ალერგიული დაავადებების დიაგნოსტიკისა და ვაქცინაციის პრინციპები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ალერგიული დაავადებების დიაგნოსტიკისა და ვაქცინაციის პრინციპები

შეზღუდვასა და სირთულეს უკავშირდება. საერთაშორისო კვლევებით დადგენილია, რომ სადღეისოდ მთელი მოსახლეობის 30%-ს აღენიშნება ამა თუ იმ ფორმის ალერგია. პროგნოზიც არაკეთილსაიმედოა, რადგან ეს ციფრი მომავალში კიდევ გაიზრდება. უკანასკნელ პერიოდში კი ასეთი ცნებაც გაჩნდა: პოლივალენტური ალერგია. რაზე შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქცია და რამდენად შესაძლებელია ვაქცინაციით მისგან თავის დახსნა, ამ საკითხებზე გვესაუბრება “ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრი ჯაფარიძე/ქევანიშვილის კლინიკის” ექიმი-ალერგოლოგი, ლალი ბერიძე.

- ქალბატონო ლალი, დიაგნოსტიკის რა მეთოდები არსებობს ალერგოლოგიაში?

- ალერგია “არანორმალურად” მომატებული მგრძნობელობაა იმ ნივთიერებების მიმართ, რომლებიც სხვა ადამიანებისთვის უსაფრთხოდ მიიჩნევა და მათთან კონტაქტი, ჩვეულებრივ, უსაფრთხოდ ითვლება.

სადღეისოდ ალერგიით ყოველი მესამე ადამიანი ავადობს, ამიტომ დიაგნოსტიკას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ეს კომპლექსური გამოკვლევის გეგმაა, რომელიც სწორი დიაგნოზის დასმაში გვეხმარება:

  • დაავადების ისტორია;
  • ფიზიკური გასინჯვა;
  • გარეგანი სუნთქვის გამოკვლევა;
  • სისხლის საერთო ანალიზი;
  • ნახველისა და ცხვირის სეკრეტის ციტოლოგიური კვლევა;
  • კანის სინჯები ალერგენებით (კანის ტესტები);
  • სპეციალური ანტისხეულების Ig E-ს და საერთო Ig E-ს შეფასება.

- რა შეიძლება გახდეს ალერგიული კვლევის ჩატარების ჩვენება?

- კვლევის ჩატარების ძირითადი ჩვენება შეიძლება გახდეს ალერგიის მთავარი სიმპტომები:

  • სურდო;
  • ცრემლდენა;
  • ცხვირის, თვალების, სასის ქავილი;
  • ცემინება;
  • ცხვირის დაცობა;
  • ცხვირში ზეწოლის შეგრძნება;
  • ყურის დახშობა;
  • თვალების ქვემოთ მუქი რკალები;
  • კანზე გამონაყარი (ჭინჭრის ციება).

- რა უპირატესობა აქვს კვლევის ლაბორატორიულ მეთოდებს სინჯებთან შედარებით?

- “კანის ტესტები” ინ ვივო ტესტებია. ამ დროს ალერგენი უშუალოდ ზემოქმედებს პაციენტის კანზე. კანის ტესტი, მაგალითად, მედიკამენტური სინჯი, საკმაოდ მაღალი მგრძნობელობისაა. ის სწრაფია, დაახლოებით ნახევარ საათშია შესაძლებელი შედეგის შეფასება და “დამნაშავე ალერგენის” დადგენა. მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში სინჯის ჩატარება არ არის რეკომენდებული, რადგანაც ზედმეტად მგრძნობიარე კანი სარწმუნო შედეგს არ მოგვცემს. ასეთ დროს ენიჭება ლაბორატორიულ მეთოდებს უპირატესობა.

ლაბორატორიული კვლევისას სისხლში იმუნოგლობულინი განისაზღვრება. გარემოში უამრავი პოტენციური ალერგენია, ალერგიული პირის ორგანიზმში კი მათ საწინააღმდეგოდ ანტისხეულები გამომუშავდება. ადამიანის ვენურ სისხლში სპეციალური აპარატით შესაძლებელია განისაზღვროს ალერგენის საწინააღმდეგო (ოთახის მტვერი, მცენარეული მტვერი, ცხოველთა ბეწვი, სოკოები, ფუტკრის შხამი, სკავები) ანტისხეულები - ე.წ. Iგ E. აპარატი, რომელიც განსაზღვრავს სპეციფიურ Iგ E-ს, მსოფლიოში აღიარებულია ალერგიული კვლევის ოქროს სტანდარტად.

- რა დანიშნულებით გამოიყენება ალერგიის საწინააღმდეგო ვაქცინა?

- ალერგიის საწინააღმდეგო ვაქცინაცია (ჰიპოსენსიბილიზაცია) გამოიყენება ალერგიით დაავადებული ავადმყოფების სამკურნალოდ. მისი არსი ორგანიზმში “დამნაშავე” ალერგენის აღმოფხვრაა. ალერგიის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შედეგად ქვეითდება ორგანიზმის მგრძნობელობა ალერგენის მიმართ, რაც ალერგიის ბუნებრივი ექსპოზიციისას კლინიკური სიმპტომების შემცირებაში ან მთლიანად აღკვეთაში გამოვლინდება. ეს არის იმუნოთერაპიული საშუალება, რომელიც შეიცავს ალერგენების ექსტრაქტს, რომლისადმიც პაციენტს მომატებული მგრძნობელობა აქვს.

- რამდენად ეფექტურია იგი?

მისი უპირატესობა ის გახლავთ, რომ:

  • წარმატებული კურსის ჩატარების შემდეგ აღინიშნება ხანგრძლივი რემისია;
  • არ ფართოვდება იმ ალერგენების სპექტრი, რომელთა მიმართაც ფორმირდება ზემგრძნობელობა;
  • აღარ პროგრესირებს დაავადება და შესაძლებელია მხოლოდ მსუბუქი კლინიკური გამოვლინება;
  • მცირდება ალერგიის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებზე მოთხოვნა;
  • ეს არის მკურნალობის საშუალება, ის მოქმედებს ალერგიული პროცესის ყველა მნიშვნელოვან რგოლზე და ხასიათდება ხანგრძლივი პროფილაქტიკური ეფექტით.

- ახასიათებს თუ არა გვერდითი მოვლენები და ვისთვის იკრძალება აღნიშნული ვაქცინაცია?

- მკურნალობის ეს მეთოდი აუცილებლად ექიმმა-ალერგოლოგმა უნდა ჩაატაროს სპეციალიზებულ ალერგოლოგიურ დაწესებულებაში.

ვაქცინაცია არ გამოიყენება:

  • ორსულებსა და მეძუძურ დედებთან;
  • ალერგიის გამწვავების პერიოდში;
  • მცირე ასაკის ბავშვებში.

პროცედურის წინ პაციენტი აუცილებლად უნდა გასინჯოს ექიმმა და ის უნდა იყოს ჯანმრთელი.

პროცედურის შემდეგ პაციენტმა 30 წუთის განმავლობაში არ უნდა დატოვოს სამედიცინო დაწესებულება.