სიმსუქნე ბავშვებთან ბრონქული ასთმის განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სიმსუქნე ბავშვებთან ბრონქული ასთმის განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის

გაცხიმოვნება, - აღნიშნულია პედიატრიის ამერიკული აკადემიის ყოველთვიური ჟურნალის ახალ ნომერში.

ამერიკელი მეცნიერები აცხადებენ, რომ ბავშვებთან ბრონქული ასთმის შემთხვევათა სულ მცირე 10 %-ის არიდება შეიძლება სიმსუქნის პრობლემის გადაჭრით. ეს განცხადება ეყრდნობა კვლევას, რომელიც მოიცავს 2-დან 17 წლამდე ასაკის 500 ათასი ბავშვის სამედიცინო მონაცემების ანალიზს.

ექსპერტებმა შეადარეს ასთმის გავრცელების დონე და თავისებურებანი როგორც გაცხიმოვნების მქონე პაციენტებთან, ასევე ნორმალური წონის ბავშვებთან. Gგაირკვა, რომ ბრონქული ასთმა გაცილებით ხშირად გვხვდება პირველ ჯგუფში და შემთხვევათა 23-27% პირდაპირ კავშირშია სიმსუქნესთან.

გარდა ამისა, მეცნიერთა ანალიზით, გაცხიმოვნება საზოგადოდ ამძიმებს სასუნთქი გზების ქრონიკულ ანთებით დაავადებებს. "ასთმა ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული პედიატრიული პრობლემაა. სიმსუქნის გამომწვევ ფაქტორთა აღმოფხვრა ასთმის მკურნალობისა და პროფილაქტიკის საქმეში პრიორიტეტული უნდა გახდეს!", - მიუთითებენ კვლევის ამერიკელი ავტორები.

თინათინ გოცაძე