მკურნალობის პრინციპები ტოქსიკოლოგიაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მკურნალობის პრინციპები ტოქსიკოლოგიაში

- ბატონო თემურ, ზამთარი ძალას იკრებს და არ შეიძლება, არ გკითხოთ ნახშირჟანგით მოწამვლაზე, რაც ჩვენს სინამდვილეში ძალიან ხშირად ხდება...

- ნახშირჟანგი (ნახშირბადის მონოქსიდი, მხუთავი აირი) ნახშირბადის არასრული წვის შედეგად წარმოიქმნება. იგი გროვდება ცუდად ვენტილირებულ და უვენტილაციო შენობებში არაელექტრული გამათბობელი ხელსაწყოების (ღუმლის, ნავთქურის) ხანგრძლივი გამოყენების, საყოფაცხოვრებო ბუნებრივი აირის გაჟონვის, დახურულ ავტოფარეხში ან ავტომანქანაში შიდაწვის ძრავის გამონაბოლქვის დაგროვების შედეგად, ხანძრის დროს და სხვა. ბავშვები მის მიმართ გაცილებით მგრძნობიარენი არიან, უფრო მალე იწამლებიან და მოწამვლაც უფრო მძიმედ მიმდინარეობს.

 

- როგორია კლინიკური სურათი?

- ნახშირჟანგი მალე გადადის სისხლში, ურთიერთქმედებს ჰემოგლობინის რკინასთან და წარმოქმნის მყარ ნაერთს - კარბოქსიჰემოგლობინს, რომელსაც ჟანგბადის ქსოვილებამდე მიტანის უნარი არ გააჩნია,  ეს კი ჰემურ ჰიპოქსიას იწვევს. ჟანგბადოვანი შიმშილის პასუხად ხშირდება გულისცემა, ხშირდება და ღრმავდება სუნთქვა. ამ მექანიზმების წყალობით ორგანიზმი უმკლავდება მსუბუქ ინტოქსიკაციას, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც გული ჯანმრთელია და ნორმალურად ფუნქციონირებს.

თუ ორგანიზმი მოწამვლას ვერ მოერია, სურათი მძიმდება. თავდაპირველად ვითარდება ნევროლოგიური სიმპტომები: მხედველობის შესუსტება, დროის ხანმოკლე ინტერვალების აღქმისა და განსხვავების უნარის მოშლა. შემდეგ იწყება და თანდათან ძლიერდება თავის ტკივილი, ხმაური ყურებში, გულისრევა, ღებინება, კუნთების სისუსტე, ავადმყოფი კარგავს გონებას, ვითარდება კომა, კრუნჩხვა. მოწამლულს სახე მოლურჯო-მოწითალო უხდება, ხილული ლორწოვანი გარსები - ჟოლოსფერი, სუნთქვა

- წყვეტილი და ზერელე. მოსალოდნელია სუნთქვის შეწყვეტა. ირღვევა გულის მუშაობა, ეცემა არტერიული წნევა, შესაძლოა, შეშუპდეს ფილტვები და ტვინი.

მდგომარეობის სიმძიმე დამოკიდებულია სისხლში ნახშირჟანგის კონცენტრაციაზე.

 

- რას ითვალისწინებს პირველი დახმარება?

- უპირველეს ყოვლისა, უნდა გადაიკეტოს გაზის ონკანი, ოთახი ან შენობა კი  კარგად განიავდეს. ავადმყოფი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავიყვანოთ ოთახიდან ან შენობიდან, მივაწოდოთ ჟანგბადი ან მივცეთ სუფთა ჰაერით სუნთქვის საშუალება. ჟანგბადის ნაკლებობა აუცილებლად აისახება ორგანიზმზე თავის ტვინის ჰიპოქსიისა და გულის იშემიის სახით, ამიტომ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება, 1 ან 2 დღის შემდეგ კი გადაიღეთ კარდიოგრამა.

უფრო ადვილია მხუთავი აირით მოწამვლის პროფილაქტიკა. ამისთვის:

  • გამოიყენეთ მხოლოდ სერტიფიცირებული და ლიცენზირებული გამათბობელი ხელსაწყოები. არ დაამონტაჟებინოთ გამათბობელი ხელსაწყო შემთხვევით პირს. აუცილებლად შეამოწმეთ გამათბობლის გამწოვი მილის მუშაობა, ოთახების ვენტილაცია.
  • არ დაამონტაჟებინოთ წყლის გამაცხელებელი გამწოვი მილის გარეშე. არ ჩართოთ წყლის გამაცხელებელი, თუ მას არ აქვს გამწოვი მილი.
  • უსაფრთხოების რა სისტემაც არ უნდა ჰქონდეს, ღამით არავითარ შემთხვევაში არ  დატოვოთ ჩართული გამათბობელი ხელსაწყო.
  • გამოიყენეთ ნახშირჟანგის დეტექტორი.ეს არის პატარა ხელსაწყო, რომელიც ნახშირჟანგის უმცირესი კონცენტრაციის დაგროვებისთანავე იძლევა ხმოვან სიგნალს.

 

 - რას გვეტყვით სოკოთი მოწამვლაზე?

- მოწამვლას იწვევს როგორც შხამიანი, ასევე პირობითად შხამიანი სოკოები. ინტოქსიკაცია შესაძლოა განვითარდეს არასწორი ან არასრული კულინარიული დამუშავების შემთხვევაშიც. გარდა ამისა, სოკოს ხშირად ეტმასნებიან მწერები და ჭიები, რომლებიც შხამიან ნივთიერებებს გამოყოფენ.

სოკოთი მოწამვლის დიაგნოსტიკა უპირატესად კლინიკურ და ანამნეზურ მონაცემებს ემყარება.

განასხვავებენ ხანმოკლე  - 3 საათამდე - და ხანგრძლივი უსიმპტომო პერიოდის მქონე სოკოებს. ხანმოკლე უსიმპტომო პერიოდის მქონე სოკოთი მოწამვლა შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს. რაც უფრო ხანგრძლივია სოკოთი მოწამვლის უსიმპტომო პერიოდი, მით უფრო მძიმეა პროგნოზი. განსაკურებით საშიშია ფალოიდური სინდრომი. ამ კუთხით სახიფათოა როგორც შემწვარი, ისე მოხარშული სოკო, ვინაიდან ამ დაავადების გამომწვევი ტოქსინები თერმოსტაბილურია. ისინი უძლებს გამოშრობასაც, რაც განსაკუთრებით სახფათოა, ვინაიდან ხმელი სოკოს გარჩევა სახეობის მიხედვით პრაქტიკულად შეუძლებელია.

მოწამვლის უსიმპტომო პერიოდში ფალოიდები გამოიყოფა რძით, რაც შეიძლება ძუძუთა ბავშვის მოწამვლის მიზეზად იქცეს.

გამოყოფენ დაავადების ორ სტადიას. პირველი, ტოქსიკოგენური სტადია იწყება გასტროენტერიტის მოვლენებით: მუცლის ტკივილით, ღებინებით  და სხვადასხვა სიხშირის დიარეით. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში ფაღარათი ძლიერდება და ქოლერას ემსგავსება: სიხშირე დღე-ღამეში 20-30-ს აღწევს, განავალი ბრინჯის ნახარშისებურია, ხშირად - სისხლიანი. ეს მოვლენები სუბფებრილური ტემპერატურის ფონზე ვითარდება. მათ თან სდევს სისუსტე, ოლიგურია, ღვიძლის დაზიანების სიმპტომები.

მსუბუქ შემთხვევაში განსაკუთრებით საშიში სიმპტომების ჩაცხრობის შემდეგ სინდრომი უკუვითარდება, მაგრამ ტოვებს ხანგრძლივ ჰეპატოპათიას. მიზანშეწონილია ამიაკის, ღვიძლის ფემენტების აქტივობის,  პროთრომბინის, შარდოვანას და კრეატინინის  მაჩვენებლის გამოკვლევა.


ზოგჯერ (განსაკუთრებით - ბავშვებში) ინტოქსიკაცია ცნს-ის უპირატესი დაზიანებით მიმდინარეობს. მოთენთილობას მოჰყვება აგზნება, კრუნჩხვები, შემდეგ კი სოპორი (ღრმა ძილი) და  კომა.

გამოჯანმრთელების შემთხვევაში დიდხანს შენარჩუნდება ტოქსიური ჰეპატიტისა და ნეფროპათიის მოვლენები თირკმელების ფუნქციის უკმარისობით.

მეორე სტადია სომატოგენურია. ამ დროს დაზიანებას შესაძლოა წინ უძღოდეს ერთ-ორდღიანი მოჩვენებითი გამოკეთების სინდრომი, რომლის დროსაც ენტეროკოლიტის მოვლენები ცხრება, თუმცა მძიმე მოწამვლის შემთხვევაში მეორე სტადია ნათელი შუალედის გარეშე იწყება. ამ სტადიაში გულთან, ნაწლავებსა და თირკმელებთან ერთად ზიანდება ღვიძლი. დაზიანება იწყება ტოქსიკური ჰეპატიტით, ირღვევა პიგმენტური ცვლა, მდგომარეობა სწრაფად  გადაიზრდება ცხიმოვან დისტროფიაში და მწვავე ნეკროზით სრულდება. ვითარდება ჰემორაგიული სინდრომი. უმეტესად ირღვევა თირკმელების ფუნქცია. მძიმე შემთხვევაში ვითარდება ღვიძლის კომა. შესაძლოა, ამას დაერთოს თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობაც.

სოკოთი მოწამვლის მსუბუქი ფორმები ზოგჯერ ამოუცნობი რჩება და მათ უწყინარ საკვებისმიერ ინტოქსიკაციად მიიჩნევენ. დიაგნოსტიკას აადვილებს ერთი ოჯახის ან მეზობლების ერთდროული მოწამვლა ზაფხულში ან შემოდგომაზე.

სოკოთი მოწამვლისას, თუნდაც მხოლოდ ეჭვის შემთხვევაში, აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია. მკურნალობა უნდა იყოს გადაუდებელი, მაქსიმალურად სრული და კომპლექსური. განურჩევლად იმისა, რამდენი დროა გასული მოწამვლის შემდეგ, ავადმყოფს უნდა ამოვურეცხოთ კუჭი, დავალევინოთ აქტივირებული ნახშირი და აუცილებლად გადავიყვანოთ საავადმყოფოში.

კუჭ-ნაწლავის ამორეცხვა უნდა ჩაუტარდეს ყველას, ვინც კი შხამიანი სოკო მიიღო, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა მოწამვლის ნიშნები.

მოწამვლიდან 48 საათის განმავლობაში აუცილებელია შეწოვილი შხამის ორგანიზმიდან გამოტანა ფორსირებული დიურეზით, ჰემოსორბციით, პლაზმაფერეზით. დროულად ჩატარებული ჰემოსორბცია თავიდან აგვაცილებს ჰეპატო-რენული უკმარისობის განვითარებას.

კომპლექსურ თერაპიაში აუცილებლად უნდა ჩაირთოს ჰეპატოპროტექტორები, ანტიბიოტიკები, E და B ჯგუფის ვიტამინები, ასკორბინის მჟავა.

 

- ბოლო ხანს გახშირდა თავის მოწამვლა. მიზეზი ტოქსიკოლოგიის განხილვის საგანი არ არის, მაგრამ მინდა გკითხოთ: როგორია ამ დროს მოქმედების ტაქტიკა?

- ადამიანის ბედი მოწამვლის პირველსავე წუთებში და საათებში წყდება, ამიტომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დროულ, კვალიფიციურ და სრულყოფილ დახმარებას, რომელსაც მოწამლულს მხოლოდ საავადმყოფოში გაუწევენ, ამიტომ დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება. მის მოსვლამდე, თუ მოწამლული გონზეა, შეეცადეთ, დაამშვიდოთ და შეძლებისდაგვარად დააზუსტოთ, რა დალია, რამდენი და როდის.

თვითმკვლელობის მიზნით შხამს ყველაზე ხშირად პერორალურად იღებენ, ამიტომ მოწამლულს უნდა ამოვურეცხოთ კუჭი, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ გონზეა. უგონოდ მყოფი ადამიანისთვის, ასევე - სოპორის, სტუპორის შემთხვევაში, კუჭის უზონდოდ ამორეცხვა არ შეიძლება. აკრძალულია კუჭის ამორეცხვა აქროლადი ნივთიერებებით, მჟავათი, ტუტით და, საერთოდ, კოროზიული მოქმედების მქონე ნივთიერებებით მოწამვლისას, ვინაიდან საყლაპავისა და პირის ღრუს ლორწოვანზე ამ ნივთიერებათა ხელახალი შეხება დამწვრობას აძლიერებს. გარდა ამისა, იმატებს სასუნთქი გზების დამწვრობის ალბათობა.

არაფრით არ შეიძლება, მჟავას გასანეიტრალებლად მოწამლულს დავალევინოთ ნატრიუმის ბიკარბონატი - სოდა.

თუ მოწამლული უგონოდ არის, მთავარია, სასიცოცხლო ფუნქციები სასწრაფო დახმარების მოსვლამდე შევუნარჩუნოთ.

როდესაც ზემო სასუნთქი გზები გამავალია, სუნთქვა თანაბარი და რიტმულია, კანი და ლორწოვანი გარსები ვარდისფერი ან ფერმკრთალია, ავადმყოფი გვერდზე გადააბრუნეთ, თავი უკან გადაუწიეთ და ასე დააფიქსირეთ.

თუ სასუნთქი გზების გამავლობა დარღვეულია და მოწამლულს სუნთქვა უჭირს (ზერელედ სუნთქავს, ქოშინებს, აქვს ციანოზი, ებერება კისრის ვენები), გამოიყენეთ რომელიმე ჩამოთვლილ მეთოდთაგან:

  • თავის გადაწევა და ნიკაპის წამოწევა;
  • თავის გადაწევა და ქვედა ყბის წამოწევა;
  • ქვედა ყბის წამოწევა თავის გადაუწევლად.

თუ სასუნთქი გზების გამავლობა არ აღდგა, მოწამლულს გააღებინეთ პირი, შეამოწმეთ, ხომ არ აქვს პირში ამონაღები მასა, სისხლის კოლტი ან უცხო სხეული, ამოუსუფთავეთ პირის ღრუ, ამის შემდეგ გადააბრუნეთ გვერდზე, თავი უკან გადაუწიეთ და ისე დაუფიქსირეთ, რომ ქვედა ყბამ დაბლა არ დაიწიოს და ენის ძირმა არ გადაკეტოს სასუნთქი გზა.

გაუზომეთ არტერიული წნევა. თუ დაბალია, ფეხები შემაღლებულზე შემოაწყობინეთ და ასე დაელოდეთ სასწრაფო დახმარებას.

 

- მოწამვლისას დეტოქსიკაციის აუცილებლობა ახსენეთ. იქნებ უფრო დაწვრილებით გვესაუბროთ დეტოქსიკაციის მეთოდებზე?

- არსებობს შხამიანი ნივთიერებების ორგანიზმიდან გამოტანის ორი გზა: ინტრაკორპორალური ანუ ორგანიზმში მიმდინარე ბუნებრივი დეტოქსიკაციის პროცესების გაძლიერება და ექსტრაკორპორალური ანუ ინტოქსიკაციის გამომწვევი ნივთიერებების ხელოვნური პროცესებით გამოტანა ორგანიზმიდან. ექსტრაკორპორალური დეტოქსიკაციის მეთოდებს  მიეკუთვნება პლაზმაფერეზი და ჰემოსორბცია.

ექსტრაკორპორალური დეტოქსიკაციის გამოყენების დიაპაზონი მეტად ფართოა: ტოქსიკოლოგია, ნარკოლოგია, ჰეპატოლოგია, რევმატოლოგია, ალერგოლოგია, იმუნოლოგია, ვირუსოლოგია, ნევროლოგია, ფსიქიატრია, ენდოკრინოლოგია და სხვა.

 

- ბოლო ხანს მასმედიის საშუალებით ხშირად გვთავაზობენ "რგანიზმის გაწმენდას ტოქსინებისაგან"...

- ექსტრაკორპორალური დეტოქსიკაციით მეტისმეტი გატაცების ტენდენცია დამაფიქრებელია. ბევრი მას პანაცეის როლს მიაწერს. მინდა, ხაზგასმით განვაცხადო: ჩვენების მიხედვით გამოყენებული, დროულად, სწორად და მართებულად ჩატარებული ექსტრაკორპორალური დეტოქსიკაციის ეფექტურობა დამტკიცებულია და ეჭვს არ იწვევს, მაგრამ ის გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ და მხოლოდ კომპლექსური თერაპიის კომპონენტის სახით,  მკურნალობის სხვა მეთოდებთან ერთად. დამოუკიდებლად ჩატარებულმა ჰემოსორბციამ, პლაზმაფერეზმა, ულტრაფილტრაციამ და ექსტრაკორპორალური დეტოქსიკაციის სხვა მეთოდებმა, უკეთეს შემთხვევაში, შესაძლოა მხოლოდ დროებითი ეფექტი გამოიღოს.