იცვლება თუ არა სისხლის ჯგუფი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იცვლება თუ არა სისხლის ჯგუფი

მთელ მსოფლიოში ადამიანის პლაზმისგან მზადდებოდა. ეს დიაგნოსტიკუმები მაღალი მგრძნობელობითა და სპეციფიკურობით არ გამოირჩეოდა, რაც ნიშნავს, რომ გამორიცხული არ იყო შეცდომა.

სისხლის ჯგუფი პიროვნების ერთგვარი იდენტიფიკატორია. ის გაცილებით ხანდაზმული კატეგორიაა, ვიდრე რასა და ეროვნება, ვინაიდან ადამიანთა მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ეთნიკური წარმომავლობა კი არა, სისხლის შედგენილობაა.

სისხლის ჯგუფს ადამიანის ევოლუციის მანძილზე საჭმლის მომნელებელი ტრაქტისა და იმუნური სისტემის მუდმივი ტრანსფორმაცია უდევს საფუძვლად. ჩვენს უძველეს წინაპრებს ერთი და იმავე - პირველი ჯგუფის სისხლი ჰქონდათ. მათი საჭმლის მომნელებელი ტრაქტი უმთავრესად ცხოველური საკვების მოსანელებლად იყო მომართული. ამიტომაც აქვთ პირველი ჯგუფის სისხლის პატრონებს კუჭის წვენის მჟავიანობა გაცილებით მაღალი.

მოგვიანებით დედამიწაზე მოსახლეობის რაოდენობის მატებამ და გარემოში მომხდარმა ცვლილებებმა საგრძნობლად შეამცირა ცხოველური საკვების მოპოვების შესაძლებლობა და ენერგიის მთავარ წყაროდ თანდათანობით მცენარეული საკვები იქცა, რამაც "ვეგეტარიანული" - მეორე ჯგუფის სისხლის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. ამ ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანები ბუნებამ ჰარმონიული თანაარსებობისკენ სწრაფვით, ნაკლები აგრესიულობით და მეტი კონტაქტურობით დააჯილდოვა.

მესამე ჯგუფის სისხლის სამშობლოდ ჰიმალაის მთების შემოგარენი, ახლანდელი ინდოეთისა და პაკისტანის ტერიტორიაა მიჩნეული, სადაც მესაქონლეობის დანერგვამ და რძის პროდუქტებით კვებამ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის შემდგომი ევოლუციისთვის ხელსაყრელი პირობები შექმნა და სისხლის ახალი ჯგუფის წარმოქმნას შეუწყო ხელი. მკაცრმა კლიმატურმა პირობებმა ამ ჯგუფის ადამიანებს მოთმინება, ნებისყოფა, მიზანდასახულობა განუვითარა.

სისხლის მეოთხე ჯგუფი I, II და III ჯგუფების შერევის შედეგად გაჩნდა. ამრიგად, ის ყველაზე ახალგაზრდაა და ყველაზე იშვიათიც - დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ 6%-ს თუ აქვს. მისი უნიკალურობა იმით გამოიხატება, რომ ამ ჯგუფის მქონე ადამიანების იმუნური სისტემა სხვებზე ძლიერია, ამიტომ მათთვის უცხოა აუტოიმუნური და ალერგიული დაავადებები.

იხილეთ ვრცლად სტატია "სისხლის ჯგუფი"