როგორც „ინტერპრესნიუსს“ იაშვილის კლინიკიდან აცნობეს, 4 წლისა და 6 თვის გოგონამ, რომელიც მკურნალობას რეანიმაციაში განაგრძობს, ბევრი სისხლი დაკარგა და ოპერაციისა და ნარკოზის შემდეგ მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, თუმცა ბავშვის ცნობიერება აღდგენილია და ის უკვე კონტაქტურია. კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მას მონიტორინგი - ყოველ საათში კვლევები უტარდება.
16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.