რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივნისი 2018
კითხვა-პასუხი
“კბილებიანი” პრობლემები
“კბილებიანი” პრობლემები
სარძევე კბილები - ბავშვს პირველი კბილები 6 თვისას ამოსდის და 2-2,5 წლის ასაკისთვის მას 20 სარძევე კბილი აქვს. ამ სქემაში შეიძლება აღინიშნებოდეს გადახრებიც, ზოგიერთი ბავშვი კი საერთოდ კბილებით იბადება!
ბავშვთა უმრავლესობას კბილებთან დაკავშირებული არავითარი პრობლემა არ აქვს. კბილები უბრალოდ და უმტკივნეულოდ ჩნდება. კბილების რაოდენობა სწრაფი ან ნელი განვითარების მაჩვენებელი არ არის. თუ ბავშვი წუხს კბილების ამოჭრისას, გაღიზიანებულია, უარს ამბობს ჭამაზე და სულ წყლის დალევა უნდა – ეს სიმპტომები მარტო კბილების ამოჭრას არ ახასიათებს, ამიტომ დედას ყურადღება მართებს, რომ სხვა შესაძლო
მიზეზები არ გამოეპაროს.

ხშირად ახალი კბილების ამოსვლის წინაპირობა ჭარბი ნერწყვდენაა. ბავშვს ყველაფრის ღეჭვის სურვილი აქვს, რაც კი ხელში ხვდება.

კბილის ტკივილი – ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის უსიამოვნო შეგრძნებაა, მაგრამ პატარას ამან განსაკუთრებული უხერხულობა შეიძლება შეუქმნას. რადგან ის ზუსტად ვერ ხსნის, რა სტკივა.

კბილების ამოჭრამ შეიძლება შესივებული
ღრძილების ტკივილი გამოიწვიოს. 2 წლის ასაკისთვის უკვე ყველა კბილი ამოსულია, ამიტომ ამ ასაკის შემდეგ პირის ღრუში ტკივილის მიზეზი სხვა რამ უნდა იყოს.

დაცემამაც შეიძლება გამოიწვიოს კბილის ტკივილი, ამის დიაგნოსტირება პირველ ხანებში ძნელია. ამისათვის საჭიროა პირის ღრუს დათვალიერება – ხომ არ აქვს ბავშვს პირის ლორწოვანი გარსის ან ტუჩების დაჟეჟილობა, პირში სისხლდენა. კბილის ტკივილისას აუცილებელია სტომატოლოგის კონსულტაცია. საწყისმა კარიესმაც შეიძლება გამოიწვიოს კბილის ტკივილი და ვიდრე დაშლილ კბილს აღმოაჩენდეთ, შესაძლოა ბავშვი ეპიზოდურ ტკივილს უჩიოდეს.


პროფილაქტიკა

კარიესი და ღრძილების დაავადებების პროფილაქტიკა შესაძლებელია. მიაჩვიეთ ბავშვი ადრეული ასაკიდან პირის ღრუს მოვლას და მას მთელი ცხოვრება ჯანსაღი კბილები ექნება. ღრძილების დაავადებები მცირე ასაკში იშვიათია, მაგრამ კარიესი ყველაზე პატარების პრობლემაც კი შეიძლება გახდეს.

  • შეზღუდეთ შაქრისა და ტკბილი სასმელების რაოდენობა, რაც უფრო ხშირად ეტანება ბავშვი შაქარს, მით მეტია კარიესის ალბათობა;
  • ფთორის შემცველი კბილის პასტით კბილების რეგულარული ხეხვა კარიესის პროფილაქტიკაა;
  • ტკბილი გაზ­იანი სასმელები შეცვალეთ უფრო სასარგებლო, უშაქრო სასმელებით – მცენარეული ჩაით, ასკილის ნაყენით;
  • არასოდეს მისცეთ ბავშვს ტკბილი სასმელი იმ ბოთლით, რომელსაც ის ღამის განმავლობაში წოვს. ამან შეიძლება გამოიწვიოს კბილების რღვევა;
  • მცირე ასაკიდანვე (რეკომენდებულია 2 წლიდან) სტომატოლოგის კონსულტაცია პრობლემების ადრეულ სტადიაზე გამოვლენისა და მათი დროული ლიკვიდაციის საწინდარია.


კბილების წმენდა

მიაჩვიეთ ბავშვი კბილების გახეხვას საუზმის შემდეგ და ძილის წინ. ეს აუცილებელია კბილების დიდხანს ჯანმრთელად შესანარჩუნებლად.

კბილების წმენდა ბავშვს მათი ამოსვლისთანავე დაუწყეთ. თავიდან გამოიყენეთ თითზე დახვეული რბილი ქსოვილი, შემდეგ კი თანდათანობით გადადით საბავშვო კბილის ჯაგრისზე. გამოიყენეთ საბავშვო, ფთორის შემცველი კბილის პასტა, რომ აირიდოთ კბილების დაშლა. საბავშვო კბილის პასტის ფორმულა ისეთია, რომ ისინი შეიცავს აუცილებელი რაოდენობის ფთორს და ამავდროულად გემოც სასიამოვნო აქვს. ასწავლეთ ბავშვს კბილების გამოწმენდა, თავიდან აქტიურად მოეხმარეთ. ბავშვს ახალ-ახალი კბილის ჯაგრისი უყიდეთ და შეეცადეთ კბილების წმენდა მხიარულ საქმიანობად გადააქციოთ.


თითის წოვა

მშობლები თითის წოვას ტრაგიკულად აღიქვამენ და ფიქრობენ, რომ ეს ცუდია კბილებისთვის. თუმცა ეს ჩვევა იშვიათად აზიანებს კბილებს და ბავშვი თავისთავად ივიწყებს მას.

თითს შეიძლება ბავშვი თავდაჯერებულობის შესაძენად წოვს. აკრძალვით კი თქვენ დამამშვიდებელ საშუალებას უსპობთ მას.

თუ ბავშვს თითის წოვის ან სხვა რამე ზეწოლის გამო კბილები მცირედით წინ წამოუვიდა, ჩვეულებრივ, ისინი თავის ადგილას ბრუნდება ყოველგვარი მკურნალობის გარეშე, როგორც კი ბავშვი თითის წოვას გადაეჩვევა.

ზოგჯერ ბავშვი დიდი ხნის მანძილზე ვერ თავისუფლდება ამ ჩვევისგან, მაშინ საჭიროა ნევროლოგის კონსულტაცია, რომ გამოირიცხოს შფოთვის სიმპტომები, რასაც შეიძლება ის თითის წოვით ახშობდეს.
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
რამდენიმე თვის წინ, გიო ხუციშვილს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მომღერალმა ამის შესახებ ერთ-ერთ ინტერვიუში თავად განაცხადა.
30-05-2018
ჯანსაღი კბილები რომ შევინარჩუნოთ, ამისთვის 5 მარტივი წესის რეგულარულად დაცვაა საჭირო.
28-05-2018
ხაჭაპური, ელარჯი, პიცა, ყველის სხვადასხვა სახეობა, ბერძნული სალათი ნაზი ფეტათი-ყველასთვის საყვარელი და
21-05-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
გერმანელმა მეცნიერებმა შექმნეს უნიკალური საღეჭი რეზინი, რომელსაც შეუძლია პირის ღრუს დაავადებათა
ჯანსაღი კბილები რომ შევინარჩუნოთ, ამისთვის 5 მარტივი წესის რეგულარულად დაცვაა საჭირო.

“ბავშვობიდან ბრეკეტებით გასწორებული კბილების სიბერეში პროტეზირებაც უფრო ადვილი ხდება... მსოფლიოში ბრეკეტების და იმპლანტის გამოყენების მხრივ კი ჩვენზე უკეთ გავნითარებულები არიან!”

ბევრ ადამიანს, რომელთაც ჩასმული კბილები აქვს, აღენიშნება სტომატიტი და პირის ღრუს სხვა სოკოვანი დაზიანება.
მეცნიერებმა საზოგადოებას ცილების საშუალებით კბილის მინანქრის აღდგენის დაჩქარება შესთავაზეს. ავტორები
ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-4 საუკუნეში ჰიპოკრატე აქტიურად იყო დაინტერესებული კბლიებთან დაკავშირებილი
22 ივნისი 2018
წლის ცხელი სეზონი განწყობასა და გარეგნობას ცვლის. ზაფხული არა მარტო სასიამოვნო მომენტების მომტანია, შეიძლება
19 ივნისი 2018
აშშ-ის მკვლევარება ოჯახურ ურთიერთობებზე თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ
კალიფორნიის სააპელაციო სასამართლომ უკურნებელი სენით დაავადებულთა მიმართ ევთანაზიის გამოყენება დაუშვა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე მოსახლეობას წითელას აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
ამერიკელი სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ კვების დროის შეღუდვა ზედმეტი წონის დაკლებისა და არტერიული წნევის