როგორ მოვიქცეთ CO-თი მოწამვლისას
. შესაძლებელია მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციები, არტერიული წნევის მომატება, შემდეგ კი ძილიანობა, მოძრაობითი დამბლა, გონების დაკარგვა, კრუნჩხვა, გუგების გაფართოება, სუნთქვის დარღვევა.
ნახშიროჟანგით მოწამვლის დროს აუცილებელია ექიმის მოსვლამდე პირველი დახმარება აღმოვუჩინოთ: დაშავებული უნდა მოვაშოროთ იმ ადგილს, სადაც მოხდა მხუთავი აირის გაჟონვა. სუსტი ზედაპირული სუნთქვისას საჭიროა ხელოვნური სუნთქვის ჩატარება, ფეხებზე სათბურის დადება, ნიშადურის სპირტის ხანმოკლე შეყნოსვა, ავადმყოფის სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია (დაგვიანების შემთხვევაში ვითარდება გართულებები ფილტვებისა და ნერვული სისტემის მხრივ).
იხილეთ აგრეთვე სტატია "როგორ მოვიქცეთ მოწამვლისას"