ბოლო ათწლეულში მედიცინის პროგრესულმა განვითარებამ ბრონქული ასთმის როგორც ალერგიული დაავადების სრულიად სხვა მხრიდან დანახვის შესაძლებლობა შექმნა, მეტიც, პაციენტებს მიეცათ საშუალება, აკონტროლონ, მართონ თავიანთი დაავადება, ისევე როგორც ჰიპერტონიული დაავადებით დაავადებულებს შეუძლიათ არტერიული წნევის ამა თუ იმ ჰიპოტენზიური პრეპარატის მიღებით მართვა.
როგორ ვმართოთ ბრონქული ასთმა? რას გულისხმობს ამ პათოლოგიის კონტროლი და რა უნდა გაითვალისწინონ დაავადებულებმა? ამ და
- ბატონო მურმან, რას გვეტყვით ბრონქულ ასთმაზე, 21-ე საუკუნის ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემაზე?
- ასთმა გაძნელებული სუნთქვა, სულხუთვაა, ბერძნულიდან ასტჰმა. ის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ბრონქული ასთმით მსოფლიოში 235 მილიონი ადამიანია დაავადებული. 2025 წელს ეს რიცხვი კიდევ 100-150 მილიონით გაიზრდება. ეს იმ შემთხვევაში, თუ ურბანიზაცია ისეთივე ტემპით გაგრძელდება და მთელ მსოფლიოში ქალაქის მოსახლეობა 45%-იდან 50%-მდე გაიზრდება. ერთ-ერთი დრამატული ფაქტია ის, რომ გარდაცვალების 250 შემთხვევიდან ერთი ბრონქული ასთმის წილად მოვა. 2015 წელს მსოფლიოში სიკვდილის 383 000 შემთხვევა გამოწვეული იყო ასთმით.
ბრონქული ასთმით სიკვდილის ანალიზი, უმრავლეს შემთხვევაში, მიუთითებს ბრონქული ასთმით დაავადებულთა არასაკმარის ბაზისურ ანთების საწინააღმდეგო თერაპიაზე და ასევე ასთმის გამწვავების შემთხვევაში დაგვიანებულ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაზე.
ბრონქული ასთმით ავადობის ზრდის მიზეზებია:
- ცხოვრებისა და კვების წესის ცვლილება, განსაკუთრებით - მსხვილ ქალაქებში;
- ფიზიკური აქტივობის შემცირება და წონის მატება, დიეტური თავისებურებანი;
- სუფთა ჰაერზე ნაკლები დროით ყოფნა და დახურულ სივრცეში ხანგრძლივად მუშაობა, რაც ზრდის საყოფაცხოვრებო ალერგენებთან ექსპოზიციის დროს;
- სტრესი, რომელიც დამხმარე ფაქტორია;
- ტექნოლოგიური აეროპოლუტანტების გავლენა (აზოტისა და გოგირდის დიოქსიდი, ოზონი, ნავთობის წვის პროდუქტები, თამბაქოს მოხმარება).
ბრონქული ასთმის უარყოფითი გავლენა ცხოვრების ხარისხზე ამგვარია: ის ზრდის პირდაპირ სამედიცინო (ჰოსპიტალიზია, სამკურნალო საშუალებები) და არაპირდაპირ ხარჯებს (სასკოლო და სამუშაო დღეების გაცდენა, ნაადრევი სიკვდილი).
ასთმა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემაა.
ამერიკის გულის, ფილტვისა და სისხლის ნაციონალურმა ინსტიტუტმა შეიმუშავა ასთმის გლობალური ინიციატივა და სადღეისოდ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ასთმის მართვა