ხანძარი – სტიქიური უბედურება, რომლის შესახებაც მეტი უნდა ვიცოდეთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ხანძარი – სტიქიური უბედურება, რომლის შესახებაც მეტი უნდა ვიცოდეთ

ხანძრებს ბევრი განსაცდელი მოაქვს ადამიანებისთვის და ხშირად ადამიანთა სიცოცხლესაც შეიწირავს. ხანძრის მიზეზი კი ხშირად ერთი ჩაუქრობელი ასანთი ან სიგარეტი ხდება ხოლმე.

შენობებში დღეს უკვე ამონტაჟებენ ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობებს და თითქმის ყველგან არის ცეცხლმაქრები, მაგრამ არის სიტუაციები, როცა ცეცხლმაქრი უბრალოდ გამოუსადეგარია.

ძალიან საშიშია ზაფხულში ბუნებაში პიკნიკებზე სიარული, თუკი ადამიანებმა არ იციან სახანძრო უსაფრთხოების და ტყეში მოქცევის წესები. თუ ცეცხლს ბოლომდე არ ჩააქრობთ და თუნდაც გაღვივებულ ნაკვერჩხალს დატოვებთ, ის შეიძლება საშინელ ხანძრად გადაიქცეს, რომლის ჩაქრობაც მეხანძრეებსაც აღარ შეეძლებათ.

ბოლო წლებში საქართველოში უკვე მერამდენედ არის ტყის მასივის გადაწვის ასეთი შემთხვევა. 2008 წელს ასამდე ჰექტარი ტყე დაიწვა ბორჯომის ხეობაში, დღეს მიმდინარე ხანძარმა კი უკვე 12 ჰექტარი გაანადგურა.

ზოგადად ხანძარი ადვილად ვრცელდება ერთი ადგილიდან მეორეზე და ანადგურებს ყველაფერს, რაც გზაზე ხვდება. ძოგჯერ ხანძრის მიზეზი ძლიერი სიცხეც ხდება ხოლმე.

ტყის მასივების წვისას ხანძრის გავრცელებაში დიდი მნიშვნელობა აქვს ქარიან ამინდს და აგრეთვე ნიადაგს, რომელიც წიწვოვან-ფოთლოვანი ნარჩენების მრავალი ფენით არის დაფარული, ამიტომ, როცა სტიქიის დამორჩილება შეუძლებელია, ხანძრის ლოკალიზაციისათვის აუცილებელია ნიადაგის გაჭრა ხანძრის კერის გარშემო, რათა ცეცხლის ამ გზით გავრცელება მაინც შეიზღუდოს.

ხანძართან ბრძოლისას ყველაზე მთვარია ყველა დამხმარე ძალის ურთიერთშეთანხმებული მოქმედება, რათა არ წარმოიქმნას გაუთვალისწინებელი გართულებები. ხანძრის სტიქიასთან საბრძოლველად დღეს სახანძრო ტექნიკასთან ერთად გამოიყენება თანამედროვე მაღალტექნოლოგიური საშუალებებიც, ვერტმფრენები და ბოლო მოდელის მძიმე ტექნიკა. ზოგიერთ შემთხვევაში ხანძრის სტიქიისას საჭირო ხდება ხოლმე მოხალისეთა ჯგუფების ჩართვაც. მაგრამ მათი მოქმედება არ უნდა იყოს თვითნებური და აუცილებლად შეთანხმებული უნდა იყოს სტიქიასთან მებრძოლ შტაბთან, ასევე აუცილებელია, რომ მოხალისეები იყვნენ აღჭურვილი სათანადო იარაღებით და ტანსაცმლით, აგრეთვე იყვნენ ინფორმირებულნი სტიქიასთან ბრძოლის მეთოდების და ქცევის წესების შესახებ.