ყველაზე სასარგებლო ცხოველები - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
კითხვა-პასუხი
ყველაზე სასარგებლო ცხოველები
ყველაზე სასარგებლო ცხოველები
მედიკოსებს ადამიანზე ცხოველის დადებითი გავლენა არაერთხელ აღუნიშნავთ. მეცნიერებმა შეადგინეს ადამიანის მკურნალი ცხოველების სია. ყველაზე სასარგებლო ცხოველების ჩამონათვალში შევიდა: კატა, ძაღლი, ცხენი, ფუტკარი და გველი. მეცნიერების მტკიცებით, მათ შეუძლიათ თავიდან აგვაშორონ დიაბეტის, პარკინსონის დაავადებისა და დემენციის სიმპტომები.

საუკეთესო დასტაქრებად აღიარეს კატები. აღმოჩნდა, რომ კატის მოფერებისას, ხელისგულებზე განსაკუთრებული წერტილები სტიმულირდება. დაბალი დიაპაზონის ხმის სიხშირე - კატის კრუტუნი დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. ამიტომაა მიჩნეული კატა ნევროზების, დეპრესიისა და გონებრივი მოშლილობის დროს საუკეთესო დამხმარედ.

მეორე ადგილი ძაღლებს ერგოთ. ამ ცხოველის დამსახურებით, ადამიანი მეტს მოძრაობს. სუფთა
ჰაერზე ყოველდღიური გასეირნება გულსისხლძარღვთა სისტემისთვისაა სასარგებლო. გარდა ამისა, ძაღლის ნერწყვს ბაქტერიოციდული თვისება გააჩნია და პატრონის ალოკვა ამცირებს მწვევე რესპირატორული დაავადების რისკს.
ცხენი მესამე ადგილზეა. ექიმები აუტისტ ბავშვებსა და ფსიქიკური დაავადების მქონე პირებს ცხენთან ხშირ კონტაქტს ურჩევენ. ზრდასრულებში ცხენი კურნავს დეპრესიას და დამოკიდებულებას (ალკოჰოლური თუ ნარკოტიკული).

პირველ ხუთეულში შევიდა ფუტკრები და გველი. ფუტკრები სიაში თაფლის სასარგებლო თვისებების გამო მოხვდნენ.

გველის შხამი ვენების, სახსრების პრობლემების სამკურნალო პრეპარატების, ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების საფუძველს წარმოადგენს. ზოგიერთი მეცნიერი გველის შხამით კიბოს მკურნალობასაც კი ცდილობდა.
ზოგადად, დამტკიცებულია, რომ შინაურ ცხოველების გახსენებაც კი აუმჯობესებს განწყობას, აწესრიგებს გულის ცემას და აქვეითებს სტრესის დონეს. საყვარელი ოთხფეხა მეგობრის მოფერებისას, ადამიანში გამოიყოფა სტრესის მომხსნელი „სიყვარულის ჰორმონი“ - ოქსიტოცინი.



ლალი ჩხიკვაძე

კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
ზოგს ყურძენი არ უყვარს, ზოგიც მას კურკებისა და კანის გარეშე მიირთმევს, არა და ბუნების ეს სიმდიდრე მეტად
22-10-2018
შინაური ცხოველები ადამიანების გვერდით უკვე ათობით ათასი წელია ცხოვრობენ. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი
21-09-2018
სასარგებლო ბაქტერიების შემცველი პრობიოტიკური პროდუქტები ზედმიწევნით პოპულარულია, მაგრამ
20-09-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
შინაური ცხოველები ადამიანების გვერდით უკვე ათობით ათასი წელია ცხოვრობენ. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი
ჯერ კიდევ ძველი ჩინელები ამბობდნენ: “ცხოველი ადამიანის მეგობარი და ნათესავია, ის განიცდის ადამიანისთვის დამახასიათებელ გრძნობებს:
დიდი ხანია ცნობილია, რომ კატები, კერძოდ კი, მათი კრუტუნი ადამიანზე დადებითად მოქმედებს. ისინი
თელავში სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები კავკასიელ კოლეგებთან და ევროპელ ექსპერტებთან ერთად ცხოველთა საშიში
კახეთის რეგიონში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში უპატრონო ძაღლის მიერ ადამიანების და პირუტყვის
დედაშვილობა - ნახეთ ვიდეო
22 ოქტომბერი 2018
ზოგს ყურძენი არ უყვარს, ზოგიც მას კურკებისა და კანის გარეშე მიირთმევს, არა და ბუნების ეს სიმდიდრე მეტად
22 ოქტომბერი 2018
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა ადამიანის ორგანიზმისათვის მავნე პროდუქტთა სია გამოაქვეყნეს.
მოგეხსენებათ, საკვებ რაციონში ცხიმების მარაგის შემცირება–გაზრდით შესაძლებელია სხეულის მასის
რაციონი არა მარტო ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ტვინის ეფქტური მუშაობისთვისაც!
კუჭის წყლული სწრაფად რომ შეხორცდეს, მიიღეთ ჩვეულებრივი ასფურცელას ნაყენი. 1 სადილის კოვზ ყვავილს დაასხით