რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივლისი 2018
კითხვა-პასუხი
კვლევის გამაოგნებელი შედეგები: საქართველოში ქალების თითქმის მეოთხედს და მამაკაცების მესამედს მიაჩნია, რომ ცოლის ცემა გამართლებულია
კვლევის გამაოგნებელი შედეგები: საქართველოში ქალების თითქმის მეოთხედს და მამაკაცების მესამედს მიაჩნია, რომ ცოლის ცემა გამართლებულია
ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევის მიხედვით, საქართველოში 7-დან 1 ქალს ოჯახში ძალადობა გამოუცდია, ქალების 9% სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვობაში გამხდარა, 5-დან 1 ქალი ამბობს, რომ სექსუალური შევიწროება გამოუცდია, - ამის შესახებ ნათქვამია გაეროს ქალთა ორგანიზაციის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და ევროკავშირის ერთობლივ კვლევაში.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გაეროს ქალთა ორგანიზაციიდან აცნობეს, კვლევის შედეგები გვაჩვენებს, რომ საქართველოში ქალებისა და კაცებისთვის ქალთა მიმართ ძალადობა დიდწილად კვლავაც მისაღებია: ქალების თითქმის ერთ მეოთხედს (22%) და კაცების ერთ მესამედს (31%) მიაჩნია, რომ ცოლის ცემა გარკვეულ
გარემოებებში გამართლებულია. უფრო მეტიც: ქალების თითქმის ერთი მეოთხედი (23%) და კაცების თითქმის ნახევარი (42%) მიიჩნევს, რომ ცოლი ქმარს მაშინაც კი უნდა დაემორჩილოს, თუ ის მას არ ეთანხმება.

კვლევა გაერო-ს ქალთა ორგანიზაციამ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა და ევროკავშირმა ერთობლივად ჩაატარეს. კვლევის შედეგად, 2009 წლის შემდეგ ქალთა
მიმართ ძალადობის გავრცელებისა და ამ პრობლემის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებების შესახებ ეროვნული მასშტაბის სარწმუნო მონაცემების მოპოვება პირველად მოხდა. ამას გარდა, კვლევამ საქართველოში სექსუალური შევიწროებისა და ადევნების გავრცელება პირველად შეისწავლა.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინფორმაციით, ეროვნული კვლევის პროცესი 2017 წელს მიმდინარეობდა და იგი რაოდენობრივ და ხარისხობრივ მეთოლოგიებს აერთიანებდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ 15-64 წლის 6 006 ქალი და 15-64 წლის 1 601 კაცი გამოიკითხა. ხარისხობრივი კვლევა კი 47 შეხვედრას მოიცავდა. კვლევა საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქსტატის ერთობლივი ძალისხმევითა და ევროკავშირის მხარდაჭერით პროექტის ფარგლებში "ერთად დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობა" ჩატარდა.

ქალთა მიმართ ძალადობის ახალი ეროვნული კვლევის ძირითადი შედეგების პრეზენტაციას გაეროს ქალთა ორგანიზაცია ხვალ გამართავს, რომელსაც დაესწრებიან: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე. პრეზენტაციას ფასილიტაციას გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა გაუწევს.
ამ ავტორის სხვა სტატიები
თარიღი : 09-03-2018
1111
კვლევის გამაოგნებელი შედეგები: საქართველოში ქალების თითქმის მეოთხედს და მამაკაცების მესამედს მიაჩნია, რომ ცოლის ცემა გამართლებულია :))))))))))))))))))))))))))))))) ე.ი. ქალების მეოთხედი ამბობს, უნდა მცემონო?????ჰაჰაააააააააააა....სად გამოკითხეთ, ვინ გამოკითხეთ.....სად იყავით ამისტანა ადგილას, ასეთ რამეს ვინ გეუბნებათ????აააააა....ასეა საჭირო? და ვისთვისაა ასე საჭირო რომ თამარ მეფის ქვეყანა ასეთი ველურები ვეგონოთ მსოფლიოს?
თარიღი : 09-03-2018
ნინ
ხალხო ასე არ შეიძლება ხაზი გადაუსვა ყველა მამაკაცს,ქალების გარკვეულ პროცენტს ისეთი საშინელი ენა და საქციელი აქვს, ქალი ვარ და მე გამოვდივარ წყობილებიდან. ქალს რომელსაც სამზერეულო არ უყვარს, დალაგება ეზარება, ბავშვის მოვლა არ უნდა , უკაცრავად და რატომ თხოვდებიან? კაცები ისედაც მაგ საკითხზე უარს არ ამბობენ.გაიჩინონ "ბოი ფრენდი" , როგორც ეძახიან ახალა და ნურავის სიცოცხლეს ნუ გაუმწარებენ. მამაკაცებო თქვენ კიდევ ოჯახის ქალი აარჩიეთ, ვინც კისერზე დაგეკიდებათ , მისგან შორს იყავით.
თარიღი : 08-03-2018
ჰმ
მიტომაც გვყვანან ასეთი ''ვაშკაცები'', ასეტები რა შვილებს დაზრდიან? წადიტ ტავი მ0ოიკალიტ, სად და ვინ გაგზარდატ ასეთი 1 უჯრედიანები იმ ქვეყანაში სადაც 12 საუკ ქალი მეფობდა ასე რამ დაგაბეჩავატ , გაუნატლებლობის ბრალია
თარიღი : 08-03-2018
კახა
ცემა კატეგორიულად გაუმართლებელია. თუმცა ფიზიკური ძალადობის გარდა არსებობს ფსიქოლოგიური ძალადობა რომელსაც არა მხოლოდ მამაკაცები არამედ უფრო ხშირად და აგრესიულად მიმართავენ ქალებიც, რაც სამწუხაროდ იწვევს მამაკაცის პროვოცირებას და სრულდება ქალზე ფიზიკური ძალადობით.
თარიღი : 07-03-2018
სამართალდამცველი
ზოგადათ მკვლელობა ადამიანისა, თუ ეს სამშობლოს დაცვის მოტივით მოხდა სხვა საქმეა, ხოლო პირადი მიზნებით და მოტივებით მკვლელობა კიდე სხვაა და გაუმართლებელი, უმძიმესი დანაშაულია, ახლა ამ სტატიას და თემას რაც შეეხება: მიმაჩნია რომ ოჯახში ურთიერთ გაგებაზე, ურთიერთდათმობაზე, ურთიერთპატივისცემაზე უფრო მნიშვნელოვანი საკითხები ნაკლებად მოიძებნება, როდესაც ოჯახში ძლიერია ესეთი მიმართულებები, ის ოჯახი მყარი და ერთსულოვანია, თუნდაც ეკონომიკურად უჭირდეთ, ხოლო რაც შეეხება იმას რომ არასამთავრობოები აქცენტს მაინცდამაინც ქალთა მკვლელობებზე და ელგებეტე პირების მიმართ დევნაზე რომ აკეთებენ..... სწორედ მაგაში იღებენ გრანტებს და მათაც გაყიდეს სული, იმისთვის რომ ქალი ყოველთვის მსხვერპლად წარმოაჩინონ, მამაკაცი კიდე მოძალადეთ და ელგებეტე პირი კიდე პრივილეგირებულ ჩვეულებრივ მოქალაქეზე აღმატებულ მდგომარეობაში მყოფ არსებად, ხოლო სინამდვილეში და რეალობაში ამას როგორ დაამკვიდრებენ სხვა საქმეა, მაგრამ ფაქტი სახეზეა, რომ ცდას არაკლებენ.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
კანაფის დამზადების ნებართვა ფაქტობრივად, ნარკოვაჭრობის ლეგალიზებაა, რაც ქვეყანას უმძიმეს შედეგებს მოუტანს,
21-06-2018
სოცილურ ქსელში ვრცელდება დიდი პოპულარობით სარგებლობს "მანიფესტი" ქალებისათვის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით.
16-06-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
განთლების სამინისტრო სტუდენტების დაფინანსების მექანიზმს ცვლის განთლების სამინისტრო სტუდენტების დაფინანსების
მეგობრებო, კიდევ ერთხელ უნდა დავდგეთ ერთად, კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე უნდა გადავარჩინოთ.
პირველი მაისიდან, საყოველთაო ჯანდაცვის დიფერენცირებული პაკეტის ამოქმედების შემდეგ, სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურება ყველა მოქალაქეს
ექიმის კონსულტაციიდან დაწყებული, კლინიკებმა თითქმის ყველა სერვისი გააძვირეს. თავდაპირველად ფასი ლარის გაუფასურების საბაბით გაიზარდა, მერე ეს პროცესი ტენდენციად იქცა.
სოციალური პრობლემები კვლავაც აქტუალურია ჩვენს ქვეყანაში. თითქოს სახელმწიფო ცდილობს, სპეციალური პროგრამებით დაეხმაროს შეჭირვებულ ადამიანებს,
17 ივლისი 2018
ზაფხულში ხშირია მზის სხივებით დამწვრობა. ეს უკანასკნელი, გარდა იმისა, რომ უსიამოვნებებს იწვევს, სერიოზულ
16 ივლისი 2018
ამერიკელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს სია, რომელშიც ჩამოთვლილია სიმსუქნის გამომწვევი ძირითადი
ბანანი სასარგებლოა მასში დიდი რაოდენობით კალიუმისა და სხვა ნივთიერებების შემცველობის გამო, თუმცა
თურქეთში, სამსუნი-ანკარას ავტომაგისტრალზე ავარიისას საქართველოს ხუთი მოქალაქე დაშავდა.
საუბედუროდ, მინდელის შახტში გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გრძელდება, - ამის შესახებ პარლამენტის