ალერგიული დაავადებების დიაგნოსტიკისა და ვაქცინაციის პრინციპები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2019

კითხვა-პასუხი

ალერგიული დაავადებების დიაგნოსტიკისა და ვაქცინაციის პრინციპები

ალერგიული დაავადებების დიაგნოსტიკისა და ვაქცინაციის პრინციპები
ალერგიის ამა თუ იმ ფორმით შეწუხებულებმა კარგად იციან, რამდენად უსიამოვნო მდგომარებაა ალერგია და რამდენ შეზღუდვასა და სირთულეს უკავშირდება. საერთაშორისო კვლევებით დადგენილია, რომ სადღეისოდ მთელი მოსახლეობის 30%-ს აღენიშნება ამა თუ იმ ფორმის ალერგია. პროგნოზიც არაკეთილსაიმედოა, რადგან ეს ციფრი მომავალში კიდევ გაიზრდება. უკანასკნელ პერიოდში კი ასეთი ცნებაც გაჩნდა: პოლივალენტური ალერგია. რაზე შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქცია და რამდენად შესაძლებელია ვაქცინაციით მისგან თავის დახსნა, ამ საკითხებზე გვესაუბრება “ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრი ჯაფარიძე/ქევანიშვილის კლინიკის” ექიმი-ალერგოლოგი, ლალი ბერიძე.

- ქალბატონო ლალი, დიაგნოსტიკის რა მეთოდები არსებობს ალერგოლოგიაში?

-
ალერგია “არანორმალურად” მომატებული მგრძნობელობაა იმ ნივთიერებების მიმართ, რომლებიც სხვა ადამიანებისთვის უსაფრთხოდ მიიჩნევა და მათთან კონტაქტი, ჩვეულებრივ, უსაფრთხოდ ითვლება.

სადღეისოდ ალერგიით ყოველი მესამე ადამიანი ავადობს, ამიტომ დიაგნოსტიკას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ეს კომპლექსური გამოკვლევის გეგმაა, რომელიც სწორი დიაგნოზის
დასმაში გვეხმარება:

  • დაავადების ისტორია;
  • ფიზიკური გასინჯვა;
  • გარეგანი სუნთქვის გამოკვლევა;
  • სისხლის საერთო ანალიზი;
  • ნახველისა და ცხვირის სეკრეტის ციტოლოგიური კვლევა;
  • კანის სინჯები ალერგენებით (კანის ტესტები);
  • სპეციალური ანტისხეულების Ig E-ს და საერთო Ig E-ს შეფასება.

- რა შეიძლება გახდეს ალერგიული კვლევის ჩატარების ჩვენება?

- კვლევის ჩატარების ძირითადი ჩვენება შეიძლება გახდეს ალერგიის მთავარი სიმპტომები:

  • სურდო;
  • ცრემლდენა;
  • ცხვირის, თვალების, სასის ქავილი;
  • ცემინება;
  • ცხვირის დაცობა;
  • ცხვირში ზეწოლის შეგრძნება;
  • ყურის დახშობა;
  • თვალების ქვემოთ მუქი რკალები;
  • კანზე გამონაყარი (ჭინჭრის ციება).

- რა უპირატესობა აქვს კვლევის ლაბორატორიულ მეთოდებს სინჯებთან შედარებით?

- “კანის ტესტები” ინ ვივო ტესტებია. ამ დროს ალერგენი უშუალოდ ზემოქმედებს პაციენტის კანზე. კანის ტესტი, მაგალითად, მედიკამენტური სინჯი, საკმაოდ მაღალი მგრძნობელობისაა. ის სწრაფია, დაახლოებით ნახევარ საათშია შესაძლებელი შედეგის შეფასება და “დამნაშავე ალერგენის” დადგენა. მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში სინჯის ჩატარება არ არის რეკომენდებული, რადგანაც ზედმეტად მგრძნობიარე კანი სარწმუნო შედეგს არ მოგვცემს. ასეთ დროს ენიჭება ლაბორატორიულ მეთოდებს უპირატესობა.

ლაბორატორიული კვლევისას სისხლში იმუნოგლობულინი განისაზღვრება. გარემოში უამრავი პოტენციური ალერგენია, ალერგიული პირის ორგანიზმში კი მათ საწინააღმდეგოდ ანტისხეულები გამომუშავდება. ადამიანის ვენურ სისხლში სპეციალური აპარატით შესაძლებელია განისაზღვროს ალერგენის საწინააღმდეგო (ოთახის მტვერი, მცენარეული მტვერი, ცხოველთა ბეწვი, სოკოები, ფუტკრის შხამი, სკავები) ანტისხეულები - ე.წ. Iგ E. აპარატი, რომელიც განსაზღვრავს სპეციფიურ Iგ E-ს, მსოფლიოში აღიარებულია ალერგიული კვლევის ოქროს სტანდარტად.

- რა დანიშნულებით გამოიყენება ალერგიის საწინააღმდეგო ვაქცინა?

- ალერგიის საწინააღმდეგო ვაქცინაცია (ჰიპოსენსიბილიზაცია) გამოიყენება ალერგიით დაავადებული ავადმყოფების სამკურნალოდ. მისი არსი ორგანიზმში “დამნაშავე” ალერგენის აღმოფხვრაა. ალერგიის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შედეგად ქვეითდება ორგანიზმის მგრძნობელობა ალერგენის მიმართ, რაც ალერგიის ბუნებრივი ექსპოზიციისას კლინიკური სიმპტომების შემცირებაში ან მთლიანად აღკვეთაში გამოვლინდება. ეს არის იმუნოთერაპიული საშუალება, რომელიც შეიცავს ალერგენების ექსტრაქტს, რომლისადმიც პაციენტს მომატებული მგრძნობელობა აქვს.

- რამდენად ეფექტურია იგი?

მისი უპირატესობა ის გახლავთ, რომ:

  • წარმატებული კურსის ჩატარების შემდეგ აღინიშნება ხანგრძლივი რემისია;
  • არ ფართოვდება იმ ალერგენების სპექტრი, რომელთა მიმართაც ფორმირდება ზემგრძნობელობა;
  • აღარ პროგრესირებს დაავადება და შესაძლებელია მხოლოდ მსუბუქი კლინიკური გამოვლინება;
  • მცირდება ალერგიის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებზე მოთხოვნა;
  • ეს არის მკურნალობის საშუალება, ის მოქმედებს ალერგიული პროცესის ყველა მნიშვნელოვან რგოლზე და ხასიათდება ხანგრძლივი პროფილაქტიკური ეფექტით.

- ახასიათებს თუ არა გვერდითი მოვლენები და ვისთვის იკრძალება აღნიშნული ვაქცინაცია?

- მკურნალობის ეს მეთოდი აუცილებლად ექიმმა-ალერგოლოგმა უნდა ჩაატაროს სპეციალიზებულ ალერგოლოგიურ დაწესებულებაში.

ვაქცინაცია არ გამოიყენება:

  • ორსულებსა და მეძუძურ დედებთან;
  • ალერგიის გამწვავების პერიოდში;
  • მცირე ასაკის ბავშვებში.

პროცედურის წინ პაციენტი აუცილებლად უნდა გასინჯოს ექიმმა და ის უნდა იყოს ჯანმრთელი.

პროცედურის შემდეგ პაციენტმა 30 წუთის განმავლობაში არ უნდა დატოვოს სამედიცინო დაწესებულება.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
ნერვული სისტემის გაძლიერებისთვის -60აბი
ფასი: 22.9
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
მხედველობის ჯანმრთელობისთვის-30აბი
ფასი: 44.9
მსგავსი სიახლეები
რამდენიმე დღის წინ თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი ძგიდის ოპერაციის დროს გარდაიცვალა. ირაკლი კობიაშვილს
10-05-2019
ინსულტი მრსხანე და მძიმე დაავადებაა, რომლის დროსაც მოსალოდნელია
05-02-2019
ატმოსფერული ტემპერატურის შემცირებასთან ერთად,
05-02-2019
დიეტოლოგია
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც
ცნობილია, რომ ნიგოზი ებრძვის კიბოს, აქვეითებს ანთების დონეს, ამუხრუჭებს დაბერების პროცესს და
გარგარი შეიცავს პექტინს - ნაერთს, რომელსაც ღვიძლიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნის უნარი გააჩნია. პექტინი
კატეგორიის სხვა სტატიები
რამდენიმე დღის წინ თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი ძგიდის ოპერაციის დროს გარდაიცვალა. ირაკლი კობიაშვილს
ალერგიული რეაქციები, მათ შორის ატოპიური დერმატიტი, ჩვეულებრივ, აღმოცენდება მაშინ, როდესაც T-ლიმფოციტები,
ატმოსფერული ტემპერატურის შემცირებასთან ერთად,
დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვის მდგომარეობა, რომელიც იაშვილის სახელობის
H1N1-ით, ე.წ. ღორის გრიპის ვირუსით 10 თვის ბავშვი გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში
აღსრულდა, თქვენ ორსულად ხართ! ერთმანეთში აირია გრძნობები და ემოციები,
მუცლის შებერილობას იწვევს აირების ჭარბი დაგროვება, ამის შესამცირებლად იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავში დაგროვილი აირების შთანთქმას.
რა დაავადებაა პნევმოსკლეროზი, როგორ ვლინდება იგი და რას გულისხმობს ამ პათოლოგიის პროფილაქტიკა,
ტესტით სისხლში იძებნება დაავადებისთვის დამხასიათებელი დნმ-ის ფრაგმენტი, რაც ინვაზიური სადიაგნოსტიკო
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად