ჩვენ ვერ მოგატყუებთ, ჩვენო შვილებო! ნებისმიერი ნარკოტიკი არის შხამი! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჩვენ ვერ მოგატყუებთ, ჩვენო შვილებო! ნებისმიერი ნარკოტიკი არის შხამი!

ალბათ ამაზე გაჩუმება აღარ შეიძლება! ჩვენი შვილების თაობა მოტყუებულია! ისინი დააჯერეს, რომ "თავისუფლები" არიან და ეს თავისუფლება იმასაც გულისხმობს, რომ ნარკოტიკები უნდა მოიხმარონ. თურმე ნარკოტიკი არა თუ არაფერს უშავებს, სასარგებლოც კი ყოფილა ორგანიზმისთვის. მთელი ინტერნეტ-სივრცე გაჯერებულია ასეთი ცრუ ინფორმაციებით. mkurnali.ge-ზე რეგულარულად შემოდის შეკითხვები თინეიჯერებისგან და ითხოვენ, რომ დავუდასტუროთ ეს ინფორმაცია. ჩვენ ვერ მოგატყუებთ, ჩვენო შვილებო! ნებისმიერი ნარკოტიკი არის შხამი! ზოგჯერ მარიხუანას ერთჯერადი მოხმარებაც კი საკმარისია იმისათვის, რომ გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდის ფსიქიკა და ნერვული სისტემა სრულად დაანგრიოს. ამის უამრავი მაგალითია ჩვენთან, საიტზე და დაინტერესებულ პირებს მივაწვდი ასეთი მოზარდების შეკითხვების ლინკებსაც - რამდენიმე თვის წინ ერთხელ რომ მოწია და მას მერე ფსიქიატრიული პრობლემები აქვს. აღარაფერს ვამბობ ნარკოტიკის მუდმივ მომხმარებლებზე... ფესტივალებს ატარებენ თურმე... ქვეყანა ვითარდება... ფესტივალის აუცილებელი პირობა კი ის ყოფილა, რომ ნარკოტიკი უნდა მოიხმარო, ან ალკოჰოლით გაილეშო და ათასი სიბინძურე აკეთო. გართობის და ბედნიერების მწვერვალია - ვერაფერს იტყვი. ალკოჰოლზე რატომ არ წერთ, რომ ცუდიაო?! როგორ არ ვწერთ! ძალიან ხშირადაც ვწერთ, რომ ალკოჰოლიზმმა გაანადგურა ჩვენი თაობა - უუნარო გახადა ბევრი ადამიანი. და მერე რა შეღავათია, თუ ალკოჰოლის ნაცვლად ნარკოტიკებით დაიღუპავთ თავებს? უკეთესი გგონიათ? არ არის ასე, გატყუებენ, თვალში ნაცარს გაყრიან, ჩვენო შვილებო! ეს მათი პროპაგანდაა, ვინც ნარკომაფიით მილიარდებს აკეთებს თქვენი სიცოცხლის ხარჯზე. ამ მაფიაში ხომ ბვერი ქვეყნის სახელმწიფო ჩინოსანიც არის ჩართული. ნუ მოტყუვდებით! გთხოვთ! გაბრუებული და გამოთაყვანებული ერი სჭირდება მას, ვინც ამ სისულელეებში გარწმუნებთ. გამოფხიზლდით და ნუ დაიღუპავთ თავებს!