რატომ იწამლებიან გაზის გამათბობლით და რა უნდა ვიცოდეთ, ეს რომ არ დაგვემართოს! - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
რატომ იწამლებიან გაზის გამათბობლით და რა უნდა ვიცოდეთ, ეს რომ არ დაგვემართოს!
რატომ იწამლებიან გაზის გამათბობლით და რა უნდა ვიცოდეთ, ეს რომ არ დაგვემართოს!
გვესაუბრება "მკურნალის" მთვარი რედაქტორი, ექიმი თამარ მამაცაშვილი:
უკვე თითქმის ყოველდღიურად ვგებულობთ ადამიანთა გაზით მოწამვლის ახალ შემთხვევებს. რატომ და როგორ იწამლებიან გაზის გამათბობლით? გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ეს ინფორმაცია და ყველა მითითება ზედმიწევნით შეასრულოთ.

მოწამვლა შეიძლება გამოიწვიოს:

გაზის გამათბობელმა;
გაზის წყლის გამაცხელებელმა;
გაზქურამ.


გაზის გამათბობლის შესახებ:
არ შეიძინოთ გაზის გამათბობელი, რომელსაც გაზის წვისთვის საჭირო ჟანგბადი ოთახიდან მიაქვს. ასეთ გამათბობელს აქვს ერთმაგი მილი, რომელიც კედელში მაგრდება ან უკეთდება გოფრირებული მილი, რომლის მეორე ბოლო შეგიძლიათ ზედა ფანჯრის ხვრელში გაიყვანოთ. ასეთი გამათბობელი განსაკუთრებულად საშიშია მცირე
ფართის ოთახის გათბობისას, რადგან ოთახში არსებულ ჟანგბადს მალევე წვავს და ამის შემდეგ იწყება გაზის არასრული წვა და გამოიყოფა არასრული წვის პროდუქტი CO, რომელიც ძალიან ძლიერი მომწამლავი გაზია და რამდენიმე წუთში შეიძლება მოკლას ადამიანი. შედარებით უსაფრთხოა ისეთი ტიპის გამათბობლები, რომელთაც აქვთ ორმაგი მილი - ერთიდან გაზის
ნამწვი გამოიყოფა, ხოლო მეორეს მეშვეობით გამათბობელი გაზის წვისთვის საჭირო ჟანგბადს გარედან იღებს და არა ოთახიდან. თუმცა ასეთ შემთხვევაშიც უნდა იყოთ ფრთხილად:
  • არ დატოვოთ ღამით გამათბობელი ჩართული, მხოლოდ ფითილზე დატოვებაა დასაშვები, ისიც მხოლოდ მეორე ტიპის გამათბობლისა.
  • არ დადგათ გამათბობელი შიდა კედელთან და არ გაიყვანოთ მილი საჰაეროში - ასე შეიძლება უბედური შემთხვევა არა მხოლოდ თქვენ, არამედ მეზობლებსაც დაემართოთ.
  • როცა ოთახს გაზით ათბობთ, საათში ერთხელ მაინც უნდა გააღოთ ფანჯრები და ოთახი ანიავოთ. უკეთესი იქნება თუ მცირე ზომის ფანჯარა მუდმივად შეღებული გექნებათ ისე, რომ ჟანგბადის ნაკადი შემოდიოდეს ოთახში.
  • არ შეიძლება დიდ ფართზე გათვლილი გამათბობლის დადგმა მცირე, დახურულ ფართში. გამათბობლის ზომა უნდა შეირჩეს ფართის მიხედვით და ამის მიუხედევად, ოთახი არ უნდა იყოს ყრუდ დახურული, სასურველია, იგი გადიოდეს სხვა ოთახებში. პერიოდულად კი უნდა ნიავდებოდეს.

წყლის გამაცხელებლის შესახებ

ადამიანთა გარდაცვალების საკმაოდ ბევრი შემთხვევა გამოიწვია გაზის წყლის გამაცხელებელმა. "მკურნალის" რედაქციასაც აქვს ერთი დიდი ტკივილი - რამდენიმე წლის წინ ჩვენი ექიმი-ჟურნალისტი - ნანა ალადაშვილი - სწორედ წყლის გამათბობლით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა. წყლის გამათბობლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ შემდეგი:
არსებობს წყლის გამაცხელებელი, რომელსაც აქვს ერთი გამავალი მილი და მასში გაზის ნამწვი ცხელი ჰაერის ზევით ასვლის პრინციპით გაიწოვება. ეს გამაცხელებელი ჟანგბადს ოთახიდან იღებს და რაც მთავარია, ქარიან ამინდში ნამწვის გაწოვის მექანიზმი ირღვევა და გაზის ნამწვი პროდუქტი მთლიანად ოთახში ბრუნდება. ამას ემატება ისიც, რომ ქარის გამო ჰაერის სწრაფი უკუნაკადის პირობებში, გაზი ვერ ასწრებს ჟანგბადის საჭირო რაოდენობის აღებას წვის რეაქციისთვის და მიდის არასრული წვა. ანუ ამ დროსაც ოთახში გროვდება არასრული წვის პროდუქტი - CO, რომელიც, როგორც გითხარით, რამდენიმე წუთში იწვევს ადამიანის სიკვდილს. აქედან ის დასკვნა უნდა გამოვიტანოთ, რომ ასეთი გამაცხელებლის გამოყენება ქარიან ამინდში არის ძალიან საშიში და დიდი სიფრთხილე გვმართებს, ან უმჯობესია საერთოდ არ ჩავრთოთ ასეთ დროს.
არსებობს შედარებით ახალი მოდელები, რომლებსაც

კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
რუსთავში, თოდრიას პირველი ჩიხში, საცხოვრებელ ბინაში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ოთხი ადამიანი მოიწამლა. შემთხვევა გვიან
09-03-2018
თბილისს ჯერაც არ მოუშუშებია 13 ივნისის ტკივილები. ალბათ ყველას გახსოვთ ეს ფოტო,
04-01-2018
მუსიკალური პროექტის "ახალი ხმის" მონაწილე, პროფესიით ექიმი, 25 წლის თორნიკე მეცხვარიშვილი გარდაიცვალა.
20-12-2017
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ჯანდაცვის სამინისტრო ბავშვების ორგანიზმში მძიმე მეტალის შემოწმებას იწყებს.
ალადაშვილის კლინიკაში დაუდგენელი ნივთიერების შედეგად მოწამლული 23 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა
აქტივირებული ნახშირი დეტოქსიკაციის შესანიშნავ საშუალებად ითვლება. ახლა ის ნამდვილი ტრენდია. ნახშირს
საკანალიზაციო მილების გასაწმენდი საშუალება "კროტი" იყიდება სითხის ან ფხვნილის სახით და შეიცავს მეტად აქტიურ
ტყვიით ინტოქსიკაციის შესახებ გვესაუბრება პედიატრი თეიმურაზ მიქელაძე:
ცნობილია, რომ სპირტიანი სასამელების ხანგრძლივი მოხმარება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე უარაყოფითად მოქმედებს.
16 აგვისტო 2018
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო ფარმაცევტულ დაწესებულებებს მიმართავს, VALSARTAN-ის
17 აგვისტო 2018
ცნობილია, რომ ღამით მძიმე საკვების მიღება მავნებელია, მაგრამ ექიმები ცარიელი კუჭით დაძინებასაც არ
ჯერ კიდევ ძველი ჩინელები ამბობდნენ: “ცხოველი ადამიანის მეგობარი და ნათესავია, ის განიცდის ადამიანისთვის დამახასიათებელ გრძნობებს:
მოტეხილობის, განსაკუთრებით ხერხემლის, შეხორცება ზოგჯერ ძალიან რთული ხდება. ამგვარი ტრავმისას
2018 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ელ აგვისტომდე პერიოდში, საქართველოს ფარმაცევტული ბაზრიდან 380 868