როგორ მოვიქცეთ გველის კბენის შემთხვევაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვიქცეთ გველის კბენის შემთხვევაში

საქართველოში გავრცელებულია გველების 20 სახეობა, რომელთაგან 4 შხამიანია . გველის ნაკბენის დიაგნოზით საქართველოს სტაციონარებში ჰოსპიტალიზებულია ყოველწლიურად საშუალოდ 30 - 40 პაციენტი. გეოგრაფიული მხარეების მიხედვით, ძირითადად - შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, აღმოსავლეთ საქართველოს მცხოვრებლები.

ასაკის მიხედვით გველის მიერ დაკბენა ყველაზე ხშირია 20-50 წლის, ე.ი. ყველაზე მობილურ ასაკში (57%), ბავშვებში კი 30%- ია.

როგორც წესი, გველები ადამიანს თავს არ ესხმიან. ისინი იკბინებიან თავდაცვის მიზნით, როდესაც ადამიანი ფეხს დაადგამს ან შემთხვევით მოჰკიდებს ხელს ბალახში, თივაში, ბუჩქებში, ან მოკვლას უპირებს მას.

ამიტომ პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა მაღალი ჩექმა, მაღალყელიანი ფეხსაცმელი, გრძელი ჯოხი, სიფრთხილე თივის ზვინებთან, ბალახებში, მინდორში, ტყეში, ქვიან ადგილებში სიარულის დროს, კოცონთან და სხვა ადგილებში.

გველის შხამიანი კბილები მოძრავია. დახურულ პირში კბილები ჰორიზონტალურადაა. პირის გაღებისა და/ან კბენის დროს კბილები ვერტიკალურ მდგომარეობაში გადადის.

გველის შხამი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების რთული კომპლექსია. მოწამვლის სიმპტომები მრავალფეროვანია.

გველის შხამით მოწამვლისას სიმპტომების გამოვლენა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ყველაზე საშიშია გველის კბენა კისრის, სახის, თავის თმიან ადგილებზე.

რაც უფრო მაღალია გარემოს ტემპერატურა, მით უფრო სწრაფად ვითარდება ინტოქსიკაცია და უფრო მძლავრად არის გამოხატული სიმპტომები.

რა არ უნდა გაკეთდეს:

1. არ უნდა გაკეთდეს კანის გრძელი, "ლამპასისებური" განაკვეთები.

2. არ გააკეთოთ ჯვარედინი განაკვეთი.

3. არ გააკეთოთ ცირკულარული განაკვეთი.

4. არ უნდა ამოწოვოთ ჭრილობიდან შხამი პირით.

/პირით ამოწოვის შედეგად გამოდის შხამის მხოლოდ 20-30% და სამაგიეროდ საფრთხე ექმნება დამხმარე პირს, იმას, ვინც ამას აკეთებს/.

5. არ უნდა დაადოთ ლახტი.

6. არ უნდა მივცეთ ავადმყოფს დასალევად ალკოჰოლი /კონიაკი, არაყი, სპირტი.

რა უნდა გაკეთდეს:

პირველი დახმარება საველე პირობებში:

1. დააწვინეთ ავადმყოფი და შეძლებისდაგვარად დაამშვიდეთ.

2. ავადმყოფს დაუფიქსირეთ ნაკბენი კიდური არტაშანით, ან მსგავსი სახელდახელო საშუალებით /ორ სახსარზე/.

3. ნაკბენის ადგილზე ხელით აიღეთ კანი ფართოდ, ნაოჭებით და ხელის მოძრაობით "გამოწველეთ" კანი. ჭრილობა "პირს დააღებს" და დაიწყებს გამოსვლას სისხლნარევი სითხე-ლიმფა/.

4. დაზარალებულს მიეცით დასალევად შეძლებისდაგვარად ბევრი სითხე - წყალი

5. ავადმყოფი დააწვინეთ საკაცეზე ან მსგავს სახელდახელო მოწყობილობაზე და რაც შეიძლება სწრაფად გადაიყვანეთ საავადმყოფოში.

ავტორი ლალი ჩხიკვაძე

იხილეთ აგრეთვე სტატია "გველის ნაკბენი"