რა შეიძლება გამოიწვიოს არასწორად შერჩეულმა კბილის ჯაგრისმა
არასწორად შერჩეულმა კბილის ჯაგრისმა, შეიძლება პირის ღრუში სხვადასხვა პრობლემის პროვოცირება გამოიწვიოს: ღრძილებიდან სისხლდენა, კბილების სიყვითლე და სხვ. კბილის ჯაგრისის შერჩევისას, უპირატესობა მიანიჭეთ რბილ, ნეილონისგან დამზადებულ ჯაგრისს. ასეთი ინსტრუმენტი შესანიშნავად აშორებს კბილებიდან ნადებს, კბილებს შორის არედან საჭმლის ნაწილაკებს და ამასთან, არ აზიანებს ღრძილებსა და მინანქარს.
კბილის ჯაგრისი თქვენთვის მოხერხებული უნდა იყოს. ჯაგრისის თავი არ უნდა იყოს ზედმეტად მოცულობითი, რათა წმენდის პროცესში მიწვდეთ ღრმად განლაგებულ კბილებსაც ისე, რომ არ დაიზიანოთ პირის კუთხე ან ლოყის შიგნითა ზედაპირი. თუ კბილების წმენდისას სირთულეები შეგექმნათ, დროა ჯაგრისი გამოცვალოთ. შესანიშნავი გადაწყვეტაა კბილის ელექტრული ჯაგრისი.
რა სიხშირით უნდა გამოვცვალოთ კბილის ჯაგრისი
კბილის ჯაგრისი პერიოდულად უნდა ვცვალოთ. დროთა განმავლობაში ჯაგრისი ცვდება, რაც მას არაეფექტურს ხდის. თუ ჯაგრისის წვერები სხვადასხვა მხარეს გადაიხარა, დაკარგა ფორმა, შეცვლის დროა. თუ ჯაგრისი ფორმას ინარჩუნებს და არანაირი გარეგნული ცვლილებები არ არის, ნებისმიერ შემთხვევაში, ის უნდა შევცვალოთ 3-4 თვეში ერთხელ.
კბილის ჯაგრისზე წარმოიქმნება და მრავლდება ბაქტერიები და თუ დროულად არ შევცვლით, ეს პირის ღრუში ინფექციის განვითარებას გამოიწვევს. ხმარების შემდეგ, ყოველთვის გარეცხეთ კბილის ჯაგრისი, შეინახეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში და შეეცადეთ, რომ გაშრეს შემდეგი გამოყენების დროისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნესტიან გარემოში, ბაქტერიების გამრავლებისთვის ხელსაყრელი პირობები შეიქმნება.
--
ლალი ცჰკჰიკვადზე