ალერგია ციფრები, ფაქტები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ალერგია ციფრები, ფაქტები

ალერგიას როგორც მოვლენას სპეციალისტები არაერთი ათეული წელია იკვლევენ. ამასობაში პრობლემა სულ ახალ-ახალი რეაქციებით ვლინდება და კიდევ უფრო მეტი რამ ხდება გაურკვეველი და გაუგებარი მის გამომწვევ მექანიზმში. მატულობს გადაუჭრელ საკითხთა ნუსხაც.

ფაქტი 1. ალერგია დაავადება არ არის

სადიაგნოსტიკო კომპლექსისა და ანტიალერგიული პრეპარატების სიუხვის მიუხედავად, სპეციალისტები გვიმტკიცებენ, რომ ალერგია დაავადება არ არის, იგი ორგანიზმის მწვავე, არაადეკვატური რეაქციაა ალერგენთან კონტაქტის საპასუხოდ.

ფაქტი 2. ალერგია უმეტესად პირმშოთა პრობლემაა

ალერგიული რეაქციები უპირატესად პირველ შვილებს უვლინდებათ - ეს იაპონელი მეცნიერების მრავალწლიანი დაკვირვების შედეგია. ისინი ეძებდნენ ამის გამომწვევ მიზეზსაც, თუმცა, უშედეგოდ.

ფაქტი 3. ყველაზე გავრცელებული ფორმა საკვებზე ალერგიაა

უკანასკნელ წლებში ალერგიის ყველაზე გავრცელებული ფორმა კვებითი გახდა. საკვებიდან ყველაზე ძლიერი და ზოგჯერ ლეტალური ალერგენი მიწის თხილია. დედამიწის მოსახლეობის 2% მიწის თხილისადმი ალერგიულია, მათგან 10-დან 20%-ში მიწის თხილის შეჭმა მძიმე შედეგით სრულდება.

ფაქტი 4. ალერგია ელექტრობაზე

შვედეთი მსოფლიოს ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ელექტრობაზე ალერგია ოფიციალურად აღიარეს დაავადებად. ელექტრობაზე ალერგიულებს კანონის საფუძველზე შეუძლიათ შეზღუდული უნარის მქონე პირის სტატუსი მიიღონ. ალერგიის ეს ტიპი შვედეთის მოსახლეობის 3%-ის პრობლემაა.

ფაქტი 5. ეგზოტიკური ალერგენები

უკანასკნელ წლებში აღმოჩენილია ალერგიის ეგზოტიკური ფორმები: ალერგია მზეზე, ჭი-ფი-ზე, მობილურ ტელეფონებზე და სხვა. ჯერჯერობით ისინი ფსევდოალერგიის სტატუსს ატარებენ, თუმცა მათზე ალერგიის მქონეთა რიცხვი იმდენად სწრაფად მატულობს, რომ სპეციალისტები იძულებულნი ხდებიან გაცილებით დეტალურად შეისწავლონ საკითხი და მოიძიონ ალერგიულ რეაქციათა თანმდევი სიმპტომების კუპირების გზები.

ფაქტი 6. ალერგია გენეტიკური კომპონენტია

ალერგია გენეტიკით დეტერმინებული მოვლენაა. თუ ერთ-ერთი მშობელი ალერგიულია, მაშინ ბავშვს 30%-ით აქვს ანალოგიური ტიპის ალერგიის განვითარების ალბათობა იმავე ტიპის ალერგენებზე და 12%-ით სხვა ტიპის ალერგენზე, თუ ორივე მშობელი ალერგიულია, მაშინ ჰიპერმგრძნობელობის განვითარების შესაძლებლობა შესაბამისად 70% და 23%-ით მატულობს.

მოზრდილ ასაკში განვითარებული ალერგია მთელი ცხოვრება ნარჩუნდება, თანდაყოლილი რეაქცია კი, მოსალოდნელია, მოზრდილობაში დაიძლიოს.

ფაქტი 7. ალერგიას ვერსად დაემალები

ალერგიის გამომწვევ მცენარეთა მტვერი ზომით იმდენად მცირე და მსუბუქია, რომ ჰაერში შეუძლიათ კილომეტრებზე გავრცელდნენ. მაგალითად, ამბროზიის მტვერს ჰიპერმგრძნობელობის მქონე ადამიანებთან ალერგიული რეაქციების გამოწვევა მაშინაც შეუძლია, თუ ისინი ღია ზღვაში, მცენარის ადგილსამყოფელიდან 370 კილომეტრში და 500 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებიან.

ჰიპერმგრძნობელობის გამოსაწვევად ჰაერში მტვრის განსაზღვრული კონცენტრაციაა საჭირო, ამბროზიისთვის ეს მტვრის გაჩენიდან 2 დღეა.

ფაქტი 8. ტელევიზორიც ალერგენია

ტელეეკრანის ხანგრძლივი და რეგულარული ყურება ასთმის განვითარების მაპროვოცირებელია. სწორედ ის ბავშვები ხდებიან ალერგიის სამიზნეები, რომლებიც დღეში 2 სთ-ზე მეტს ატარებენ კომპიუტერის ან ტელევიზორის წინ.

ფაქტი 9. შინაურ ცხოველებთან სიფრთხილე არ გვაწყენს!

სიფრთხილე არ გვაწყენს მაშინ, როდესაც ოჯახში შინაური ცხოველების ყოლას გადავწყვეტთ. თქვენი შვილების სიცოცხლის პირველ წელს უმჯობესია გადადოთ ამ ჩანაფიქრის განხორციელება, რამდენადაც ამ ასაკში შინაურ ცხოველებთან კონტაქტი, შესაძლოა, მომავალში მწვავე ალერგიული რეაქციების განვითარების მიზეზი გახდეს.

ფაქტი 10. რაციონი ალერგიასაც აქვს

ადამიანები, რომლებიც საკმარისი რაოდენობით იღებენ C, B და E ვიტამინებით მდიდარ საკვებს, ნაკლებად ებმებიან ალერგიის ხაფანგში.

ფაქტი 11. ადამიანზე ალერგიაც არსებობს

ეს ბრიტანელმა სპეციალისტებმა დააფიქსირეს, როდესაც ადამიანებს კონკრეტულ პირებთან შეხებისას კანზე სხვადასხვა ტიპის გამონაყარი უჩნდებოდათ.