მომწამვლელი სარეცხი საშუალებები! - საგანგაშო სტატისტიკა და გამოსავალი - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
მომწამვლელი სარეცხი საშუალებები! - საგანგაშო სტატისტიკა და გამოსავალი
მომწამვლელი სარეცხი საშუალებები! - საგანგაშო სტატისტიკა და გამოსავალი
უამრავი დიასახლისი წუწუნებს, რომ ჭურჭლის სარეცხი საშუალებები კანს აშრობს, ზოგი ალერგიას უჩივის. არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ჟელეები, სარეცხის ფხვნილები თუ სხვა საშუალებები ძირითადად ქიმიური საშუალებებით არის დამზადებული და მათი სისტემატური ხმარება ასე თუ ისე მაინც აისახება ჩვენს ორგანიზმზე. განსაკუთრებით, თუ სახლში ბავშვია.

ბევრისთვის ალბათ ეს ახალი ამბავია, მაგრამ რეალურად საყოფაცხოვრებო ქიმია ერთ-ერთი სერიოზული საფრთხეა ბავშვიან ოჯახში. ფერად-ფერადი ხსნარები თუ ფხვნილები პატარებს განსაკუთრებით იზიდავენ. ხშირია ამ საშუალებების გადაყლაპვის ფაქტებიც.

mkurnali.ge

სარეცხის ფხვნილი, ჭურჭლის სარეცხი ჟელე, წებო, ყოველგვარი ლამაზად შეფუთული ქიმიური ნივთი ბავშვის
მზერას იპყრობს და ცდილობს, გემო გაუსინჯოს, რაც ტრაგიკულად მთავრდება. წელიწადში 700 ბავშვი ხვდება საავადმყოფოში, ჭურჭლისა და ტანსაცმლის სარეცხი კაფსულების დაგემოვნების შემდეგ. გარდა ამისა, არც ისე იშვიათია ალერგიები ასევე ბავშვებში, რომლებსაც გარკვეული გამოკვლევების შემდეგ სწორედ სარეცხ საშუალებებს უკავშირებენ ხოლმე.

mkurnali.ge

თემაზე გვესაუბრება ექიმი, სამედიცინო ჟურნალ "მკურნალის" მთავარი
რედაქტორი ქალბატონი თამარ მამაცაშვილი:
-    ჭურჭლის თუ ტანსაცმლის სარეცხი, ჰიგიენური საშუალებები, რომლებიც უამრავ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს, ძალიან საშიში რომაა, ამაზე აღარავინ დაობს, რადგან ამ საშუალებებით გამოწვეული მოწამვლის და ალერგიული რეაქციების უამრავი შემთხვევაგვხვდება, როგორც უფროსებში, ისე ბავშვებში. ამიტომ ალბათ ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია იქნება, გამოვიჩინოთ სიფრთხილე ამ საშუალებების შერჩევისას და მაქსიმალურად შევეცადოთ, რაც შეიძლება უსაფრთხო, ეკოლოგიური სარეცხი საშუალებები შევარჩიოთ. ამ კუთხით გამოირჩევა გერმანული პროდუქცია.
ასევე აუცილებელი რეკომენდაციაა: ჭურჭლის რეცხვისას, მით უმეტეს, როდესაც ვრეცხავთ ბავშვის ჭურჭელს, ჟელე დავიტანოთ ზომიერად და აუცილებლად კარგად გავავლოთ, რომ არ დარჩეს ზედ სარეცხი საშუალება და შემდეგ არ მოხვდეს ადამიანის ორგანიზმში.
და თუ სახლში ბავშვი გყავთ, მისი სარეცხი არა მხოლოდ ცალკე უნდა ირეცხებოდეს, არამედ მისთვის ცალკე უნდა გქონდეთ სარეცხი საშუალებაც - არაქიმიური, ეკოლოგიური.

mkurnali.ge

ბევრი ქალბატონი ასევე აქტიურად იყენებს ქლორს და ქლორის შემცველ სხვა საშუალებებს იატაკების წმენდისას, ასევე აბაზანის რეცხვისას. აუცილებელია, მაქსიმალურად იშვიათად გაირეცხოს ქლორის შემცველი საშუალებებით იატაკი, თუ მასზე ბავშვი ხოხავს ან ახალფეხადგმული პატარა დადის და არის შანსი, რომ ის ხელით შეეხოს და შემდეგ პირში ჩაიდოს ის ხელი. ან ეცადეთ, შემდეგ ბევრჯერ გაწმინდოთ იგივე იატაკი თუ აბაზანა სუფთა წყლით, რათა არ შერჩეს მასზე ქლორის კვალი. იატაკის წმენდისთვისაც ეკოლოგიურ საშუალებებს მიანიჭეთ უპირატესობა. თუ ანტიბაქტერიული წმენდა გინდათ, შეგიძლიათ შეარჩიოთ ლავანდის სითხეები. ამ მცენარეს ანტიბაქტერიული თვისება აქვს.
ერთი სიტყვით, ეძებეთ ეკოლოგიურად სუფთა საშუალებები და რაც შეიძლება კარგად გაავლეთ ყველაფერი სუფთა წყლით.

დაბოლოს, რამდენიმე რჩევა მშობლებს, თუ ბავშვმა ჭურჭლის ჟელე, სარეცხის ფხვნილი ან საპონი შეჭამა, რაც ასევე ხშირი მოვლენაა. რა გავაკეთოთ ექიმის მოსვლამდე?
1. პირველ რიგში სასწრაფო გამოიძახეთ.
2. პირში და ყელში წყალი გამოავლეთ
3. დაალევინეთ ერთი მოზრდილი ჭიქა წყალი და 1-2 აბი ნახშირი.
4. გაარკვიეთ, კონკრეტულად რა გადაყლაპა, რამდენი და როდის.
5. არავითარ შემთხვევაში არ სცადოთ გულისრევის ხელოვნურად გამოწვევა. ქიმიური ნივთიერებების ამოფრქვევა კუჭიდან საყლაპავი გზების განმეორებით დამწვრობას ან ინტოქსიკაციას გამოიწვევს. დასაშვებია მხოლოდ ზონდით ამოტუმბვა, რასაც ექიმი გააკეთებს. თუ მაინც აერია გული, ამოფრქვეული მასა ექიმის მოსვლამდე შეინახეთ.

mkurnali.ge























ამ ავტორის სხვა სტატიები
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ჯანდაცვის სამინისტრო ბავშვების ორგანიზმში მძიმე მეტალის შემოწმებას იწყებს.
ალადაშვილის კლინიკაში დაუდგენელი ნივთიერების შედეგად მოწამლული 23 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა
აქტივირებული ნახშირი დეტოქსიკაციის შესანიშნავ საშუალებად ითვლება. ახლა ის ნამდვილი ტრენდია. ნახშირს
საკანალიზაციო მილების გასაწმენდი საშუალება "კროტი" იყიდება სითხის ან ფხვნილის სახით და შეიცავს მეტად აქტიურ
ტყვიით ინტოქსიკაციის შესახებ გვესაუბრება პედიატრი თეიმურაზ მიქელაძე:
ცნობილია, რომ სპირტიანი სასამელების ხანგრძლივი მოხმარება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე უარაყოფითად მოქმედებს.
05 მარტი 2015
ვმუშაობ და თავისუფალი დრო ძალიან ცოტა მაქვს. ახლახან თაყვანისმცემელი გამიჩნდა, ალბათ შეხვედრებს დავიწყებთ.
05 იანვარი 2018
ბევრი მშობელი ღელავს იმის გამო, რომ მათ შვილებს პრობლემები ექმნებათ სწავლის პროცესში, ჩამორჩებიან თანატოლებს, ძნელად ითვისებენ სასწავლო მასალას.
მოგეხსენებათ, საკვებ რაციონში ცხიმების მარაგის შემცირება–გაზრდით შესაძლებელია სხეულის მასის
რაციონი არა მარტო ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ტვინის ეფქტური მუშაობისთვისაც!
კუჭის წყლული სწრაფად რომ შეხორცდეს, მიიღეთ ჩვეულებრივი ასფურცელას ნაყენი. 1 სადილის კოვზ ყვავილს დაასხით