რატომაა საშიში ჭურჭლის სარეცხი საშუალებები და როგორ ავიცილოთ საფრთხე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომაა საშიში ჭურჭლის სარეცხი საშუალებები და როგორ ავიცილოთ საფრთხე

კანს ვიტამინებით. ჩვენი ყოველდღიური მოხმარების ერთ-ერთი საგანი ჭურჭლის სარეცხი საშუალებაა. მაღაზიაში წარმოდგენილია ნებისმიერი გემოვნებისა და ფერის გელები: გვირილის, ალოეს ექსტრაქტით, დამატენიანებელი ზეთებით და ა.შ.

სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ ყველა ეს დანამატი მყიდველის მოსაზიდადაა და კანისთვის სასარგებელო არაა. სარეცხი საშუალება არაა ხელის კრემი და მას კანის დატენიანება არ შეუძლია, პირიქით ჭურჭლის სარეცხი ნებისმიერი საშუალება შლის კანის დამცავ ფენას და იწვევს სიმშრალეს, აქერცვლას, გამოდევნის კანიდან ტენს.

სარეცხი საშუალების ერთ-ერთი აგრესიული კომპონენტი აშორებს სწორედ ჭურჭელს ცხიმსა და ჭუჭყს და მიჰყავს კანი აქერცვლამდე. ამიტომაც საჭიროა ჭურჭლის რეცხვა რეზინის ხელთათმანებში. ალერგიისკენ მიდრეკილ ადამიანებში შიშველი ხელით ჭურჭლის რეცხვამ შეიძლება დერმატიტი გამოიწვიოს.

სარეცხი საშუალების ყველა არომატი, იქნება ეს ლიმონი თუ ჟენშჩენი, მოწოდებულია არა რეცხვის პროცესის შესალამაზებლად, არამედ გელში შემავალი ქიმიკატების მკვეთრი სუნის შესანიღბად. დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებში ამან შეიძლება გამოიწვიოს შაკიკის გამწვავება და სასუნთქი გზების დაავადებები.

ყველაზე დიდი ზიანი ორგანიზმს სარეცხმა საშუალებამ შეიძლება მოუტანოს, თუ ჭურჭელს კარგად არ გავავლებთ და გელი დარჩება თეფშზე. ასეთ შემთხვევაში საჭმელთან ერთად, კუჭში ქიმიკატებიც მოხვდება. ქიმიკატების რეგულარული მირთმევა გამოიწვევს: კვებით მოწამვლას, ნივთიერებათა ცვლის დარღვევას, შინაგანი ორგანოების მუშაობის შეფერხებას, გასტრიტს და კუჭის წყლულს. ამგვარად, ადამიანმა წელიწადში შეიძლება შეჭამოს 1 ჭიქა ჭურჭლის სარეცხი საშუალება.

როგორ ავარიდოთ ორგანიზმი მავნე ნივთიერებებს?

შეარჩიეთ სარეცხი საშუალება გულდასმით და წაიკითხეთ ეტიკეტზე შემადგენლობა. მნიშვნელოვანია, რომ კომპონენტებს შორის არ იყოს ხელოვნური არომატიზატორები, ეთილენდიამინტეტრაძმარმჟავა, რომლის ხარჯზეც ხდება ქაფის წარმოქმნა.

ორგანიზმის დასაცავად, სპეციალისტები გვირჩევენ, რომ სარეცხი საშუალება გავხსნათ წყალში, გულდასმით გავრცხოთ ღრუბელი და გავავლოთ ჭურჭელი არა ნაკლებ 20 წამისა.

მოწამვლის შესაძლებლობის სრულად გამოსარიცხად, ნუ გამოიყენებთ ჭურჭლის სარეცხ საშუალებას და ცხიმების მოსაშორებლად შეცვალეთ იგი სოდით ან სარეცხი საპნით.

ლალი ჩხიკვაძე