რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივნისი 2018
კითხვა-პასუხი
ტყვიით მოწამვლა რა იწვევს მას და როგორ ამოვიცნოთ
ტყვიით მოწამვლა რა იწვევს მას და როგორ ამოვიცნოთ
ტყვიით ინტოქსიკაციის შესახებ გვესაუბრება პედიატრი თეიმურაზ მიქელაძე:

ტყვიით მოწამვლა შეიძლება განვითარდეს ადამიანის ორგანიზმზე მისი ხანგრძლივი მოქმედებით და გააჩნია კლინიკური სიმპტომების მრავალფეროვნება.
მსუბუქი სიმძიმის მოწამვლამ შეიძლება გამოიწვიოს:

  • მეხსიერების დაქვეითება;
  • ვერბალური აშლილობა;
  • ჰიპერაქტივობისა და ADHD-ს ადრეული ნიშნები;
  • დაბალი IQ, სმენისა და მეტყველების დარღვევები;
  • ფსიქომოტორული განვითარების შეფერხება, დაბალი კოგნიტური მაჩვენებლები.

საშუალო სიმძიმის მოწამვლის დროს შეიძლება გამოვლინდეს:

  • მიალგია-პარესთეზიები (კუნთების ტკივილი და დაბუჟება);
  • ადინამია, ლეთარგია (ძილიანობა);
  • გაღიზიანება;
  • დისკომფორტი მუცელში;
  • ართრალგია (სახსრების ტკივილი);
  • საერთო სისუსტე;
  • საგნებზე კონცენტრირების დარღვევები;
  • ტრემორი;
  • თავის ქრონიკული ტკივილი;
  • ღებინება;
  • წონის კლება;
  • ყაბზობა.

მწვავე, მძიმე მოწამვლამ შეიძლება გამოიწვიოს:

  • ტყვიისმიერი ენცეფალოპათია;
  • შეუპოვარი თავის ტკივილი;
  • თავბრუსხვევა, ძილის დარღვევები;
  • ემოციური ლაბილობა;
  • ეპილეფსიური გულყრები;
  • პარეზი და პლეგია;
  • კოლიკები
    (პერიოდული მწვავე აბდომინალური კრამპები), ულტრასონოგრაფიით ღვიძლის პარენქიმაზე ტყვიის (ლურჯ-შავი) ხაზის არსებობა.

აღნიშნული კლინიკური ნიშნების დროს შესაძლებელია ექიმის გა
დაწყვეტილებით გამოვიკვლიოთ ტყვიის შემცველობა ვენურ სისხლში.


რისკჯგუფები (ვისთან შეიძლება გამოვლინდეს ტყვიით მოწამვლა)


მშენებლობაზე მომუშავე პერსონალი, სანტექნიკოსები, ტყვიის მომპოვებლები, ავტოშემკეთებლები, მინის, პლასტმასისა და რეზინის მწარმოებლები, ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები, გაზისა და ბენზინგასამართი სადგურების მომსახურე პერსონალი, ფოლადის შემდუღებლები, ელემენტების მწარმოებლები, ხიდებისა და გემთმშენებლები.

გამომწვევი მიზეზები:

სამშენებლო მტვერი, საშენი მასალები, ტყვიის შემცველი საღებავებით შეღებილი სახლები (განსაკუთრებით - 1970 წლამდე აშენებული სახლები), კერამიკის საამქროები, ბენზინი, დაბინძურებული ნიადაგი.

ტყვიით მოწამვლის კლინიკურ გამოვლინებას შეიძლება ხელი შეუწყოს:

  • თამბაქოს როგორც პასიურმა, ისე აქტიურმა მოწევამ;
  • ტყვიის შემცველმა კოსმეტიკურმა საშუალებებმა;
  • კუსტარულად დამზადებულმა სპირტმა და არაყმა;
  • ბენზინმა, თხევადმა გაზმა;
  • დაბალი ხარისხის და გაურკვეველი წარმოების სათამაშოებმა, პლასტილინებმა, საღებავებმა.

მწვავე მოწამვლა შეიძლება განვითარდეს სისხლში ტყვიის 100-150 მგ/დეცილიტრზე მეტი შემცველობისას, რაც ძალზე იშვიათია.

ბავშვებსა და მოზარდებთან ნორმალური ნუტრიენტული სტატუსის დროს, როდესაც ორგანიზმი გაჯერებულია საკმარისი რაოდენობის რკინით, კალციუმით, ჩ ვიტამინით, ტყვიით მოწამლა პრაქტიკულად არ ვითარდება.

მძიმე შემთხვევებში რეკომენდებულია ხელატური (ხელატები - სპეციფიკური ნაერთებია) მკურნალობა.


პროფილაქტიკა

  • ხშირად დაბანეთ ხელები ბავშვებს;
  • სათამაშოებისა და ინვენტარის ზედაპირები, განსაკუთრებით - ბაღებში, სკოლებში, ყოველდღიურად დამუშავებული უნდა იყოს სპეციალური გამწმენდი საშუალებებით;
  • არ მისცეთ ბავშვებს მიწით დაბინძურებული ან შეღებილი საკვები;
  • 1970 წლამდე აშენებულ სახლებში გამოყენებული საღებავები შეიცავდნენ ტყვიას, მათგან ჩამოფცქვნილი მტვერი და ქერქი შეიძლება გახდეს მოწამლის მიზეზი. კედლების თავიდან შეღებვით ან ქაღალდის გაკვრით შეიძლება მოვახდინოთ პრევენცია;
  • დარწმუნდით, რომ თქვენი შვილი ღებულობს მულტივიტამინებისა და რკინის რეკომენდებულ დღიურ ნორმას საკვებთან ერთად;
  • არ გამოიყენოთ გაურკვეველი წარმოებისა და დაბალხარისხიანი მცენარეული და ხალხური მედიცინის საშუალებები (ისინი შეიძლება შეიცავდნენ ტყვიას);
  • თიხის ჭურჭელი, რომელიც არ იცით შეიცავს თუ არა ტყვიას, გამოიყენეთ მხოლოდ დეკორაციისთვის;
  • საკვები შეინახეთ მინის, პლასტმასის ან უჟანგავ რკინის ჭურჭელში და არა გახსნილ კონსერვებში;
  • საკვების მოსამზადებლად ან დასალევად გამოიყენეთ წყალი ცივი წყლის შემრევიდან და აღებამდე აცადეთ რამდენიმე წუთი, რომ იდინოს;
  • ნედლეული, რომელსაც კერამიკისა და ფერადი მინების შესაღებად იყენებთ, შეინახეთ ბავშვებისგან დაცულ ადგილას.
თარიღი : 09-06-2018
?
რისი ტყვიით მოწამვლაზეა საუბარი, "კალაშნიკოვის"?
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
მოზარდთა ნარკომანია - ჩვენი თანამედროვე ყოფის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა. ნახეთ ვიდეო და გაიგეთ,
27-03-2018
რინიტი ზედა სასუნთქი გზების დაავადებაა. მისი განვითარების მიზეზებზე, მკურნალობისა და
05-01-2018
კაკალი უნიკალური მცენარეა. ის აუცილებლად უნდა შედიოდეს ადამიანის ყოველდღიურ რაციონში. კაკალი თითქმის იმდენივე ვიტამინს, მიკროელემენტსა და ამინმჟავას შეიცავს, რამდენსაც ხილი. ამასთანავე, ნაჭუჭი, მისი ბუნებრივი გარსი, დიდხანს ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს. კაკალი შეიცავს A, B1, B2, E, PP, C ვიტამინებს, კობალტს, რკინას, თუთიას, კალციუმს, კალიუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, იოდს... მოკლედ, ჩათვალეთ, რომ შინ მთელი აფთიაქი გაქვთ და მთელი ეს სიმდიდრე წარმოდგენილია აქტიური და ადვილად ასათვისებელი ფორმით.

05-10-2017
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ალადაშვილის კლინიკაში დაუდგენელი ნივთიერების შედეგად მოწამლული 23 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა
აქტივირებული ნახშირი დეტოქსიკაციის შესანიშნავ საშუალებად ითვლება. ახლა ის ნამდვილი ტრენდია. ნახშირს
საკანალიზაციო მილების გასაწმენდი საშუალება "კროტი" იყიდება სითხის ან ფხვნილის სახით და შეიცავს მეტად აქტიურ
ცნობილია, რომ სპირტიანი სასამელების ხანგრძლივი მოხმარება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე უარაყოფითად მოქმედებს.
სავარაუდოდ, ბევრი სათამაშო ბავშვის ჯანმრთელობისთვის საშიში შეიძლება აღმოჩნდეს, რადგანაც პლასტიკი შესაძლოა არ შეესაბამებოდეს
გვესაუბრება "მკურნალის" მთვარი რედაქტორი, ექიმი თამარ მამაცაშვილი:
უკვე თითქმის ყოველდღიურად ვგებულობთ ადამიანთა გაზით მოწამვლის ახალ შემთხვევებს. რატომ და როგორ იწამლებიან გაზის გამათბობლით?
19 ივნისი 2018
სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ხმელთაშუაზღვის დიეტის წესების დაცვით მომზადებული კვირაში მხოლოდ სამი
19 ივნისი 2018
აშშ-ის მკვლევარება ოჯახურ ურთიერთობებზე თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ
კალიფორნიის სააპელაციო სასამართლომ უკურნებელი სენით დაავადებულთა მიმართ ევთანაზიის გამოყენება დაუშვა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე მოსახლეობას წითელას აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
ამერიკელი სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ კვების დროის შეღუდვა ზედმეტი წონის დაკლებისა და არტერიული წნევის