რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივნისი 2018
კითხვა-პასუხი
ენდოტოქსიკოზი (შინაგანი მოწამვლა)
ენდოტოქსიკოზი (შინაგანი მოწამვლა)
საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ აღიარებულია, რომ თანამედროვე პირობებში დაავადებათა საერთო რაოდენობის დაახლოებით 85 % ადამიანის არასასურველ საცხოვრებელ გარემო პირობებს უკავშირდება (საწარმოების მიერ ჰაერისა და წყლის დაბინძურება, კვების პროდუქტების ხარისხი და ა.შ.). გარდა იმისა, რომ ადამიანთა ჯანმრთელობა კატასტროფულად უარესდება, ვლინდება აქამდე უცნობი დაავადებები და ძნელია მათი გამომწვევი მიზეზის დადგენა. ბევრი დაავადების განკურნებაც, ადრინდელთან შედარებით, უფრო გართულებულია.


აღსანიშნავია, რომ მავნე ფაქტორების ზემოქმედებას ადამიანი ხშირად კრიტიკულ მდგომარეობამდე მიჰყავს, რომლის ერთ-ერთი წამყვანი პათოგენური სინდრომია ენდოგენური ინტოქსიკაცია - ენდოტოქსიკოზი (შინაგანი მოწამვლა). გვესაუბრება რუსუდან გვენეტაძე -
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სარეზიდენტო პროგრამის, “ლაბორატორიული მედიცინის”, დირექტორი, “მედიცინის ინსტიტუტის“ პროფესორი, „ზ. საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის“ ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ხელმძღვანელი.

- როგორ ვითარდება ენდოგენური ინტოქსიკაცია?

- ორგანიზმში ენდოგენური ინტოქსიკაცია ვითარდება დეტოქსიკაციური სისტემის დაბალი აქტივობის ფონზე, როდესაც ტოქსიკური მეტაბოლიტების წარმოქმნის სიჩქარე მნიშვნელოვნად აღემატება
მათი გამოყოფის სიჩქარეს. ეს რთული, მრავალკომპონენტიანი პროცესია, რომლის დროსაც წარმოიქმნება უჯრედებისა და სისხლის ცილების დეგრადაციის პროდუქტი - საშუალო მასის მოლეკულური პეპტიდები (სმმპ) - ცილოვანი ტოქსინები.

სხვადასხვა პათოლოგიური ფაქტორის ზემოქმედებით გააქტივებული პროტეოლიზის (ცილების დაშლის) შედეგად წარმოქმნილი საშუალო მასის მოლეკულური პეპტიდები ორგანიზმში არსებული ფიზიოლოგიური მარეგულირებელი პეპტიდების ანალოგიურ მოლეკულებს წარმოქმნიან. ამ სტრუქტურული მსგავსების გამო წარმოქმნილი სმმპ-ები უჯრედის მემბრანაზე ადვილად ჩაენაცვლებიან მარეგულირებელ პეპტიდებს. ჩანაცვლების პროცესს მოჰყვება უჯრედების ფიზიოლოგიური კონტაქტების ბლოკირება და, შესაბამისად, უჯრედებისა და შემდგომ ორგანოების ნორმალური ფურქციობის დარღვევა.

მრავალი კლინიკური და ექსპერიმენტული კვლევით დადგინდა, რომ ენდოგენური ინტოქსიკაცია ვითარდება სრულიად განსხვავებული დაავადებების დროს და არ ახასიათებს სპეციფიკური სიმპტომები. ძირითადად აღმოცენდება ჰემოსტაზის სისტემის დისბალანსი, რომლის შედეგადაც, რთულ შემთხვევებში, პოლიორგანული უკმარისობის სინდრომი ყალიბდება. ღვიძლისმიერი კომის, ჩირქოვანი პერიტონიტის, მწვავე პანკრეატიტის, სეფსისისა და თრომბოემბოლიური გართულებების დროს სმმპ-ის საშუალო მაჩვენებელი 0,5-0,8 ფიქსირდება, ნაცვლად ნორმისა - 0,240. სმმპ-ის განსაკუთრებულად მაღალი დონე - 0,8-0,9 აღენიშნებათ ავადმყოფებს თირკმლის მწვავე და ქრონიკული უკმარისობის დროს.

- რას მიუთითებს სისხლში საშუალო მასის მოლეკულური პეპტიდების მომატება?

- სმმპ-ის მყარად მომატებული რიცხვი სხვა მაჩვენებლების (კრეატინინი, შარდოვანა, კალიუმი) გაუმჯობესების ფონზე დაავადების მიმდინარეობის არასასურველ პროგნოზზე მიუთითებს.

უნდა აღინიშნოს, რომ დერმატიტების დროს განვითარებული ენდოგენური ინტოქსიკაციის დიაგნოსტირებას და მისი კომპლექსური დეტოქსიკაციური მკურნალობის ეფექტურობის მონიტორინგს, სისხლის შრატში საშუალო მასის მოლეკულების დონის განსაზღვრის საშუალებით აწარმოებენ.

რეანიმაციულ ავადმყოფებთან ენდოგენური ინტოქსიკაციის დონის მატება, ყველა შემთხვევაში, საშუალო მასის მოლეკულური პეპტიდების მომატებული რაოდენობის ფონზე აღინიშნება.

იმის გამო, რომ სისხლის შრატში საშუალო მასის მოლეკულების მომატებული რაოდენობა დაავადების გართულების ნაადრევი ნიშანია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი რაოდენობის დინამიკაში შესწავლა ჰემოსორბციის, პლაზმაფერეზის და ჰემოდიალიზის ჩატარებისას, რათა ხარისხობრივად შეფასდეს აღნიშნული სამკურნალო ღონისძიებების ეფექტურობა.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ორგანიზმის გასაწმენდად - ენდორეაბილიტაციისათვის - ფართოდ რეკლამირებული თანამედროვე მეთოდების და პრეპარატების გამოყენება უფრო ეფექტური იქნება იმ შემთხვევაში, თუ გვექნება ორგანიზმის ენდოგენური ინტოქსიკაციის ხარისხის ობიექტური, ლაბორატორიული კვლევა სისხლის შრატში საშუალო მასის მოლეკულების შემცველობის დახასიათებით.

ამის მიხედვით, ნებისმიერი დაავადების მკურნალობისას და განსაკუთრებით ორგანიზმის კრიტიკული მდგომარეობის დროს პირველ ეტაპზე რეკომენდებულია ენდოგენური ინტოქსიკაციის დონის ობიექტური შეფასება.

- როგორ განისაზღვრება სისხლში სმმპ-ის დონე?

- თანამედროვე ლაბორატორიული მედიცინის მიერ ენდოგენური ინტოქსიკაციის ხარისხის შეფასების მნიშვნელოვან კრიტერიუმად მოწოდებულია სისხლში საშუალო მასის მოლეკულური პეპტიდების დონის განსაზღვრა. ლაბორატორიული მეთოდი დაფუძნებულია სისხლის შრატის სპექტროფოტომეტრიულ ანალიზზე. ეს არის ზუსტი, წრაფი და ხელმისაწვდომი ტესტი როგორც სტაციონარული, ისე ამბულატორიული პირობებისათვის. ორგანიზმის ენდოგენური ინტოქსიკაციის დონის ობიექტური შეფასებით დროულად მიიღწევა უჯრედული მემბრანების გათავისუფლება ენდოტოქსინებით გამოწვეული ბლოკადისაგან - ე.წ. „ბიოქიმიური სანაცია“. შესაბამისად, მკურნალობის შემდგომ ეტაპზე მიიღწევა სწრაფი და სრულფასოვანი გამოჯანმრთელება.
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ალადაშვილის კლინიკაში დაუდგენელი ნივთიერების შედეგად მოწამლული 23 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა
აქტივირებული ნახშირი დეტოქსიკაციის შესანიშნავ საშუალებად ითვლება. ახლა ის ნამდვილი ტრენდია. ნახშირს
საკანალიზაციო მილების გასაწმენდი საშუალება "კროტი" იყიდება სითხის ან ფხვნილის სახით და შეიცავს მეტად აქტიურ
ტყვიით ინტოქსიკაციის შესახებ გვესაუბრება პედიატრი თეიმურაზ მიქელაძე:
ცნობილია, რომ სპირტიანი სასამელების ხანგრძლივი მოხმარება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე უარაყოფითად მოქმედებს.
სავარაუდოდ, ბევრი სათამაშო ბავშვის ჯანმრთელობისთვის საშიში შეიძლება აღმოჩნდეს, რადგანაც პლასტიკი შესაძლოა არ შეესაბამებოდეს
19 ივნისი 2018
სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ხმელთაშუაზღვის დიეტის წესების დაცვით მომზადებული კვირაში მხოლოდ სამი
19 ივნისი 2018
აშშ-ის მკვლევარება ოჯახურ ურთიერთობებზე თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ
კალიფორნიის სააპელაციო სასამართლომ უკურნებელი სენით დაავადებულთა მიმართ ევთანაზიის გამოყენება დაუშვა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე მოსახლეობას წითელას აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
ამერიკელი სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ კვების დროის შეღუდვა ზედმეტი წონის დაკლებისა და არტერიული წნევის