ბრეკეტები და იმპლანტები მხოლოდ სასურველი კი არა, აუცილებელია! - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
ბრეკეტები და იმპლანტები მხოლოდ სასურველი კი არა, აუცილებელია!

“ბავშვობიდან ბრეკეტებით გასწორებული კბილების სიბერეში პროტეზირებაც უფრო ადვილი ხდება... მსოფლიოში ბრეკეტების და იმპლანტის გამოყენების მხრივ კი ჩვენზე უკეთ გავნითარებულები არიან!”

- ამბობს ექიმი-ორთოპედი, კლინიკა “სითიდენტის” დამფუძნებელი – დავით თამასიძე. იგი მრავალი საერთაშორისო სერთიფიკატის მფლობელია, ხშირად ესწრება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გამართულ კონგრესებს და სემინარებს და გვიამბობს რამდენად მისდევს დღეს საქართველო მსოფლიოს თანამედროვე მეთოდებს სტომატოლოგიაში...

 


- ბატონო დავით საქართველოში ძალიან მოხშირდა ბრეკეტების, იმპლანტების გამოყენება ... რამდენად სასურველია ეს და როგორი ვითარებაა ამ მხრივ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში?


- ორივე სასურველია და აუცილებელი, უკვე სხვა

საუკუნეა... ბრეკეტიც და იმპლანტიც აუცილებლობის შემთხვევაში კეთდება. ბოლო ათი წლის განმავლობაში იმდენად განვითარდა მსოფლიოში სტომატოლოგია, რომ დღეს სულ სხვა საფეხურზე ვართ. ძალიან სერიოზული გამოსავალია ბრეკეტი... პროთეზირების დროს ზოგჯერ კბილები არ დგას რკალში სწორად, გვიწევს კბილის ამოღება, თუ ბრეკეტს არ იკეთებს პაციენტი, ან ვერ იკეთებს.  ბავშვობიდან
ბრეკეტებით გასწორებული კბილების სიბერეში პროტეზირებაც უფრო ადვილი ხდება... მსოფლიოში ბრეკეტების და იმპლანტის გამოყენების მხრივ ჩვენზე უკეთ გავნითარებულები არიან!

 

mkurnali.ge


- როგორ შეიძლება პატარა ასაკიდან სწორი მოვლით ჯანმრთელი კბილების შენარჩუნება?


- როდესაც პატარას სარძევე კბილები ამოეჭრება, მშობელმა ამ დროიდან უკვე უნდა მიხედოს ბავშვის კბილებს. პირველ რიგში ექიმთან უნდა მიიყვანოს. ამის პრაქტიკა ნაკლებად არის საქართველოში, მაგრამ ნელ-ნელა ინერგება... უკვე გინეკოლოგებიც უშვებენ ორსულებს სტომატოლოგთან, დედას რომ მოწესრიგებული კბილები ჰქონდეს. ბავშვი რომ დაიბადება, პედიატრის მეთვალყურეობის ქვეშაა, სანამ ყველა კბილი ამოიჭრება. სარძევე კბილი რომ ამოიჭრება, აუცილებელია ბავშვთა სტომატოლოგთან მიყვანა... ორ წლამდე ასაკშიც შეიძლება პრობლემა იყოს და ამ დროს იპლომბება კბილი. პრაქტიკაში გვქონია, როდესაც ორი წლის ბავშვისთვის კბილი დაგვიბჟენია. სხვა ქვეყყნებში ბავშვები ინტენისურად მიჰყავთ ექიმთან.

ხშირად არის, ბავშვებს რომ შავი კბილები აქვთ. ეს ან კარიესია, ან ქვა, ან ნადები... ამის დიფერენცირება უნდა მოხდეს. ზოგიერთი მშობელი ნემსით ან მსგავსი ნივთით ცდილობს ნადების მოშორებას, რითაც კიდევ უფრო უღრმავებენ პრობლემას... აუცილებელია სწორი მოვლა! ბავშვს უკვე ორი წლიდან კბილების ხეხვას ვაწყებინებთ და თუ რაღაც ეჭვია პრობლემაზე, საბავშვო ექიმთან მიგვყვს... მუდმივი კბილები როცა ამოვა, შემდეგ შეიძლება ფირფიტოვანი, ან ბრეკეტ-კონსტრუქციები... ეს ორი მეთოდია ჯერჯერობით და მესამეც ინერგება. ბრეკეტს ვაკეთებთ 12 წლიდან, აუცილებელია კბილის ფესვი იყოს ჩამოყალიბებული! მანამდე მხოლოდ ფირფიტოვანი კონსტრუქცია შეიძლება. ამ მეთოდსაც საკმაოდ კარგი შედეგი აქვს, როდესაც ყბა არის გასაშლელი. კბილები აუცილებლად უნდა გასწორდეს, თუ გასასწორებელია! ეს არ არის მხოლოდ ვიზუალი!

mkurnali.ge


- სტომატოლოგთან ვიზიტისას ლეტალური შედეგებიც ყოფილა და რა არის ყველაზე საშიში, რა უნდა გაითვალისწინოს პაციენტმა და ექიმმა ეს რომ არ მოხდეს?


- ეს უფრო ალერგიულ პაციენტებში ხდება და ამისთვის აუცილებელია წინასწარ მოხდეს დადგენა. თუ პაციენტი დიდი ხნის განმავლობაში არ არის ნამყოფი ექიმთან, მაშინ ის ჯერ ალერგოლოგთან მიდის და სინჯს იკეთებს... ღმერთის წყალობით, ჩვენთან მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა, მაგრამ გამიგია ასეთ შემთხვევებზე. ბოლოს მგონი 2014 წელს იყო.


- რა სიახლეებია კიდევ მსოფლიოში დანერგილი, რაც ჩვენთან სამომავლოდ შემოვა?


- პირველ რიგში ხალხის კულტურა ექიმთან მისვლის! ეს არ გვაქვს ქართველებს და ალბათ მეც -  მათ შორის. კარგი იქნება წელიწადში ერთხელ ადამიანმა პირის ღრუ გაისუფთავოს ქვისგან და ნადებისგან, სასურველია - ბავშვობიდან, როდესაც სარძევე კბილები ამოიჭრება. ნებისმიერ ასაკში ყურადღებაა საჭირო. ხანდაზმულებმაც უმჯობესია აღიდგინონ დაკარგული კბილები, ჩაისვან კონსტრუქცია - მოუხსნელი  იქნება თუ მოსახსნელი. კბილები აუცილებლად უნდა ჰქონდეთ, საჭმლის მონელება პირველ რიგში პირის ღრუდან იწყება და არა კუჭიდან. დაღეჭილი და დაქუცმაცებული ლუკმა ჩადის კუჭში...

როგორც მოგახსენეთ, გინეკოლოგები უშვებენ ორსულებს სტომატოლოგებთან, ასევე კუჭ-ნაწლავის პრობლემით რომ მიდის პაციენტი გასტროენტეროლოგთან, ნებისმიერი გასტროენტეროლოგი, რომელიც მსოფლიოში თანამედროვე კონფერენციაზე ერთხელ მაინც  ყოფილა, პაციენტს სტომატოლოგთან მისვლას ურჩევს. ხშირად იყო კუჭ-ნაწლავის, ნაღვლის პრობლემით იწყებდნენ მკურნალობას და ამ დროს პაციენტს კბილი არ ჰქონდა. ვთვლი, რომ არ შეიძლება მკურნალობის დაწყება, სანამ პაციენტი პირის ღრუს არ მოიწესრიგებს.


ჩვენ ძალიან ბევრი უცხოელი პაციენტი გვყავს, რადგან კბილების მოწესრიგება ყველა ქვეყანაში ძალიან ძვირია. ჩვენს უცხოელ კოლეგებს ძალიან უკვირთ ჩვენი სტანდარტული ფასები... საკმაოდ განვითარებადია დღეს საქართველოში სტომატოლოგია, ძალიან სწორად ვითარდება. ცოტა ხანში სტომატოლოგია მთლიანად ციფრულზე გადავა. ადრე ხელით - მანუალურად აკეთებდა ტექნიკი კბილს და ახლა ციფრულზე გადავდივართ. ცდომილება დაახლოებით ორ მიკრონამდეა დაყვანილი. ეს ძალიან მინიმალურია და საკმაოდ დიდ სიზუსტეზეა უკვე საუბარი.
მანანა გაბრიჩიძე
ამ ავტორის სხვა სტატიები
თარიღი : 28-05-2018
Sulkhani
"Profesionalizmis zeniti"ese sheizleba ewodos am klinikas da personals.madloba rom qmnit momaval saqartvelos
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
ჰისტატინ-1 (ადამიანის ნერწყვში არსებული ანტიმიკრობული პეპტიდი) ჭრილობის შეხორცებას აჩქარებს. ის ასტიმულირებს ანგიოგენეზს- ეფექტური შეხორცებისთვის აუცილებელი ახალი სისხლძარღვების წარმოქმნას.
14-08-2017
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ამ თვალსაზრისით მთელ სამუშაოს ასრულებს გინგეროლი-ნაერთი, რომელიც კოჭას დამახასიათებელ, სასიამოვნო
სტომატოლოგები დღემდე იმ პროფილის ექიმებად ითვლებიან, რომელთანაც ვიზიტს ბევრი უკიდურეს
გერმანელმა მეცნიერებმა შექმნეს უნიკალური საღეჭი რეზინი, რომელსაც შეუძლია პირის ღრუს დაავადებათა
ჯანსაღი კბილები რომ შევინარჩუნოთ, ამისთვის 5 მარტივი წესის რეგულარულად დაცვაა საჭირო.
ბევრ ადამიანს, რომელთაც ჩასმული კბილები აქვს, აღენიშნება სტომატიტი და პირის ღრუს სხვა სოკოვანი დაზიანება.
მეცნიერებმა საზოგადოებას ცილების საშუალებით კბილის მინანქრის აღდგენის დაჩქარება შესთავაზეს. ავტორები
13 აგვისტო 2018
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
11 აგვისტო 2018
ვარჯიშს რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობისა და დღეგრძელობისათვის ამ აჩქარებულ და
ახალგაზრდებს ხშირად აბრაზებთ უფროსი თაობის ამგვარი ფრაზები: “ყველაფერს თავისი დრო და ასაკი აქვს”, “რა დროს შენი სიყვარულია” და ა.შ.
ფილოსოფოსები ნაოჭს დროის ბეჭედს უწოდებენ, ქალები კი მათ ასწლეულების მანძილზე სხვადასხვა ხერხით ებრძვიან.
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო სამშობიარო სახლ „ნინოში“ შესვლის თაობაზე