„დაძინებას ვაპირებდი, როდესაც ბარძაყის არეში ტკივილი ვიგრძენი. ოთახში სინათლე ავანთე და აღმოვაჩინე, რომ საწოლში მცირე ზომის შავი ფერის ობობა იყო, რომელმაც მიკბინა. სოფელში ვცხოვრობ, მაგრამ ასეთი ობობა სხვა დროს არ მინახავს. მალევე ტკივილი ისე გაძლიერდა, გაუსაძლისი გახდა. როდესაც ფეხის
ექიმების განცხადებით, პაციენტს მაღალი ხარისხის ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა. დავით ყაზაიშვილი, სამედიცინო ცენტრ ,,გორმედის“ კლინიკური დირექტორი: ,,პაციენტს აღენიშნებოდა ნაკბენი ბარძაყის არეში, ზოგადი ინტოქსიკაციის ძალიან მაღალი ხარისი და ძლიერი ნევრალგიური ტკივილი. მოვათავსეთ სტაციონარში. ხორციელდება ინტოქსიკაციური და სიმპტომური მკურნალობა. ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ მოგვეხდინა იმ სიმპტომების ნიველირება, რაც ფიქსირდებოდა - ქავილი, ტკივილი, ზოგადი ინტოქსიკაცია. პაციენტის მდგომარეობა ამჟამად უკეთესია, გაუმჯობესებულია, თუმცა, სრულად გამოჯანმრთელებული არ არის და შესაბამისი მკურნალობა გრძელდება.
რაც შეეხება ობობას თუ სხვა მწერის ნაკბენს, დავუშვათ - კრაზანა, ფუტკარი, რომელიმე მათგანის კბენის შემთხვევაში, შეიძლება ერთ ადამიანში მხოლოდ ქავილი გამოიწვიოს და სხვა შემთხვევაში - უმძიმესი შედეგი დადგეს. ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა, კონკრეტული პაციენტისთვის იყოს პერსონალური აუტანლობა ამ მწერის მიმართ და სხვა ადამიანის შემთხვევაში, ამ ტიპის გამოვლინებები არ დაფიქსირდეს“.
ანჟელა აკოფიანის გარდა, ობობის ნაკბენის გამო, სტაციონარული მკურნალობა ,,გორმედში“ კიდევ ერთ პაციენტს დასჭირდა. აღნიშნული მამაკაცი კლინიკაში ქარელიდან გადაიყვანეს.
ია თინიკაშვილი