რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივნისი 2018
კითხვა-პასუხი
მეცნიერებმა კბილის ბჟენის ალტერნატივა შეიმუშავეს
მეცნიერებმა კბილის ბჟენის ალტერნატივა შეიმუშავეს
მეცნიერებმა საზოგადოებას ცილების საშუალებით კბილის მინანქრის აღდგენის დაჩქარება შესთავაზეს. ავტორები დარწმუნებულები არიან, რომ კარიესის საწინააღმდეგო, გამოსაყენებლად მოსახერხებელ, მეთოდს მიიღებენ.
კბილის გარეთა შრეების მინერალური შემადგენლობის დარღვევა და შემდგომი ანთებითი პროცესის განვითარება ყველა ასაკობრივ ჯგუფში გავრცელებული პრობლემაა.

დასაწყისში კბილს აზიანებს პირის ღრუში არსებული ბაქტერიები, რომელთა ცხოველმყოფელობის გვერდით პროდუქტს მჟავები წარმოადგენს. აღნიშნული მჟავები მინანქრიდან გამორეცხავს მინერალებს, რაც კბილის გარეთა შრის მთლიანობას არღვევს. ამ პროცესის დასაწყისი შედარებით უმტკივნეულოდ მიდის, მაგრამ მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში შეიძლება კბილის დაკარგვა და სერიოზული გართულებები გამოიწვიოს.
პეპტიდების სფუძველზე რემინერალიზაცია წარმოადგენს
სტომატოლოგიის თანამედროვე მეთოდების უსაფრთხო ალტერნატივას. ასეთი მეთოდი გამოსაყენებლად მარტივია და ექიმის დანიშნულების გარეშეც შეიძლება მივმართოთ.

ექიმების იდეა ეფუძნება მინანქრის ფორმირებისთვის საჭირო ცილა ამელოგენინის მუშაობის შესწავლას. მის საფუძველზე მოხერხ
და მსგავსი ნაერთის შექმნა, რომელიც ასტიმულირებს კბილის ქსოვილების ბუნებრივ მინერალიზაციას.

ავტორებმა დაამტკიცეს, რომ ეს ცილები უმაგრდება კბილის ზედაპირს და იერთებს კალციუმისა და ფოსფატების იონებს. ერთი გამოყენების შემდეგ, მინანქრის ზრდა შეადგენს 10-დან 50 მიკრომეტრამდე. სამუშაოს დასრულების შემდეგ ავტორები იმედოვნებენ ამ ცილების როგორც პირადი მოხმარების, ისე საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემაში კბილის პასტებში, გელებში, ხსნარებში ჩართვას. აღნიშნული ტექნოლოგია შეიძლება ყოველდღიური მოხმარების ინსტრუმენტი გახდეს მინანქრის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

ლალი ჩხიკვაძე

ტეგები: კბილი ბჟენი
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
კბილის ქვა (calcius dentalis), მისი შედგენილობა და წარმოქმნის თავისებურება
05-04-2018
ბევრ ადამიანს, რომელთაც ჩასმული კბილები აქვს, აღენიშნება სტომატიტი და პირის ღრუს სხვა სოკოვანი დაზიანება.
20-05-2018
კანადელმა მეცნიერებმა შექმნეს ბჟენის ისეთი მასალა, რომელიც ცვლილებას არ საჭიროებს და სიცოცხლის ბოლომდე ძლებს.
24-02-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
გერმანელმა მეცნიერებმა შექმნეს უნიკალური საღეჭი რეზინი, რომელსაც შეუძლია პირის ღრუს დაავადებათა
ჯანსაღი კბილები რომ შევინარჩუნოთ, ამისთვის 5 მარტივი წესის რეგულარულად დაცვაა საჭირო.

“ბავშვობიდან ბრეკეტებით გასწორებული კბილების სიბერეში პროტეზირებაც უფრო ადვილი ხდება... მსოფლიოში ბრეკეტების და იმპლანტის გამოყენების მხრივ კი ჩვენზე უკეთ გავნითარებულები არიან!”

ბევრ ადამიანს, რომელთაც ჩასმული კბილები აქვს, აღენიშნება სტომატიტი და პირის ღრუს სხვა სოკოვანი დაზიანება.
ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-4 საუკუნეში ჰიპოკრატე აქტიურად იყო დაინტერესებული კბლიებთან დაკავშირებილი
სარძევე კბილები - ბავშვს პირველი კბილები 6 თვისას ამოსდის და 2-2,5 წლის ასაკისთვის მას 20 სარძევე კბილი აქვს.
22 ივნისი 2018
წლის ცხელი სეზონი განწყობასა და გარეგნობას ცვლის. ზაფხული არა მარტო სასიამოვნო მომენტების მომტანია, შეიძლება
19 ივნისი 2018
აშშ-ის მკვლევარება ოჯახურ ურთიერთობებზე თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ
კალიფორნიის სააპელაციო სასამართლომ უკურნებელი სენით დაავადებულთა მიმართ ევთანაზიის გამოყენება დაუშვა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე მოსახლეობას წითელას აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
ამერიკელი სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ კვების დროის შეღუდვა ზედმეტი წონის დაკლებისა და არტერიული წნევის