიანებულ უბნებში ნატრიუმის კონცენტრაცია
30-ჯერ აღემატებოდა კანის ჯანმრთელ უბნებში აღრიცხულ მაჩვენებელს. 

მეცნიერები ჯერ კიდევ ვერ ასაბუთებენ, როგორ მოხვდა მარილი კანის დაზიანებულ უბნებში, თუმცა ეს მეტად საყურადღებო ფაქტია ატოპიური დერმატიტის პრობლემით დაინტერესებული სპეციალისტებისთვის.

თინათინ გოცაძე

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
მხედველობის ჯანმრთელობისთვის-30აბი
ფასი: 44.9
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
საშარდე სისტემის ჯანმრთელობისთვის-60 აბი
ფასი: 42.9
მსგავსი სიახლეები
ცნობილია, რომ წარმატებული დიეტა დამოკიდებულია შიმშილის გრძნობის კონტროლზე, რაც არც თუ ისე
17-09-2018
თუ თქვენ პერიოდულად გაწუხებთ თავის ტკივილი, რომელსაც კონკრეტული მიზეზი არ აქვს, დაუკვირდით, ხომ
11-09-2018
ბაგა-ბაღების კვების რაციონთან დაკავშირებით ბრალდებები ცრუ და დაუსაბუთებელი იყო, - ამის შესახებ თბილისის მერმა
18-01-2018
დიეტოლოგია
გულისა და სისხლძარღვებისთვის ყველაზე სასარგებლო სასმელია პომიდვრის წვენი. ის აქვეითებს შაქრის დონეს
ენდრო განსაკუთრებით ეფექტურია შარდკენჭოვანი დაავადების სამკურნალოდ, გამოდევნის წვრილ ქვებსა და
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
კატეგორიის სხვა სტატიები
დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვის მდგომარეობა, რომელიც იაშვილის სახელობის
H1N1-ით, ე.წ. ღორის გრიპის ვირუსით 10 თვის ბავშვი გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში
როგორც საყოველთაოდ ცნობილია, ჩურჩხელა, ძირითადად, ნიგვზის (კაკლის),
პირველად მსოფლიოში ჩინელმა მეცნიერებმა ადამიანის ღეროვანი უჯრედებიდან ფილტვები გაზარდეს.
ბრონქული ასთმა ამ საუკუნის ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა.
ბავშვებთან ბრონქული ასთმის განვითარების რამდენიმე რისკ-ფაქტორი არსებობს. მათ შორის ერთ-ერთია
აღმოჩნდა, რომ ჯანსაღი კანის მისაღებად მხოლოდ 2 მარტივი ინგრედიენტია საჭირო:
ვიტამინები ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. ძირითადად, მათი მიღების მთავარი
გოგრის თესლს უძველესი დროიდან იყენებენ ხალხურ მედიცინაში, როგორც ჭიების საწინააღმდეგო საშუალებას.
თუ შენი ახლობლები ავადმყოფობენ, როგორ უნდა დაიცვა თავი? ხშირად გაწმინდეთ კარის სახელურები, პულტი და სხვ.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად