დაიცავით თავი ალერგიისგან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დაიცავით თავი ალერგიისგან

რომელთან კონტაქტსაც მისი ორგანიზმი განსხვავებული და მეტად ძლიერი რეაქციით პასუხობს. დედამიწაზე არსებული ყველა ალერგენი პირობითად შეიძლება 4 ძირითად ჯგუფად დაიყოს: კვებითი, მცენარეული, საყოფაცხოვრებო და ქიმიური. ამასთან, სირთულე ის არის, რომ ყოველი ადამიანის რეაქცია ამა თუ იმ გამღიზიანებელზე მკაცრად განსაზღვრული და განსხვავებულია.

გავრცელებული კვებითი ალერგენები

ყველაზე გავრცელებული კვებითი ალერგენია ძროხის რძე. ბავშვებთან ალერგიული რეაქციების 90%-ს სწორედ იგი იწვევს. ჩვეულებრივ, ეს 3 წლამდე ასაკში ვლინდება. თუმცა მოზრდილებთანაც საკმაოდ ხშირად გვევლინება ალერგენად. ცილის რძეზე ალერგიულებთან მოჭარბებული რეაქციები შესაძლოა გამოიწვიოს ყველმა, იოგურტმა და სხვა ტიპის რძემჟავა პროდუქტებმა.

ხშირად იწვევს ალერგიას ზღვის პროდუქტებიც. ყველაზე ხშირად ამას ზღვის და ოკეანის ეგზოტიკური ბინადრები ახერხებენ: რვაფეხა, მოლუსკები, მიდიები, კიბორჩხალები, შედარებით იშვიათად - თევზები.

გავრცელებული ალერგენია ხიზილალა. აღსანიშნავია, რომ თუ რძეზე ალერგია შედარებით პატარა ასაკის ბავშვებთან ვლინდება და ალერგიული რეაქციები ასაკის მატებასთან ერთად მცირდება, ზღვის პროდუქტებზე ალერგია ძირითადად მოზრდილების პრობლემაა და ის ასაკთან ერთად არ კლებულობს.

მიწის თხილი - ასეთი გემრიელი და სასარგებლო პროდუქტი ასევე შესაძლოა ზოგიერთისთვის საკმაოდ ძლიერი ალერგენი აღმოჩნდეს. მასზე ალერგიული რეაქციები ერთ-ერთი ყველაზე მწვავე რეაქციათა შორისაა. მისი გამოცნობა შეუძლებელია, იგი შესაძლოა გამოვლინდეს სუნთქვის გაძნელებით და დასრულდეს ანაფილაქსიური შოკით. მიწის თხილზე ალერგიას ასევე ვერაფერს აკლებს წლები, ამ პროდუქტზე ალერგიის შემთხვევაში სპეციალისტები პაციენტებს ყველა იმ პროდუქტის მიღებაზე უარის თქმას ურჩევენ, რომლებიც მას მიკროსკოპული რაოდენობითაც კი შეიცავენ.

კვერცხის ცილა - ჩვეულებრივ, ალერგიული რეაქციები ვლინდება კანზე გამონაყარით, ასთმით, კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული პრობლემებით.

კვერცხის ცილა ერთობ გავრცელებული ნივთიერებაა, რომელიც, კვების მრეწველობის გარდა, ფართოდ გამოიყენება ფარმაკოლოგიასა და კოსმეტოლოგიაში, ამიტომ მასზე ალერგიისას ეს ფაქტი აუცილებლად უნდა გათვალისწინდეს. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ მშობლებს, რამდენადაც გეგმური ვაქცინაციისას გამოყენებული ვაქცინების ნაწილი სწორედ კვერცხის ცილაზეა დამზადებული.

კენკრა, ციტრუსი და შოკოლადი - ასევე შესაძლოა ძლიერი ალერგიული რეაქციების გამომწვევი მიზეზი გახდეს.

მარცვლოვნები - ასევე საკმაოდ გავრცელებული კვებითი ალერგენებია, ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა ხორბალი, შემდეგ კი სიმინდი და შვრია.

გავრცელებული საყოფაცხოვრებო ალერგენები

ობის სოკოები - გვხვდება როგორც ბუნებაში, ისე სახლებსა და ბინებში. სახლებში მისი საყვარელი ადგილი ბნელი და ნესტიანი სათავსოებია: სამზარეულო, სააბაზანო და სარდაფი. მის მოსაცილებლად საჭიროა ოზონატორებისა და იონიზატორების გამოყენება.

მიკროსკოპული ტკიპა - მისი აღმოჩენა ნებისმიერ სახლშია შესაძლებელი, ისინი იწვევს ალერგიულ რინიტს, ასთმასა და ეგზემას. მიკროსკოპული ტკიპა იკვებება კანის აქერცლილი, მკვდარი ნაწილებით. მათი რაოდენობის შემცირება შესაძლებელია პერიოდულად ჩატარებული სპეციალური დასუფთავებით და რადგან ისინი ყველაზე მეტად ბინადრობენ ხალიჩებში, ამიტომ მასზე ალერგიისას სახლი უნდა გათავისუფლდეს ხალიჩებისა და მსგავსი ნივთებისგან, თუმცა მიკროსკოპული ტკიპასგან საცხოვრებელი გარემოს აბსოლუტური გასუფთავება პრაქტიკულად შეუძლებელია.

შინაური ცხოველების ბეწვი და ფრინველების ბუმბული - ამგვარ ალერგენებზე მომატებული მგრძნობელობის მქონეებთან რეაქციები შესაძლოა გამოიწვიოს ძალზე საყვარელი ძაღლის, კატის ბეწვმა, ნერწყვმა, ქერტლმა და შარდმა. ამასთან, ზოგჯერ ადამიანებს გარკვეული ჯიშის ცხოველზე უვლინდება ალერგია, ზოგჯერ კი ნებისმიერი ჯიშის ცხოველი და ფრინველი იწვევს ალერგიულ რეაქციებს.

ყველაზე გავრცელებული ქუჩის ალერგენებია მწერების შხამი, ამ მხრივ ყველაზე მძლავრი ალერგენია ფუტკრისა და კრაზანას, აგრეთვე ჭიანჭველას შხამი, რომლებსაც შეუძლიათ ადამიანებში მყისიერი ანაფილაქსიური შოკის გამოწვევა.

გავრცელებული საყოფაცხოვრებო ალერგენები

მცენარეთა მტვერი - მცენარეების ყვავილობის პერიოდი ალერგიული პირებისთვის ნამდვილი უბედურებაა. ამ დროს მათ ეწყებათ ალერგიული რინიტი და განსხვავებული სიმწვავის ცხელებები. მცენარეთა მტვერზე ალერგიას ასევე თან ახლავს ცემინება, ცრემლდენა და ცხვირში გაჭედვა. გაზაფხულზე ხშირია ალერგია მტვერზე და ამ მხრივ გამორჩეული მცენარეა ამბროზია. ალერგიული რეაქციების 75% სწორედ მისი მტვრის დამსახურებაა. ამბროზიის მოქმედების რადიუსი საკმაოდ დიდია და ყოველთვის არც იმის განსაზღვრაა შესაძლებელი, თუ საიდან ქრის ქარი. შესაბამისად, მისგან თავდაცვის ყველაზე საიმედო საშუალება ანტიჰისტამინური პრეპარატებით მკურნალობაა.

გავრცელებული საყოფაცხოვრებო ალერგენები

მედიკამენტები - ყველაზე გავრცელებული ალერგენი ანტიბიოტიკებია, გამოირჩევა პენიცილინი და მისი ჯგუფის ანტიბიოტიკები, ალერგენებია სულფანილამიდური პრეპარატებიც. უნდა აღინიშნოს, რომ ანტიბიოტიკებზე ალერგია მთელი ცხოვრების მანძილზე ნარჩუნდება, ამიტომ ნებისმიერი ტიპის მკურნალობისას აუცილებელია ადამიანმა, რომელსაც თუნდაც ერთხელ გამოუვლინდა მომატებული მგრძნობელობა ანტიბიოტიკზე, აცნობოს ექიმს.

ხშირი ალერგენებია ასპირინი, ანალგინი, ნოვოკაინი და B ჯგუფის ვიტამინები. საყოფაცხოვრებო ქიმია - გადასახედია, მომატებული მგრძნობელობა ხომ არ უკავშირდება ჩვეულ სარეცხ და სამზარეულოში საწმენდ საშუალებებს, საპონსა და შამპუნსაც კი.