როგორ ვმართოთ ალერგია - რჩევები ალერგოლოგ მურმან კიკვიძისგან - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

როგორ ვმართოთ ალერგია - რჩევები ალერგოლოგ მურმან კიკვიძისგან

როგორ ვმართოთ ალერგია - რჩევები ალერგოლოგ მურმან კიკვიძისგან
მის საფუძველზე (შექმნილი „გაიდლაინით“, იგივე გზამკვლევით) მიმდინარეობს. აღნიშნული ინსტიტუტის ხელშეწყობით, 1995 წლიდან, ქართველ მედიკოსებთან თანამშრომლობით, „გაიდლაინი“ ადაპტირდა და დღეისათვის საზოგადო საექიმო პრაქტიკაში ქართულ ენაზე ასთმის მართვის პროტოკოლი არსებობს.

ყოველწლიურად, მაისის თვეში, ასთმის მსოფლიო დღე იმართება, რაც ეხმარება ასთმის კვ­ლევასა და მკურნალობაში არსებული სიახლეების გაცნობას ექიმებისათვის, ასევე ამ კუთხით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას.

ასთმის გლობალური ინიციატივის რეკომენდაციით, 2006 წელს შემუშავდა ასთმის კლასიფიკაცია კონტროლის დონის მიხედვით:

  • კონტროლირებული;
  • ნაწილობრივ კონტროლირებული;
  • არაკონტროლირებული.

2007-2014 წლებში ასთმის მსოფლიო დღის გზავნილი იყო - „თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ ასთმა!“

2015 წელს იგივე თემა დარჩა - „დროა გააკონტროლოთ ასთმა!“

2018 წელსაც არ შეცვლილა - „თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ ასთმა, არასოდეს არის გვიან მისი მკურნალობა!“

ასე რომ, ასთმა კონტროლს დაქვემდებარებული დაავადებაა, ანუ შესაძლებელია მისი კონტროლი. ბრონქული ასთმა ხასიათდება სასუნთქ გზებში ქრონიკული ანთებით. მას ახასიათებს მსტვინავი ხიხინი, ქოშინი, შებოჭილობა გულმკერდის მიდამოში, ხველა. ასთმის სიმპტომების განვითარებას ან გაუარესებას იწვევს ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა:

  • ალერგენები;
  • ვირუსული ინფექცია;
  • თამბაქოს მოხმარება;
  • ფიზიკური ვარჯიში;
  • სტრესი.

- ბრონქული ასთმის გამომწვევი ალერგენებიდან რომელს გამოყოფდით?

- ასთმის გამომწვევი ალერგენების ძირითადი წარმომადგენელი აეროალერგენებია, რომლებიც სასუნთქ გზებში ჰაერით ხვდება. ისინი ორგანიზმში პირველად მოხვედრის შემდეგ იწვევენ სენსიბილიზაციას - ალერგიულ მზადყოფნას და უკვე განმეორებითი კონტაქტის დროს - დაავადების სიმპტომებს, განპირობებულს ალერგიული რეაქციით. ალერგიული მზადყოფნა რომ გამოიწვიოს მტვერმა, აუცილებელია მისი ნაწილაკები იყოს წვრილი, მნიშვნელოვანი რაოდენობით და დიდხანს იყოს ჰაერში შეწონად მდგომარეობაში.

აეროალერგენებს მიეკუთვნება:

  • ოთახის მტვრის ტკიპა;
  • მცენარეული მტვრის ალერგენები;
  • სოკოების სპორები;
  • ცხოველური წარმოშობის ალერგენები (ძაღლის, კატის ეპიდერმისი).

აღნიშნულ ალერგენებთან შედარებით, სასუნთქი გზების ალერგიული დაავადებები ნაკლებად შეიძლება იყოს კვებითი ალერგენების მიზეზით გამოწვეული. ასთმის შეტევა შეიძლება ზოგიერთი მედიკამენტის (ანტიბიოტიკები, ასპირინი, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები) მიღებამაც გამოიწვიოს.

ასთმა იმყოფება გარკვეული გენეტიკური კონტროლის ქვეშ. ის ატოპიური დაავადებაა. ატოპია ალერგიის ისეთი სახეა, რომლის დროსაც წარმმართველი მემკვიდრეობაა. ალერგია შეიძლება ყველას დაემართოს, მაგრამ ბავშვებთან მისი განვითარება განსაკუთრებით მაშინ არის მოსალოდნელი, როდესაც მშობელთაგან რომელიმეს ან ორივეს აქვს ალერგიის ესა თუ ის გამოვლინება. ამიტომ აქცევს ექიმი ანამნეზის შეკრების დროს ყურადღებას პაციენტის ახლო ნათესავებთან ატოპიას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სრულებით არ არის სავალდებულო, ალერგიული მშობლების შვილს აუცილებლად გამოუვლინდეს ალერგია.

- როგორია თანამედროვე რეკომენდაციები ბრონქული ასთმით დაავადებულთათვის?

რეკომენდაციები


ოთახის მტვრისმიერი ბრონქული ასთმით დაავადებულთათვის

მიზანი - შემცირდეს ტკიპის ალერგენის კონცენტრაცია სახლში.

ამისათვის საჭიროა:

  • ლოგინის თეთრეულის რეგულარულად (1-2 კვირაში ერთხელ) გარეცხვა 55-60ოჩ ტემპერატურის წყლით, რათა განადგურდეს ტკიპები (ცივ წყალში რეცხვისას ტკიპების ალერგენის რაოდენობა 90%-ით მცირდება, ხოლო 55-60ოჩ ტემპერატურის გავლენით თვით ტკიპები იღუპებიან);
  • ბალიშის, გადასაფარებლების გარეცხვა ასევე 55-60ოჩ ტემპერატურის წყალში (ლეიბი და ბალიში უნდა მოთავსდეს დამცავ შალითაში);
  • საცხოვრებელი ბინის რეგულარულად განიავება (ტენიანობა 50%-ზე ნაკლები უნდა იყოს);
  • ტკიპების გამანეიტრალებელი აეროზოლების გამოყენება.

დამატებითი ღონისძიებები:

  • საჭიროა მძლავრი მტვერსასრუტის გამოყენება მშრალი საჰაერო ფილტრებით;
  • ბინა უნდა დალაგდეს სველი წესით;
  • არ არის სასურველი ნაჭრის ფარდები და ფარდაგები საძინებელში;
  • რბილი ავეჯი უნდა შეიცვალოს ტყავის, ვინილის ზედაპირიანით;
  • ნაკლებად გამოიყენეთ რბილი სათამაშოები, (ისინი უნდა გაირეცხოს 55-60ოჩ ტემპერატურის წყალში ან გარკვეული დროით მოთავსდეს მაცივრის საყინულეში);
  • საძინებელში არ დაუშვათ ცხოველები;
  • პერიოდულად (3 საათით მაინც) გაანიავეთ და მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედების ქვეშ მოაქციეთ თეთრეული, ლეიბი, ხალიჩები და სხვა.


რეკომენდაციები

პოლინოზური (მცენარის მტვრისმიერი) ბრონქული ასთმით დაავადებულთათვის

მიზანი - შეიქმნას მექანიკური ბარიერი მცენარეული ალერგენებისათვის.

ამისათვის საჭიროა:

  • ყვავილობის პერიოდში არ გამოაღოთ საძინებელში ფანჯრები, მეტადრე საღამოს, როცა ჰაერში შეწონილი მტვრის ალერგენების ცირკულაცია მიწასთან ახლოს ხდება;
  • გამოიყენოთ მზის დამცავი სათვალე;
  • ატაროთ ნიღაბი, რათა პირისა და ცხვირის ღრუები დაიცვათ ალერგენების შესუნთქვისაგან;
  • არ გაკრიჭოთ გაზონები;
  • ავტომანქანაში გამოიყენოთ კონდიციონერი და არ გააღოთ ფანჯრები (მანქანაში, საზოგადოდ, დამცავი ფილტრების გამოყენება უფრო სასარგებლოა).


რეკომენდაციები


მათთვის, ვისაც შინაურ ცხოველებზე აქვს ალერგია

მიზანი - შემცირდეს შინაურ ცხოველთა ალერგენების (ნერწყვი, შარდი, ქერტლი, კანის ეპითელიუმი) კონცენტრაცია.

ამისათვის საჭიროა:

  • მოუძებნოთ ცხოველს სხვა საცხოვრებელი;
  • არ დაუშვათ ცხოველი საძინებელში და იყოლიოთ ის შენობის გარეთ;
  • ხშირად გაწმინდოთ მტვერსასრუტით ხალიჩები, რბილი ავეჯი და ლეიბები;
  • ცხოველების მომვლელებმა ტანსაცმელი გამოიცვალონ მათი მოვლის შემდეგ (სკოლაში, სამუშაოზე გასვლის წინ).


რეკომენდაციები

სოკოვანი ალერგიით მოავადეთათვის

მიზანი - შეიზღუდოს ობის სოკოს სპორების ზრდა და მათი გავრცელება ჰაერში.

ამისათვის საჭიროა:

  • ბინაში გამოიყენოთ ჰაერის გამომშრობი ხელსაწყოები, თუ ტენიანობა 50%-ს გადააჭარბებს;
  • კონდიციონერებისა და ვენტილაციის სისტემების ნორმალური ფუნქციობა;
  • 5%-იანი ამიაკის გამოყენება აბაზანებსა და სხვა ადგილებში, სადაც ობი ჩნდება;
  • ხალიჩები შეცვალოთ მაგარი საფარით;
  • კედლებზე არ გამოიყენოთ ქაღალდი („შპალერი“);
  • გვიან ზაფხულში და შემოდგომაზე, როდესაც ლპობად ფოთლებში ობის სოკოების კონცენტრაცია მატულობს, არ მიიღოთ მონაწილეობა ბაღის სამუშაოებში.

- ბატონო მურმან, რას ეფუძნება ბრონქული ასთმის დიაგნოსტიკა?

- ბრონქული ასთმის დიაგნოსტიკის პრინციპებზე მოგახსენებთ, რომ ასთმის დიაგნოზს ექიმი ადგენს პაციენტის ჩივილებისა და ანამნეზური მონაცემების საფუძველზე, კლინიკურ-ფუნქციური და სპეციფიკური ალერგოლოგიური გამოკვლევების გათვალისწინებით, ასევე ასთმის მსგავსი სხვა დაავადებების გამორიცხვის პრინციპით. ამ უკანასკნელის მხრივ საყურადღებო და მნიშვნელოვანია უილიამ ოსლერის გამონათქვამი - „ყველა ხიხინი ასთმა არ არის!“ უმრავლეს შემთხვევაში ბრონქული ასთმა ბავშვობისა და ახალგაზრდობის წლებში იწყება, თუმცა ის ზრდასრულ ასაკშიც გვხვდება და არაიშვიათად - მოხუცებთანაც.

- რას მოიცავს ბრონქული ასთმის თერაპია?

- ელიმინაცია ანუ ალერგენთან კონტაქტის შეწყვეტა განიხილება როგორც ასთმის თერაპიის პირველი ხაზი. აღნიშნული მეტად მნიშვნელოვანია ასთმით დაავადებულთა მედიკამენტური მკურნალობის წარმატებისთვის, მაშინაც კი, როცა ვერ ხერხდება ალერგენებთან კონტაქტის სრული შეწყვეტა.

ასთმის სამკურნალო მედიკამენტები ორ ჯგუფად იყოფა: გადაუდებელი დახმარებისა და ბაზისური თერაპიის მედიკამენტები. გადაუდებელი დახმარების პრეპარატები ბრონქების გლუვი კუნთების სპაზმს ხსნის, ბაზისური პრეპარატები კი ალერგიული ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით გამოირჩევა. გადაუდებელი დახმარების მედიკამენტებიდან აღსანიშნავია:

  • სალბუტამოლი;
  • ფენოტეროლი;
  • ფორმოტეროლი;
  • იპრატროპიუმის ბრომიდი.

ბაზისური თერაპიის ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებიდან კი აღსანიშნავია საინჰალაციო კორტიკოსტეროიდები და კომბინირებული პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ გახანგრძლივებული მოქმედების ბრონქოდილატატორებსა და საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებს ერთ ინჰალატორში. კერძოდ:

  • სალმეტეროლი/ფლუტიკაზონი;
  • ფორმოტეროლი/ბუდესონიდი;
  • ფორმოტეროლი/ბეკლომეტაზონი.

როგორც აღვნიშნე, ბრონქული ასთმა სასუნთქი გზების ქრონიკული ანთებითი დაავადებაა. მის განვითარებაში მრავალი უჯრედი და უჯრედული ელემენტი მონაწილეობს. ამდენად, ასთმის სამკურნალოდ უმნიშვნელოვანესი ადგილი აქვს ანტილეიკოტრიენულ პრეპარატებს:

  • ზაფირლუკასტი;
  • მონტელუკასტი.

ასთმის მკურნალობაში მნიშვნელობა არ დაუკარგავთ კრომონების და თეოფილინის რიგის პრეპარატებს.

სისტემური გლუკოკორტიკოსტეროიდები კი (პრედნიზოლონი) არაა რეკომენდებული შემანარჩუნებელი თერაპიისთვის, მაგრამ მძიმე მიმდინარეობის ბრონქული ასთმის გამწვავების დროს მათი მკურნალობაში ჩართვა აფერხებს დაავადების პროგრესირებას და ბრონქების ობსტრუქციის უფრო სწრაფ კუპირებას ეხმარება.

- განუმარტეთ მკითხველს, რას ნიშნავს ალერგენსპეციფიკური იმუნოთერაპია ბრონქული ასთმის დროს.

- ეს არის სამკურნალო ალერგენის მზარდი კონცენტრაციით შეყვანა კანქვეშ, ან ცხვირის ლორწოვანზე და ენის ქვეშ ჩაწვეთებით. დასახელებული მეთოდი მოქმედებს ასთმის იმუნოგენეზზე და აფერხებს მის პროგრესირებას. ამ მეთოდის მიზანშეწონილობა უნდა შეაფასოს ექიმმა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა. ეს მეთოდი ნაჩვენებია განსაკუთრებით ბრონქული ასთმით დაავადებულ იმ პაციენტებთან, რომლებთანაც დაავადების სიმპტომების სათანადო კონტროლი ვერ ხერხდება ალერგენის ელიმინაციისა და ფარმაკოთერაპიის შემდეგაც. იმუნოთერაპია განსაკუთრებით ნაჩვენებია იმ პაციენტებთან, რომლებსაც ასთმური და ნაზალური სიმპტომების თანხვედრა აღენიშნებათ.

დასასრულ კი, სიახლე ასთმის მკურნალობაში - ბოლო პერიოდში აქტიურად განიხილება რეკომბინირებული მონოკლონური ანტისხეულების გამოყენება ალერგიული დაავადებების და მათ შორის - ბრონქული ასთმის, მკურნალობაში. დასახელებულ ანტისხეულებს ახასიათებს მაღალი სპეციფიკურობა ანტიგენების მიმართ. ისინი ბრონქული ასთმით დაავადებულებთან ზოგიერთი უჯრედისა და მედიატორის ბლოკირებას იწვევენ.

გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 12-08-2019
რაჭველი
ვეთანხმები სტატიის ავტორს-საუკეთესო სპეციალისტი და ადამიანი, უდიდეს პატივს ვცემ და ვაფასებ. მისი პაციენტი ვიყავი. ალერგიის შემთხვევაში , გირჩევთ მას მიმართოთ.
რეკომენდებული პროდუქტები
საშარდე სისტემის ჯანმრთელობისთვის-60 აბი
ფასი: 42.9
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
მსგავსი სიახლეები
ბრონქული ასთმა ამ საუკუნის ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა.
05-12-2018
დიეტოლოგია
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
ბევრი სასარგებლო პროდუქტი ნაკლებად ცნობილი და ბოლომდე შეუფასებელია, მათ შორისაა ნუშის რძე.
კატეგორიის სხვა სტატიები
ნეირობიოლოგები სიყვარულს სამ ფაზად ყოფენ: ვნება (ზოგი ავხორცობის სახელითაც მოიხსენიებს), გატაცება და მიჯაჭვულობა.
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ საკვებისმიერი ალერგიის მსოფლიო ეპიდემია გამოწვეულია ნაწლავებში გარკვეული
რამდენიმე დღის წინ თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი ძგიდის ოპერაციის დროს გარდაიცვალა. ირაკლი კობიაშვილს
ბოლო ათწლეულში საკვებისმიერი ალერგიის შემთხვევებმა ზოგიერთ ქვეყანაში სამჯერ იმატა.
ნებისმიერი ტკივილისას პირველად ინსტინქტურად ვსხდებით ან ვწვებით.
ბრიტანელმა მეცნიერებმა დაასახელეს დიდი რაოდენობით ცხიმის შემცველი ექვსი პროდუქტი,
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად