რა უნდა ვიცოდეთ სეზონურ ალერგიაზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა უნდა ვიცოდეთ სეზონურ ალერგიაზე

კ. ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრისა და პოლიკლინიკური ქსელის "მედკაპიტალი" შინაგანი მედიცინის სპეციალისტი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ოჯახის ექიმი გიგა უჩავა.

სეზონური ალერგია ანუ ალერგიული რინიტი ჰაერში შეწონილი მცენარეული მტვრის მარცვლის მიმართ ორგანიზმის ჰიპერმგრძნობელობას ნიშნავს. ის ზემო სასუნთქი გზების, კერძოდ, ცხვირის ლორწოვანი გარსის ალერგიული ხასიათის ანთებაა.

ალერგიული რინიტი თანამედროვე მსოფლიოს გლობალური პრობლემაა. დაავადების აქტუალობას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის მისი უხშირესი კომორბიდობა ანუ კავშირი ბრონქული ასთმის ჩამოყალიბებასთან, რომელიც ალერგიული რინიტის მქონე პაციენტების 20-50 % -ს უვითარდება. მსოფლიო მოსახლეობის 8-10 %-ს ანუ 400 მილიონ ადამიანს ალერგიული რინიტის დიაგნოზი აქვს.

ალერგიული რინიტის ფენოტიპებია სეზონური და პერინეალური (ანუ მთელი წლის მანძილზე არსებული) ალერგია. მისი გამომწვევია ოთახის მტვერი და შინაური ცხოველებისა და ფრინველის ეპითელიუმი. პოლინაციის სეზონი იწყება ადრე გაზაფხულიდან და გრძლედება ოქტომბრის შუა რიცხვებამდე.

ალერგიული რინიტის განვითარების რისკ-ფაქტორებია: გენეტიკური განწყობა, მამრობითი სქესი, დაბადება პოლინაციის პერიოდში, ადრეულ ასაკში ანტიბიოტიკების ხშირი გამოყენება, დედის მიერ თამბაქოს მოხმარება, კარშიდა ალერგენების ექსპოზიცია, მაგალითად, ოთახის მტვრის.

ალერგიული რინიტის განვითარებაში ქარით დამტვერვადი მცენარეები შეიძლება დავყოთ ოთხ ჯგუფად: ადრე და გვიან მოყვავილე ხემცენარეები, ბალახები, მარცვლოვანი კულტურები, სარეველები და სოკოვანი ალერგენები.

ადრე გაზაფხული ხემცენარეების ყვავილობის პერიოდია, გვიანი გაზაფხული - ბალახოვანი მცენარეებისა და ბუჩქნარის ყვავილობის სეზონი, გვიანი ზაფხული და შემოდგომა კი სარეველების, მათ შორის ყველასთვის ცნობილი - ამბროზიის.

როგორც კი ატმოსფერულ ჰაერში იმატებს მცენარეთა ყვავილის მტვრის მარცვლების კონცენტრაცია, ალერგიულ პაციენტებთან მატულობს რინიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომები: თვალების წვა, ქავილი, ცრემლდენა, ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება, ცხვირცემინება, ცხვირის ქავილი, სასისა და ხახის არეში ფხაჭნის შეგრძნება, მშრალი ხველა, შრომისუნარიანობის დაქვეითება, ძილის დარღვევა.

ზემოთ აღნიშნული სიმპტომების მანიფესტირების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიაკითხოს ექიმ-ალერგოლოგს, ჩაიტაროს დამატებითი კვლევები "დამნაშავე" ალერგენის გამოსავლენად, რათა დაიგეგმოს სპეციფიკური იმუნოთერაპია-ვაქცინაცია. სწორი და დროული მკურნალობა აგვარიდებს ისეთ გართულებებს, როგორებიცაა, ბრონქული ასთმა, მწვავე სინუსიტი, ოტიტი, ალერგიული კონიუნქტივიტი. დაუშვებელია თვითმკურნალობა, განსაკუთრებით დეკონგენსატების (ცხვირის წვეთების) ხშირი და ხანგრძლივი გამოყენება. ასევე არ შეიძლება არსებობდეს "გაციების" სიმპტომები კვირების განმავლობაში, სწორედ ამ სიმპტომებით ინიღბება ორგანიზმის ალერგიზაცია.

ალერგიული რინიტით დაავადებულთათვის განსაკუთრებით საშიშია მზიანი და ქარიანი ამინდი. Aამ დროს უნდა მოვერიდოთ ქუჩაში სიარულს, ქალაქგარეთ გასვლას, ტყეში, პარკში სეირნობას, მანქანით გადაადგილებისას ავწიოთ საქარე მინა, ჩავრთოთ ფილტრიანი კონდიციონერი, ასევე არ უნდა დავტოვოთ ღიად ფანჯრები და კარები სახლსა თუ ოფისში, რათა ჰაერში შეწონილ "დამნაშავე" ალერგენებთან კონტაქტი მაქსიმალურად შევამციროთ.

ქარს ალერგენები ანუ მცენარის ყვავილის მტვრის ნაწილაკები 200-300 კილომეტრის რადიუსში გადააქვს. წვიმიან ამინდში ალერგენები ჩაირეცხება მიწაში და ჰაერში მათი კონცენტრაცია მნიშვნელოვნად მცირდება. აუცილებელია ოთახის განიავება წვიმის შემდეგ და ღამის საათებში. ქუჩიდან შინ დაბრუნებისას პაციენტმა სამოსი უნდა გამოიცვალოს, გაირეცხოს, მდგომარეობას ამსუბუქებს შხაპის მიღება დღეში მინიმუმ ორჯერ მაინც, განსაკუთრებით - თმის ჩამობანა. საჭიროა ცხვირის ღრუს სანაცია დღეში რამდენჯერმე ფიზიოლოგიური ხსნარით - "ნაზალური შხაპი". სარეცხის აივანზე გაფენა არ არის სასურველი, ოთახი ყოველდღიურად უნდა დამუშავდეს სველი წესით. კვების რაციონიდან უნდა იყოს ამოღებულ სხვადასხვა საკვები პროდუქტი ჯვარედინი რეაქციების გათვალისწინებით, შეწყდეს კოსმეტიკური საშუალებებისა და მცენარეული მედიკამენტების გამოყენება, ასევე ალკოჰოლის მოხმარება და სიგარეტის მოწევა, ანტიბიოტიკების თვითნებურად გამოყენება.

დაბოლოს, წელს პირველად საქართველოში, შესაძლებელია კვირის მანძილზე ალერგიული პროგნოზის გაცნობა კალენდრის მიხედვით, თუ რომელი მცენარის ყვავილის მტვრის ნაწილაკების შეწონადობამ მოიმატა ატმოსფერულ ჰაერში, რათა შესაბამისად ვიმოქმედოთ. ხემცენარეები უკვე ასრულებენ ყვავილობას, თუმცა, ყვავილობას იწყებს ბალახები და მარცვლოვანი კულტურები, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი ალერგენობით.

თინათინ გოცაძე