ჟურნალის გვერდი - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
კითხვა-პასუხი
ჟურნალის გვერდი
მკურნალი იანვარი 2018 მკურნალი იანვარი 2018
ჟურნალი ოჯახის მკურნალი
იანვარი 2018 მკურნალი
ბევრი მშობელი ღელავს იმის გამო, რომ მათ შვილებს პრობლემები ექმნებათ სწავლის პროცესში, ჩამორჩებიან თანატოლებს, ძნელად ითვისებენ სასწავლო მასალას.
ახალი წელი ის ჯადოსნური დროა, როცა ყველას გონება შესაძენ საჩუქრებს დასტრიალებს, თვალს კი საახალწლოდ მორთული ქუჩები,
მკვლევრებმა კუნთების ზრდისთვის მნიშვნელოვანი ცილა აღმოაჩინეს
ცხოველების ახალშობილ და ზრდასრულ უჯრედებზე წარმოებული ექსპერიმენტით სპეციალისტებმა აღმოაჩინეს
თმის ცვენის შეჩერება ხახვის ფურცლის ნაყენითაა შესაძლებელი

თმის ცვენა შეჩერდება და ქერტლიც გაქრება, თუ ამ ნაყენს გამოიყენებთ:
სიცოცხლე ათეროსკლეროზის გარეშე შესაძლებელია

მას შემდეგ, რაც 50 წლის გავხდი, საოცრად ვრეაგირებ ამინდის ცვლილებაზე,
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი სეფსისის და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის კლინიკური დირექტორის მოადგილე ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ექიმი ინფექციონისტი მალვინა ჯავახაძე.

რინიტი ზედა სასუნთქი გზების დაავადებაა. მისი განვითარების მიზეზებზე, მკურნალობისა და
გვესაუბრება N4 საოჯახო მედიცინის ცენტრის, ექიმი-რადიოლოგი სოფო ჩაგელიშვილი.

– რა არის ჩიყვი და რისგან ჩნდება?

– ჩიყვი ფარისებრი ჯირკვლის გადიდებას ეწოდება. ჩიყვი შეიძლება იყოს დიფუზური, დიფუზურ-ტოქსიკური, კვანძოვანი. ჩიყვის დროს შესაძლოა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია სხვადასხვაგვარად შეიცვალოს, აღინიშნებოდეს ჰიპოთირეოზი ანუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, როდესაც აღინიშნება თირეოიდული ჰორმონის დეფიციტი ან ჰიპერთირეოზი, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მომატება, რომლის დროსაც ფარისებრი ჯირკვალი გამოიმუშავებს ჭარბი რაოდენობით ჰორმონს. ზოგჯერ ჩიყვი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის გარეშე ვითარდება, რასაც ეუთირეოიდული ჩიყვი ეწოდება. კვანძოვანი ფორმის დროს შესაძლოა აღინიშნებოდეს ფარისებრი ჯირკვლის ზომის ზრდა კვანძ(ებ)ის ხარჯზე და ამ დროს არ იყოს დარღვეული ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია.

ჰიპოთირეოზის მიზეზი შეიძლება იყოს ფარისებრი ჯირკვლის განვითარების თანდაყოლილი ანომალიები, ჰიპოფიზის და ჰიპოთალამუსის დაავადებები, აუტოიმუნური თირეოიდიტი, იოდის დეფიციტი, ანტითირეოიდული ჰორმონებით არასწორი მკურნალობა, ფარისებრ ჯირკვალზე ქირურგიული ჩარევის შემდგომი მდგომარეობა. ჰიპერთირეოზის უხშირესი მიზეზია: გრეივსის დაავადება (აუტოიმუნური დაავადება), ტოქსიკური მრავალკვანძოვანი ჩიყვი. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს მნიშვნელოვანია გენეტიკური ფაქტორი.

– რა სიმპტომები ახასიათებს და როგორ ხდება მისი დიაგნოსტიკა?

– ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს აღინიშნება შემდეგი სიმპტომები: ჰიპოთირეოზის დროს ნივთიერებათა ცვლის შენელებასთან დაკავშირებული სიმპტომები: ზოგადი სისუსტე, ადვილად დაღლა, ქოშინი, მეხსიერებისა და შრომისუნარიანობის დაქვეითება, ძილიანობა, ხასიათის ცვლილებები, დეპრესია, წნევის მატება. კანის სიმშრალე, ყაბზობა, ქალებთან მენსტრუალური ციკლის დარღვევა, გულის რიტმის დარღვევა, წონის უმიზეზო მატება. ჰიპერთირეოზის დროს აღინიშნება: სისუსტე, ოფლიანობა, ადვილად გაღიზიანება, გულის ფრიალი, პულსის აჩქარება, გულის რიტმის დარღვევა – არითმია, წნევის მომატება, წონის უმიზეზო კლება, დისკომფორტი კისრის არეში, ყლაპვის გაძნელება, ეგზოფთალმი, დიდი ზომის კვანძისას ან მკვეთრად გადიდებული ჯირკვლის დროს კისრის მიდამოში შესაძლოა აღინიშნებოდეს პალპირებადი წარმონაქმნი. თუმცა, ზოგ შემთხვევაში, როგორც ჰიპო- ასევე ჰიპერთირეოზი შესაძლოა სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. დიაგნოსტირების მიზნით უნდა შეფასდეს ფარისებრი ჯირკვლის სტრუქტურული და ფუნქციური მდგომარეობა, რაც პირველ ეტაპზე სისხლში ჰორმონების დონის განსაზღვრით და ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევით ხდება. კვანძების აღმოჩენის შემთხვევაში კეთდება ფუნქციური ბიოფსია.

– რამდენად ხშირია ბავშვებსა და მოზარდებთან და რა უნდა იღონოს მშობელმა?

– ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები საკმაოდ გავრცელებულია, გვხვდება ნებისმიერი ასაკისა და სქესის ადამიანთან, თუმცა უფრო ხშირად გვხვდება ქალებთან. საქართველო იოდდეფიციტურ რეგიონად ითვლება და დაავადებები აღინიშნება ბავშვებსა და მოზარდებთან. დაავადება შესაძლებელია იყოს თანდაყოლილი. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დეფიციტი ბავშვებთან იწვევს ფიზიკური და გონებრივი განვითარების შეფერხებას. ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებისას ან დატვირთული გენეტიკური ანამნეზისას მშობელმა დროულად უნდა მიმართოს სპეციალისტს, რადგან ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის მეტად მნიშვნელოვანია დაავადების დროული დიაგნოსტირება და მკურნალობა

– როგორ ხდება მისი მკურნალობა?

– მკურნალობის მეთოდებია: თერაპიული – მკურნალობენ პრეპარატებით და ქირურგიული – ჩარევა ხდება ჩიყვის კვანძოვანი ფორმის დროს ან იმ შემთხვევაში, თუ მედიკამენტური მკურნალობა უშედეგოა.

– რა დამატებით რეკომენდაციებს მისცემდით მშობლებს?

– ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების პრევენცია გულისხმობს იოდის შემცველი პრეპარატებისა და პროდუქტების, განსაკუთრებით ზღვის პროდუქტების (ლამინარია, თევზი), ასევე ხორცის, რძის ნაწარმის, კვერცხის მიღებას, იოდიზებული მარილის მოხმარებას. იოდის შემცველი პრეპარატებით მკურნალობა აუცილებლად სპეციალისტის დანიშნულებით უნდა მოხდეს. დაუშვებელია თვითმკურნალობა და ექიმის დანიშნული პრეპარატის მიღების თვითნებური შეწყვეტა.
გოგრაზე დაუსრულებლად უნდა ვისაუბროთ, რადგან ეს მცენარე საოცრად სასარგებლოა ჯანმრთელობისათვის
არსებობს ისეთი გინეკოლოგიური პათოლოგიები, რომელთა მკურნალობაც მედიკამენტური მეთოდით შეუძლებელია.
წამწამები ძლიერი და ხავერდოვანი რომ იყოს, განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება.
კორონაროპლასტიკა სადღეისოდ სტენოკარდიისა და მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობის ყველაზე ეფექტურ
ბიჭების ცხოვრებაში არის პერიოდი, როდესაც სექსუალურობა ყველა ასპექტით ფარული ანუ ლატენტურია – ფიქრებითა
სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტისათვის ჩატარებულ პროცედურათა შორის, ლაბორატორიული კვლევები
როცა სურდო შეგაწუხებთ

გაციება, როგორც წესი, სურდოთი იწყება: ცხვირიდან გამონადენი, ცრემლდენა, განუწყვეტელი ცემინება და დისკომფორტი.
* ნუ ივარჯიშებთ დილას, ეს ჯანმრთელობისთვის მავნებელია.

30 წლის შემდეგ წელიწადში თითქმის 3-4-ჯერ მაინც მიხდებოდა სამედიცინო ბიულეტენის აღება რადიკულიტით
ჩვენი წინაპრები ჩვილის ტირილს ფილოსოფიურად უდგებოდნენ, თვლიდნენ, რომ ტირილი "ფილტვების განვითარებას" ეხმარება. თუმცა, თანამედროვე მოსაზრებით,

ყველასთვის ცნობილია, თუ რა მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების შესასრულებლად სუნთქვას,
რუტინული სამუშაოს მიუხედავად, ახალი წლის ღამე ექიმებისთვის მაინც განსაკუთრებულია.
ხმა, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია მეტყველება, ჰაერის ნაკადს წარმოადგენს.
სურდო ბევრს არასერიოზული დაავადება ჰგონია, თუმცა ის მრავალი უსიამოვნების მომტანია.
სინუსიტი საზოგადოდ ცხვირის დანამატი წიაღის ლორწოვანის ანთებაა.
ხვრინვა მეტად აქტუალური სამედიცინო პრობლემაა, რადგან ძილის დროს ყოველი მეოთხე მამაკაცი და ყოველი მეექვსე ქალი ხვრინავს.
ადენოიდები ცხვირ-ხახაში არსებული ლიმფოიდური ქსოვილია, რომელიც ასაკთაერთად მოცულობით მცირდება და თანდათანობით შემაერთებელი ქსოვილით ნაცვლდება.

სისხლის ანალიზი შაქარზე ლაბორატორიული კვლევის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ჩატარებული ანალიზია, რაც სრულიად გასაგებია.
ყველამ კარგად იცის, რომ ორგანიზმისათვის ფიზიოლოგიური ცხვირით სუნთქვაა და არა პირით.
კარგი სვირინგი მდიდარი შინაგანი სამყაროს გამოხატვის შესანიშნავი საშუალებაა.
22 ოქტომბერი 2018
ზოგს ყურძენი არ უყვარს, ზოგიც მას კურკებისა და კანის გარეშე მიირთმევს, არა და ბუნების ეს სიმდიდრე მეტად
22 ოქტომბერი 2018
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა ადამიანის ორგანიზმისათვის მავნე პროდუქტთა სია გამოაქვეყნეს.
მოგეხსენებათ, საკვებ რაციონში ცხიმების მარაგის შემცირება–გაზრდით შესაძლებელია სხეულის მასის
რაციონი არა მარტო ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ტვინის ეფქტური მუშაობისთვისაც!
ვარ 35 წლის. ყოველ დილით მტკივა თავი. ვსვამ ციტრამონს, რომელიც მშველის. იქნებ ამიხსნათ, რისი